ევოლუციის თეორიის სიყალბე

ByGi GaGeorgia
0
ვართ თუ არა მაიმუნების შთამომავლები?! როგორ გაჩნდა ადამიანი? კითხვები რომლებიც ნებისმიერ ადამიანს სიცოცხლის მანძილზე უჩნდება. როგორ შეიქმნა სამყარო, დიდი აფეთქება თუ ღმერთის შემოქმედება ექვს დღეში? კითხვები რომელზეც ხშირად ორაზროვანი პასუხებია და ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებია. როგორ დაიბადა სიცოცხლე დედამიწაზე, ევოლუცია თუ ღვთის ინიციატივა? ათეისტ მეცნიერთა ჯგუფი გვთავაზობს დარვინის ევოლუციის თეორიას რომელსაც მე პირადად სიცრუის თეორიას ვუწოდებ, რატომ ამას ახლავე ავხსნი ყველაფერს ფაქტებით და არგუმენტებით. პირველი: რბილი ქსოვილების აღდგენის შესაძლებლობა- როდესაც მეცნიერები გვიხატავენ გარკვეულ არტეფაქტებს მაგ სახის რეკონსტრუქციას
მისი მიზანია ადამიანის გონებაზე ზემოქმედება რომ დააჯეროს ამა თუ იმ არსების ოდესღაც არსებობის სინამდვილეში. მაგრამ რეალურად რბილი ქსოვილების სრული და ზუსტი აღდგენა დაახლოებით 400 წლის შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელია. კომპიუტერული გრაფიკა რომელსაც მეცნიერები დიდი ხანია იყენებენ მხოლოდ მათი ფანტაზიის ნაყოფია და ის ყველასთვის ცნობილი თუნდაც ზეზვა და მზიას ან ავსტრალოფითეკის ვიზუალური რეკონსტრუქცია არის მეცნიერთა ფანტაზიებზე დამყარებული არტეფაქტები.
ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი არ გვაქვს სრული შესაძლებლობა რომ აღვადგინოთ რბილი ქსოვილები და რეალური ვიზუალიზაცია მოვახდინოთ იმ ექსპონატებისა რაც აღმოჩენილია არქეოლოგების მიერ. ევოლუციის თეორიის მიხედვით არსებობს გარდამავალი სახეობა ადამიანსა და მაიმუნებს შორის მაგრამ დღემდე ვერ უპოვიათ ის მეცნიერებს. სამაგიეროდ მათ წარმატებით გააყალბეს გარკვეული არტეფაქტები რამაც მოგვიანებით დიდი სკანდალი გამოიწვია მეცნიერთა შორის.
"ადამიანი პიტთაუნიდან- ესაა ყველაზე ცნობილი გაყალბებული არტეფაქტი, ორაგუტანგის ყბაზე ადამიანის თავის ქალა, იგი აღმოაჩინეს 1912 წელს ცნობილმა ექიმმა და პალეონტოლოგმა ჩარლზ დოუსონმა ინგლისში პიტთაუნის მახლობლად ყბის ძვალი და ადამიანის თავის ქალა აღმოაჩინა. თავის ქალა 500 წლის იყო და არა 300.000 წლის (!) მასში განზრახ ჩასვეს მეცნიერებმა ორაგუტანგის ყბა, ადამიანის კბილები დაამუშავეს რომ ის ორაგუტანგის ყბის ბუდეებს მორგებოდა, მეორე სიყალბე იყო 1922 წელს ამერიკაში ნებრასკაში აღმოჩენილი კბილი რომელიც ადამიანის და მაიმუნის შუალედური გარდამავალი არსების უკანა ყბის კბილად შერაცხეს და ერთი კბილის ნიმუშით ააგეს მთელი სახის რეკონსტრუქცია (!) ეს კბილი მოგვიანებით სპეციალისტებმა ექსპერტიზაზე გამოიკვლიეს და დაამტკიცეს რომ იგი არც ადამიანს და არც მაიმუნს არამედ გადაშენებულ გარეულ ღორს ეკუთვნოდა! *პითეკანთროპი* სინამდვილეში ეს არსება საერთოდ არ არსებობს, კუნძულ იავაზე მაიმუნის თავის ქალის ნაწილი იპოვეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ 14 მეტრის მოშორებით ადამიანის მენჯის ძვალი, მეცნიერებს ეგონათ რომ ორივე ძვალი ერთი არსების იყო და მას ასე უწოდეს "პითეკანთროპი" თუმცა შემდგომში გაკეთებული ანალიზების და გამოკვლევების შედეგად დადგინდა ცდომილება ამ არტეფაქტების ასაკს შორის ისინი სხვადასხვა დროს არსებობდა და სხვადასხვა ინდივიდებს ეკუთვნოდა, თუმცა ეს ფაქტები მეცნიერება დამალეს და მთელი ეს ფალსიფიკაცია დაალაგეს ევოლუციის დაფაზე და ის ასე გამოიყურება:
მარცხნივ პირველი მაიმუნი შიმპანზეა. მეორე- *ავსტრალოფიკეთი* გადაშენებული შიმპანზეა, სრული მაიმუნის სახეობა. შემდეგია *ჰომო-ჰაბილისი* გადაშენებული მაიმუნი რომლის ადამიანად გადაქცევას ცდილობენ მეცნიერები. შემდეგია *ნეანდერტანელი* პირველყოფილი გადაშენებული ადამიანი ადამიანის სახეცვლილი რასა სრულად ადამიანი, მარჯვნივ ბოლოს სრულდება *ჰომოსაპიენსი* სრულად ადამიანი. მთელი ისტორიის მანძილზე მაიმუნის 6000 მდე ჯიში არსებობდა, მათი უმრავლესობა გადაშენდა მხოლოდ 120 სახეობამ მოაღწია ჩვენამდე. მეცნიერებმა გამოიყენეს გადაშენებული მაიმუნების მათთვის ხელსაყრელი ძვლები და თავის ქალები, დაამწკრივეს ზომის მიხედვით და მას დაუმატეს სხვადასხვა პერიოდში მცხოვრები ადამიანების ნაშთები და თავის ქალები და შეიქმნა ზღაპარი სახელად ევოლუცია. ანთროპოლოგიამ (აღმოჩენილი ექსპონატების შიდა ყურის არხის ექსპერტიზამ) დაამტკიცა რომ ავსტრალოფიკეთის ჰომო ჰაბილისის და ჰომო საპიენსის ერთ ხანაში არსებობა რაც კიდევ ერთი მძიმე დარტყმა გამოდგა ევოლუციის თეორეტიკოსებისთვის, რადგან ისინი ამტკიცებდნენ რომ ავსტრალოფიკეთი იყო ჰომო ჰაბილისის წინაპარი ხოლო ჰომო ჰაბილისი ჰომო საპიენსის წინაპარი, მაგრამ ამ აღმოჩენამ ისინი მათი თეორიები საერთოდ გაანადგურა როგორ შეიძლება წინაპარი და შთამომავალი ევოლუციის ერთ პერიოდში თანაცხოვრობდნენ?! რეალურად ისინი ერთ დროში მცხოვრები ადამიანთა სხვადასხვა რასები იყო რომლებიც დედამიწის განსხვავებულ ტერიტორიებზე არსებობდნენ...
ავსტრალოფიკითი კი სინამდვილეში არა ადამიანის და მაიმუნის გარდამავალი სახეობა, არამედ გადაშენებული მაიმუნის ჯიში იყო. ახლა კი რადგან უკვე გავანადგურე ევოლუციის თეორია და მთელი მისი სიყალბე დავამტკიცე გადავიდეთ მეცნიერებისთვის უხერხულ არტეფაქტებზე რომლებსაც არც კი ახსენებენ და ზოგ შემთხვევაში სადაც შეუძლიათ ანადგურებენ. ესაა გიგანტების ნამარხები.
რივერზვილში 1879 წელს არქეოლოგიური გათხრებისას ქვის სამარხში 3 მეტრიანი ადამიანის ჩონჩი აღმოაჩინეს, დაახლოებით მაგხელა იყო ცნობილი გოლიათი რომელიც ბიბლიურ დავითს შეებრძოლა. ნევადაში მდინარე კუბლის კალაპოტში 1831 წელს ასევე 3 მეტრის ადამიანის ნარჩენები იპოვეს ელ ქიტაურში 1925 წელს არქეოლოგთა ჯგუფმა 8 გიგანტის ნამარხს მიაგნეს მათ მძიმე სპილენძის აბჯარი ესხათ. ბევრი ასეთი არტეფაქტი დაკარგული ან შეგნებულად განადგურებულია რადგან ის პირდაპირ თავდაყირა აყენებს ისედაც საეჭვო და ყალბ ევოლუციის თეორიას.
4 მეტრის სიმაღლის მუმია 1883 წელს კალიფორნიის შტატში ჯარისკაცებმა იპოვეს. ევოლუციის მომხრეები დაინტესებული არიან რომ ეს არტეფაქტები არავინ ნახოს რადგან ისინი მაიმუნებისგან ბევრად განსხვავდებიან. 1911 წელს ნევადაში თავის ქალა იპოვეს ის ჩვეულებრივი ადამიანის თავის ქალას 13 ჯერ აღემატებოდა.
ასეთი გიგანტური ნამარხები საქართველოშიც კერძოდ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში სადაც მწყემსები ნახირს მიერეკებოდნენ. მაშინ ეს სენსაცია მიჩქმალეს და მიივიწყეს. არტეფაქტები კი აშშ დან ჩამოსულმა სპეციალურმა სამსახურმა წაიღო. ერთადერთი წყარო რაც გიგანტებს მოიხსენიებს არის ბიბლია და ხალხური თქმულებები. გიგანტებზე ცალკე დავწერ შემდეგ პოსტს ვრცლად. მანამდე კი მკვდარ ევოლუციას საბოლოოდ საფლავის ქვას დავადებ და მოვიყვან მუტაციის მაგალითებს რასაც ევოლუცია საერთოდ ვერ ხსნის. მუტაცია-ეს არის ცვლილებები დნმ ის მოლეკულებში რომელიც გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს და ცოცხალი ორგანიზმის უჯრედის ბირთვშია მოთავსებული. მუტაციური პროცესები გარეგანი ფაქტორების შედეგად მიმდინარეობს, მაგალითად რადიაციის ან ქიმიური ზემოქმედების შედეგად, მუტაცია სპობს დნმ ის მოლეკულის შემადგენელ ნუკლეოტიდებს და უცვლის მათ დადგენილ მდებარეობას შედეგად ვიღებთ ისეთ მუტაციურ სიმახინჯეებს რასაც ფოტოზე ხედავთ
მუტაციური ზეგავლენა ყოველთვის ნეგატიურია, ეხლა კი მოვიშველიებ ამერიკელი გენეალოგის ბრაიან რანგანათანის ციტატას: *მუტაცია უმნიშვნელო შემთხვევითი და მავნე მოვლენაა, ის ძალზე იშვიათად ხდება, მისი თავისებურებები უამრავი ექსპერიმენტების შემდეგ ცხადყოფს რომ მუტაციას არ შეუძლია ევოლუციური ცვლილების გამოწვევა და მითუმეტეს ახალი სახეობის შექმნა. დნმ ში ნებისმიერი სახის ცვლილება ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს ან კვალს საერთოდ არ ტოვებს, როგორც მიწისძვრას არასდროს სარგებელი არ მოაქვს ქალაქებისთვის, მას მხოლოდ ნგრევა მოაქვს* მაშინ როგორ იქცა მაიმუნი ადამიანად ევოლუციისთვის ხომ სწორედ მუტაციაა საჭირო?! ევოლუცია მუტაციის წყალობით ხდება. ბიოლოგიაში არ არსებობს დადებითი მუტაციის არცერთი ფაქტი! მაშ რით ახსნიან ევოლუციის მომხრეები ევოლუციის არსებობას?! თუ არც გარდამავალი სახეობები არ არსებობს და არც დადებითი მუტაციის არცერთი შემთხვევა, თუკი საკუთარი თეორიის დასამტკიცებლად არტეფაქტების გაყალბება სჭირდებათ ხოლო გიგანტურ ნამარხებზე დუმილს არ არღვევენ და ვერაფრით ხსნიან სამ ან ხუთმეტრიანი ადამიანების ჩონჩხებს?! რით ხსნიან მეცნიერები იმ ფაქტს რომ არცერთ სხვა ორგანიზმს არ შეუძლია ისე იფიქროს როგორც ადამიანს?! ან რამ აიძულა სწრაფად ოთხზე მორბენალი მაიმუნი რომელიც ხიდან ხეზე ხტებოდა და შეეძლო სწრაფად გაქცევა ორ ფეხზე დამდგარიყო და ამით შეენელებინა კოორდინაცია?!
ადამიანი ორ ფეხზე ხომ ყველაზე ნელა დარბის სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით?! თუ ლოგიკას მივყვებით პირიქით ორი ფეხიდან უფრო სწრაფ და მოსახერხებელ ოთხ კიდურზე უნდა გადასულიყო ადამიანი რომ თავი გადაერჩინა?! მოკლედ მე ამ სტატიაში შევეცადე მოკლედ ამეღწერა ყველა ის თემა რაც ევოლუციის თეორიის სიყალბეს წარმოადგენდა და ეს შევძელი. ბოლოს კი ერთს დავამატებ იმისათვის რომ მეცნიერებმა აღიარონ ევოლუციის თეორიის სიცრუე მაშინ მოუწევთ მთელი ამ ყალბი ნაშრომების ჯანდაბაში გადაყრა და უზენაესის აღიარება... https://www.livescience.com/56327-piltdown-man-hoax.html
ByGi GaGeorgia
0