დროა დავემშვიდობოთ ჰაერის დაბინძურებას

0
?კორონა ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ადამიანებს მსოფლიო მასშტაბით, მოგვეცა საშუალება გვესიამოვნა სუფთა ჰაერით. მოულოდნელი არ იყო, თუმცა მაინც სამწუხაროა-როგორც კი შემსუბუქდა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, ჰაერის დაბინძურებამ კვლავ იფეთქა. ბოლო კვლევების თანახმად, ჩინეთში აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ჰაერის დაბინძურების იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა რაც კარანტინამდე იყო, ფილიპინებიც ამ ტენდენციას მიჰყვება. ?წიაღისეული საწვავის წვის შედეგად დაბინძურებული ჰაერის გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად 4, 5 მილიონი ნაადრევი სიკვდილი ფიქსირდება. 2018 წლის რეპორტის თანახმად კი, ჰაერის დაბინძურების საფასური დღეში 8 მილიარდს შეადგენდა, რაც უხეშად რომ ვთქვათ, მსოფლიო შიდა პროდუქტის 3, 3 %-ს შეადგენს. ხოლო ჯანმოს მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 91%-ის საცხოვრებელ ადგილას ჰაერის დაბინძურება, დადგენილ სტანდარტზე მაღალია, ანუ ძალინ საშიშია. ?რაც ყველაზე ცუდი და თან ცხადია, ჰაერის დაბინძურება ასუსტებს ორგანიზმს, რის შედეგადაც იგი უფრო მგრძნობიარე ხდება რესპირატორული დაავადებების მიმართ (მაგ.: კოვიდ-19). იგი ძალიან სარისკოა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, სწორედ ამიტომ არის მათ შემთხვევებში კორონა ვირუსი მომაკვდინებელი. სხვა კვლევამ კი აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებას შეუძლია გაზარდოს კოვიდ-19 -ით გამოწვეული სიკვდილიანობა. ?და აქვე, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს მომაკვდინებელი ჰაერის დაბინძურება, ისევ ჩვენთან არის!? ?კორონა ვირუსისგან მიღებული გაკვეთილები კორონავირუსის კრიზისის გამო, მსოფლიო დრამატულად შეიცვალა. პანდემიის შედეგად, ჰაერის დაბინძურების საკითხმა ბევრი ქვეყანის ყურადღება მიიპყრო, რადგან მათ ძალიან დიდი ხნის მანძილზე პირველად იხილეს ლურჯი, სუფთა ცა. ♻️ალბათ ჩნდება კითხვა, როგორ მივაღწიეთ ამას? მთელს მსოფლიოში, ბევრმა ქარხანამ და ინდუსტრიულმა საწარმომ შეწყვიტა მუშაობა პანდემიის გამო, რამაც ბუნებრივად შეამცირა წიაღისეული საწვავის წვა. ზოგიერთ ქვეყანაში კი, როგორიც არის ინდოეთი, უბრალოდ შეამცირეს მუშაობა, რამაც პროპორციულად შეამცირა ჰაერის დაბინძურება. ქუჩები და ტრასები დაცარიელდა ტრანსპორტისაგან, რამაც ასევე ხელი შეუწყო, ჰაერის სისუფთავეს. ?სწორედ ამ მსოფლიოში არსებული ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციების დრამატულად გაჩერების შედეგად ჩვენ ვსუნთქავდით სუფთა ჰაერს. ნასას სატელიტით დაფიქსირებული მონაცემები, გვიჩვენებს აზოტის დიოქსიდის (NO2) მნიშვნელოვან ვარდნას კორონა ვირუსის დაფიქსირების შემდეგ. „ეირ ვიზუალ“-ის სპეც. რეპორტიდან აღმოვაჩენთ, რომ წვრილი ნაწილაკები - PM2.5- იც საგრძნობლად დაეცა 10 დიდ ქალაქში. გრინფისის ინდოეთის ანალიზის მიხედვით კი, ამ ქვეყანაში ბოლო 30 წლის მანძილზე პირელად გამოჩნდა ჰიმალაის მთები, კარანტინის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ.?? პანდემიამ ჩვენი აწმყო აქცია ულევი გამოწვევების ხანად და ამავდროულად ბევრი ფასეული გაკვეთილი მოგვცა: • შესაძლებელია მივიღოთ სუფთა ჰაერი, როდესაც მიღებულია სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებები. • ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ლურჯი ცა, თუ გავაუქმებთ წიაღისეული საწვავის წვას ყველა ინდუსტრიასა და სექტორში. • ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, რომ ინდივიდუალურ დონეზე რაც შეიძლება ნაკლები დაბინძურება გამოვიწვიოთ, მაგ.: ვიმოგზაუროთ ნაკლები, მოკლე დისტანციებზე ვიაროთ ფეხით ან ველოსიპედით, ვიმუშაოთ სახლიდან (თუ ეს შესაძლებელია). ♻️სუფთა ჰაერის სუნთქვა რეალურია ქვეყნების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ შეგვიძლია ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ეს კი სულაც არ გულისხმობს ისევ კარანტინში მოქცევას ქვეყნებსა და ქალაქებს, ამისათვის მთავრობების სწორი აქცენტები და გადაწყვეტილებებია საჭირო.? ♻️წარმოგიდგენთ სამ ძირითად ცვლილებას რომელიც დაგვეხმარება სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში, იმ დროს როდესაც თან ეკონომიკის სტიმულაცია უნდა მოხდეს და თან კლიმატის ცვლილებებს უნდა ვებრძოლოთ.♻️ 1️⃣ ფოკუსირება უნდა მოხდეს მწვანე საფარზე გრძელვადიან პერიოდში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, მთავრობის დაფინანსებამ და სტიმულირების ზომებმა არ უნდა შეუწყოს ხელი ისეთი ინდუსტრიების წარმოებას, რომლებიც გამოყოფენ დამაბინძურებლებს. მთავრობის მიერ გაცემული ფინანსური პაკეტები უნდა ასტიმულირებდეს მწვანე საფარის შექმნას. მაგალითად, მათ ხელი უნდა შეუწყონ დამაბინძურებელი ინდუსტრიიდან კადრების გადამზადება/გადაყვანას ეკომეგობრულ ინდუსტრიებში. ✊მთავრობამ ასევე უნდა მოსთხოვოს დამაბინძურებელ სექტორებსა და კომპანიებს დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოშვების შემცირება. ეს ქმედებები ასევე დაეხმარება პარიზის შეთანხმების მიზნის განხორციელებას- გლობალურ დათბობის ლიმიტირებას 1, 5 გრადუსის ქვემოთ, რაც ნახშირბადის გამოყოფის შემცირებით, სავსებით რეალურია. ?? ამის კარგი მაგალითია გერმანიის განცხადება, რომ ქვეყნისგან კოვიდ 19 შემდგომი ეტაპისთვის დასახმარებლად გამოყოფილი 130 მილიარდი, არ გაიცემა პრემიებად, ბენზინის ან დიზელის მანქანის მყიდველებზე. რაც უფრო მეტი ქვეყანა გამოიყენებს მასტიმულირებელ ბიუჯეტს დაბინძურების წინააღმდეგ, მით უფრო მკვეთრი იქნება ამ ქმედებების პოზიტიური ეფექტი. 2️⃣ ახლანდელი ენერგიის სისტემების რეფორმა განახლებად ენერგიას მინიმუმამდე დაჰყავს ჰაერის დაბინძურება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით წიაღისეული საწვავით მიღებულ ენერგიაზე, რომელიც ამწვავებს ჰაერის დაბინძურებას. მთავრობებმა უნდა გააუქმონ ყველა სამომავლო გეგმა, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობისა და მაქსიმალურად გადავიდნენ განახლებადი ენერგიის წარმოებაზე. 3️⃣ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა იყოს „მწვანე“ და ხალხზე მორგებული ტრანსპორტის სისტემა არის კიდევ ერთი და მთავარი ჰაერის დაბინძურების წყარო, რომელიც განსაკუთრებით აბინძურებს ჰაერს ურბანულ ადგილებში. თუმცა ამის გამოსწორებაც შეიძლება, პირველ რიგში მეტი ტროტუარისა და ველო ბილიკების შექმნით. ♻️ასევე შიდა წვის ძრავის მქონე ტრანსპორტის ხმარებიდან ამოღება და ნულოვანი დაბინძურების მქონე, ელექტრო ძრავის ან სხვა ნაკლებად მავნებელი ტრანსპორტით ჩანაცვლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტული და ხელმისაწვდომი საზ. ტრანსპორტის სისტემის დანერგვა, რათა ადამიანებს შეეძლოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც კარანტინმა, ასე ვთქვათ გამოაღვიძა, უკვე მუშაობს ზემოთ ხსენებულ ცვლილებებზე, რათა ნაკლები ზეგავლენა მოახდინონ გლობალურ დათბობაზე და ისუნთქონ სუფთა ჰაერი. 4️⃣ გამკაცრდეს რეგულაციები ჰაერის დაბინძურებაზე ქვეყნებში ჰაერის დაბინძურებაზე გამკაცრებული რეგულაციების შემოღება, ხელს შეუწყობს გლობალურ დონეზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. ✊თუ კი რეგულაციები გამკაცრდება ელექტრო სადგურების, ინდუსტრიული დაწესებულებებისა და ტრანსპორტის მიმართ, ჩვენ მარტივად მივიღებთ გაუმჯობესებულ ჰაერს. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია ჰაერის დაბინძურების სრულად აღმოფხვრა და თუ ჩვენ ამ ძირითადი პრობლემების გადაჭრას მოვახერხებთ, დანარჩენსაც აუცილებლად მივაღწევთ. ?ასევე აუცილებელია რეალურ დროში ჰაერის მონაცემების დეტალურად შესწავლა და დაწვრილებითი მონაცემების ქონა, ამ შემთხვევაში ხალხი უფრო მეტად ინფორმირებული იქნება და კიდევ უფრო მოწადინებული, გაუარესების შემთხვევაში, გამოასწოროს მდგომარეობა. სამწუხაროდ, ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ამერიკა და სამხრეთ აფრიკა, მანქანებზე და ნახშირზე მომუშავე ელექტრო სადგურებზე, არა მხოლოდ არ გამკაცრებულა არამედ, რეგულაციები საგრძნობლად შემცირებულია. ასეთი მიდგომა კი გააუარესებს ჰაერის დაბინძურებას და უფრო მეტი ხალხის სიცოცხლეს მოაქცევს რისკ ქვეშ. ბევრი ექსპერტი ამბობს, თუ მსოფლიო დაიწყებს სიმწვანის სტიმულირებას ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჰაერს, არამედ იძლევა უზარმაზარ პოტენციალს გადააქციოს დედამიწა მცირე ნახშირის მომხმარებელ საზოგადოებად. ბევრ ჩვენგანს აქვს იმედი რომ ჰაერი გაუმჯობესდება, ამასობაში კი ყველაფერი უნდა ვქნათ რომ ჰაერის დონე არ დაუბრუნდეს პრე-პანდემიის მაჩვენებელს. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგოდ მიღებულმა ზომებმა გვაჩვენა რომ შეგვიძლია რეალურად ჯანსაღ და მწვანე გარემოში ცხოვრება, ახლა კი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული.
0