1 votes
4 comments
0 shares
Save
4 views
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago

როგორ გვეკაიფებიან🤦🏻‍♂️👉🏻


Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
☑️ 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა🌎👇🏻 მთელ მსოფლიოში მუზუმების თანამშრომლები ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ. ეს დღე კალენდარში 1977 წელს გაჩნდა, როდესაც ICOM-მა (International Council of Museums) ამ კულტურული დღესასწაულის აღნიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. 1978 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო დღეს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღეს ტრადიციულად საქართველოშიც ზეიმობენ. 15-24 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ტრადიციული ფესტივალი იმართება. 📌მუზუმები ისევ ის ადგილია, სადაც ხელოვნების ნიმუშებს აგროვებენ? ბოლო წლებში სამუზეუმო საქმის ნამდვილი ბუმია. მხატვრული მუზეუმები საგრძნობლად შეიცვალა. დღეს ეს არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებია თავმოყრილი და გამოფენილი. წარსულში მუზეუმებს ორი მთავარი ამოცანა ჰქონდა: ხელოვნების ნიმუშების შეგროვება და მათი შენახვა მომავალი თაობებისთვის. დღეს ამ ამოცანებს კიდევ ერთი დაემატა, კერძოდ, ხელოვნების წარდგენა აუდიტორიისთვის. თუ 100 წლის წინ ადამიანები მუზუმებში გამორჩეული და უცნაური ნივთების სანახავად მიდიოდნენ, დღეს ისინი მუზეუმებში ხელოვნების ნამუშევრების ისტორიის გასაცნობად მიდიან. მუზუმები მულტიმედიურ ცენტრებად და საგანმანათლებლო კლუბებად გარდაიქმნება. 📌რა ახალი მიმართულებებია? ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. მაგალითად, ოპ-არტი - აქ მხატვრები ოპტიკურ ილუზიებთან მუშაობენ და საინს-არტი, სადაც სამეცნიერო კვლევა თანამედროვე ხელოვნების ობიექტი ხდება. ბოლო წლებში ასევე აქტიურად ვითარდება მედიახელოვნება. ის იქმნება კომპიუტერული გრაფიკის, ნეიროქსელების, რობოტების ტექნიკითა და პროგრამული ბოტებითაც კი. ინტერაქტიულ გამოფენებზე ნამუშევრების დემონსტრაციისთვის იყენებენ ვირტუალური რეალობის სათვალეებს, პროექტორებს, სენსორებს და სხვა ტექნოლოგიებს. ახლახან Christieʼs აუქციონმა პირველად წარადგინა ნახატი, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა. 📌მაგრამ მუზეუმები ხომ მაინც კედლები და გამოფენილი ნამუშევრებია? ყოველთვის - არა. რა თქმა უნდა, თანამედროვე მუზეუმებს მკაფიო სტრუქტურა აქვთ - დარბაზები და დერეფნები, მაგრამ გამოფენიდან გამოფენამდე რაღაც ოდნავ მაინც იცვლება. გამოფენის ორგანიზატორები ახლებურად აწყობენ სამუზეუმო სივრცეს, რომ ის გამოფენის იდეას და ისტორიას შეესაბამეოდეს. მაგალითად, დარბაზის ცენტრში მოწყობილი ვიწრო მიხვეულ-მოხვეული დერეფანი. ზოგიერთი ნამუშევარი ღია სივრცეს ითხოვს, ამიტომ მათ სამუზეუმო კედლების მიღმა ფენენ. ამას ფაბლიკ-არტი ჰქვია - ხელოვნებას წარადგენენ პირდაპირ ქუჩებში, მოედნებზე და სადგურებში, და ზოგადად, თანამედროვე მუზეუმებს მხოლოდ ხელოვნებისთვის არ სტუმრობენ. 📌ხელოვნებისთვის თუ არა, მაშინ რისთვის? დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. ადრე მუზუმში ვიზიტი ნიშნავდა იმას, რომ თქვენ მთელი დღის განმავლობაში უნდა გევლოთ დარბაზებში, წყლის, საჭმლის და ჩამოსაჯდომი ადგილის გარეშე. თანამედროვე მუზუმები ადამიანებს დაუახლოვდა - მუზუმში ვიზიტი კინოში ან თეტრში წასვლას ჰგავს. ბევრ მუზუმს თავისი ბიბლიოთეკა, კაფე და კინოდარბაზი აქვს. ასევე ბოლო დროს მუზეუმები საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან - იქ აწყობენ კონფერენციებს, ლექციებს და მრგვალ მაგიდებს. ზოგჯერ მხოლოდ მუზუმების შენობების თვალიერებაც საინტერესოა - ისინიც თავის მხრივ არტ-ობიექტებია. 📌ეს როგორ? სამუზეუმო არქიტექტურის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობდა (მან მემკვიდრეობად სასახლეების და ტაძრების არქიტექტურა მიიღო), ბევრი მხატვრული მუზეუმი კი ცნობილმა არქიტექტორმა ააშენა. მაგალითად, 20 წლის წინ დიდი აღტაცება გამოიწვია ბილბაოში გუგენჰაიმის მუზეუმმა - დეკონსტრუქტივიზმის სტილში აგებულმა ეფექტურმა შენობამ, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა ფრენკ გერიმ მოიგონა. დღეს მისი პროექტის თანახმად აშენებენ არტ-ცენტრს Luma Arles - არანაკლებ შთამბეჭდავ ასიმეტრიულ ლითონის ნაგებობას. ასევე არქიტექტორები აპროექტებენ არტ-სივრცეებს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით იცვლიან ფორმას და სხვადასხვა დროს საგამოფენო ან საკონცერტო მოედნებად, თეატრალურ დარბაზებად ან წვეულებების მოსაწყობ ადგილებად გარდაქმნებიან. 📌ამ ყველაფრის ნახვა ინტერნეტში შეიძლება? მუზეუმების უმრავლესობას საკუთარი ვებგვერდი აქვს, ასევე ჩნდება სულ უფრო მეტი მობილური აპლიკაცია, ინტერაქტიული გიდი, YouTube-არხი და ვირტუალური ტური მუზეუმში. ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც ასობით ექსპოზიციას აერთიანებს - Google Arts & Culture-ია. გარდა კოლექციების პრეზენტაციისა მუზუმები აქვეყნებენ ლექციებს და საჯარო დისკუსიებს არტისტებთან, ხოლო მაგალითად, ნიუ-იორკის მუზეუმი MoMA გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისწავლოთ ხატვა პიკასოს და როტკოს სტილში.
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 2 months ago
ახალი შეზღუდვები დეტალურად
🔴 რომელი სატრანსპორტო საშუალებით მეზღუდება გადაადგილება? იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა. 🔴 რომელი სატრანსპორტო საშუალებით შემიძლია გადაადგილება? არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება. 🔴 ეხება თუ არა შეზღუდვა ტაქსებს? შეზღუდვა ეხებათ ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც. 🔴 როგორ შემიძლია მოვიპოვო საშვი მანქანით გადაადგილებისთვის? იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო). თუ თქვენ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე - 144. 🔴 ვმუშაობ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. როგორ უნდა მივიდე სამსახურამდე? თქვენი გადაადგილება საცხოვრებლიდან სამსახურამდე და პირიქით, უნდა უზრუნველყოს თქვენმა დამსაქმებელმა. 🔴 ვარ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია. როგორ უნდა გადაადგილდნენ ჩემი თანამშრომლები სამსახურამდე? დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2(მიკროავტობუსით) და M3(ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული ნებართვის მისაღებად, კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით მარშუტების განსაზღვრას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით. 🔴 როგორ უნდა გადავაადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად? სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია. ▪ თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ.: დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად). ▪ თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ.: დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა. ▪ იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ - სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება. 🔴 შემიძლია თუ არა სასურსათო პროდუქტის ან/და ფარმაცევტული პროდუქტის გამოძახება? საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/პროდუქტის მიტანის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება დასაშვებია. შესაბამისად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. „დელივერი“ სერვისით. 🔴 შემიძლია თუ არა სასაფლაოზე წასვლა? იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას. 🔴 სასაფლაოზე შესვლა მხოლოდ ქალაქში იზღუდება, თუ ყველგან? სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით. 🔴 პირბადის ტარების ვალდებულება რომელ დაწესებულებებში მაქვს? პირბადის ტარების ვალდებულება გაქვთ ყველა დახურულ საჯარო სივრცეში (მაგ.: აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში და სხვ.). 🔴 შემიძლია თუ არა გადაადგილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად? სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია. 🔴 მაქვს სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ოჯახის წევრის ან სხვა პირის გადაყვანა? არა. ავტოსანტრანსპორტო საშუალებით უნდა გადაადგილდეთ მხოლოდ თქვენ, სამსახურებრივი მიზნით. 🔴 მაქვს სამსახურებრივი მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა თანამშრომლის გადაყვანა ჩემი სატრანსპორტო საშუალებით? დიახ, სამსახურებრივი მიზნით, თქვენი სატრანსპორტო საშუალებით, თანამშრომლის სამსახურში გადაყვანის უფლება გაქვთ, ავტომობილში მგზავრთა განთავსების წესების დაცვით. #news
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება👇🏻 სექსუალური შევიწროების თემაზე ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შრომის კოდექსში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და სახალხო დამცველის შესახებ კანონში. კანონპროექტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მოამზადა. როგორ დაისჯება სექსუალური შევიწროება საქართველოს კანონმდებლობა ტერმინს - სექსუალური შევიწროება, არ იცნობს. მიღებული საკანონმდებლო პაკეტით შემოდის განმარტება, თუ რა მიიჩნევა სექსუალურ შევიწროებად და როგორ დაისჯება. ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის მიხედვით, 166-ე მუხლს დაემატა პრიმა მუხლი, სადაც წერია: სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. ეს ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. სექსუალური შევიწროება ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ხოლო ამ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ან ორი ან მეტი პირის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით. შენიშვნა: ამ კოდექსის მიზნებისთვის სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა. კანონპროექტის ავტორების თანახმად, ცვლილების ძირითადი არსია, დაარეგულიროს სექსუალური შევიწროების საკითხი საჯარო სივრცეში. სექსულური შევიწროების განმარტება შრომის კოდექსში👇🏻 საქართველოს შრომის კოდექსი იცნობს შევიწროების ტერმინს, როგორც დისკრიმინაციის ზოგადი დეფინიციის ერთ-ერთ ნაწილს, თუმცა არ განმარტავს სექსუალურ შევიწროებას. ცვლილების ძირითადი არსია, დაარეგულიროს სექსუალური შევიწროების საკითხი, შრომით ურთიერთობებში. მიღებული ცვლილება ეხება შრომის კოდექსის მეორე მუხლს, რომლის მიხედვითაც, მეორე მუხლის მე-4 პუნქტში შევიდა ცვლილება კერძოდ, კი ცვლილების მიხედვით: დისკრიმინაციად (მათ შორის სექსუალურს შევიწროებად) მიიჩნევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. ამავე მუხლს დაემატა 4 პრიმა პუნქტი. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსს დემატება სექსუალური შევიწროების განმარტება, რომელიც მოიცავს პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
📣პრეცედენტული გადაწყვეტილება📣 ❗️ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ბავშვებთან ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა❗️ ამ გადაწყვეტილების შედეგად ძალაში დარჩა შსს-ის გამომძიებლის მიერ კონკრეტული პიროვნების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. მამას 30 დღით ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია აეკრძალა. 📝 საქმე ისაა, რომ ხშირად უგულებელყოფილია მშობლების მიერ ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მეუღლეთა კონფლიქტის დროს, ბავშვი ხდება ანგარიშსწორების ერთგვარი საგანი/იარაღი. კერძოდ, არის შემთხვევები, როცა ერთი მშობელი უნერგავს ბავშვს მეორე მშობლისადმი სიძულვილს და ა.შ. მსგავსი რამეები კი უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე...ისე, ბევრი ფიქრობს, რომ ჯანმრთელობის დაზიანება მხოლოდ სხეულის დაზიანებით განპირობებული შედეგია... ეს ასე არ არის!.. ფსიქიკური ტრავმაც ჯანმრთელობის დაზიანებად უნდა მოვიაზროთ. იყო პერიოდი, როცა 90-იან წლებში, სასამართლო აღმასრულებლად ვმუშაობდი. მევალებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ქონებრივი ვალდებულებების ნაწილში, მათ შორის - ალიმენტის საქმეებზე. ბევრი ,,ალიმენტშიცა” (ასეთი ტერმინით მოიხსენიებოდა ქალი, რომელმაც ყოფილ ქმარს ალიმენტის გადახდა დააკისრა) დადიოდა ჩემთან და როგორ გგონიათ, რა იყო მათი უმეტესობის მიზანი?.. სიცოცხლე უნდა გაემწარებინათ ყოფილი ქმრისთვის, მოსვენება არ უნდა მიეცათ...სასამართლოს მიერ განსაზღვრული მიზერული თანხა ნამდვილად არ აინტერესებდათ...ეს იყო მათი ქმედების უმთავრესი მიზეზი და არა ბავშვის ინტერესებზე ზრუნვა. ასე იყო ეს და ასეა ახლაც უმეტეს შემთხვევაში, დამეთანხმებით ალბათ... ხშირად მინდება ხოლმე ბავშვობაში დაბრუნება თუნდაც ერთი წუთით (ალბათ თქვენც), რადგან მართლა კარგი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, ის დრო არასდროს არ დაბრუნდება, სამწუხაროდ, ასეა მოწყობილი ბუნება...სწორედ ამიტომაც მეფიქრება, რომ მეტი სითბო და სიყვარული უნდა მივცეთ ბავშვებს, დიახაც უნდა გავანებივროთ ისინი, ყველაფერი შევუსრულოთ...ალბათ, არ არსებობს იმაზე საშინელი გულისცემა, როგორიც აღენიშნება დედ-მამის ჩხუბის შემყურე, მაგიდის ქვეშ შეყუჟულ ბავშვს... ოჯახური კონფლიქტი ცუდი რამეა, ის შეიძლება უმნიშვნელო მიზეზით იყოს განპირობებული, ასევე - ძალიან სერიოზული საფუძვლითაც...მესმის, ძნელია ასეთ დროს განცდებში გარკვევა, გაწონასწორებულად მოქმედება, მაგრამ...მაინც მგონია, რომ ამ იწილო-ბიწილოზე მაღლა უნდა დავდგეთ... როგორც მინიმუმ - ბავშვს არ უნდა ვაგრძნობინოთ, არ უნდა დავანახოთ ე.წ. უფროსების სცენები... P.s. არ მეგონა ამდენს თუ დავწერდი...მართლა ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და ის სათანადოდ გააზრებას საჭიროებს საზოგადოების მხრიდან...
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
📣ცხოველის წამება პატიმრობით დაისჯება📣 ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - პატიმრობა, ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დამტკიცა, რის შედეგადაც, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა. "ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ და საქართველოს პარლამენტმა ის მესამე მოსმენით მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მინდა, პარლამენტის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო. ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - პატიმრობა. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ, თუ როგორ კლავდნენ და ასახიჩრებდნენ ცხოველებს. ეს ძალიან მძიმე სანახავია და ამ მიმართულებით, კანონის გამკაცრება მნიშვნელოვანია. ასევე, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ადმინისტრაციული სახდელის ზომა გაიზარდა 500 ლარამდე. არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, მშობლის პასუხისმგებლობა განისაზღვრა", - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით, სამომავლოდ, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობის ფაქტების პრევენცია მოხდება. "აღნიშნული ცვლილებებით, რა თქმა უნდა, კანონი შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და რაც მთავარია, დადგენილი ნორმები და ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები პრევენციას მოახდენს, რომ სამომავლოდ, მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
წავიკითხე და დავრჩი გაღიმებული ბოლოს😂 არადა როგორ გვჭირდება... ისე, ჩვენთან 2 ტიპის ტაქსის მძღოლია: 📌 მოქაქანე-მოღადავენი; 📌 დერზკად მდუმარენი. ამათ კიდე აიტანს კაცი. აი, ვითომ ბაბნიკი ტაქსის შოფრების არსებობაა ამაზრზენი❗️❗️❗️🤬🤬🤬 - - - ამიერიდან, Uber მომხმარებელს ჩუმად მგზავრობის შესაძლებლობას მისცემს. Techcrunch-ის ცნობით, აპლიკაციას Uber Black მძღოლის „სიჩუმის რეჟიმი” დაემატა. შესაბამისად, ტაქსის გამოძახებისას მომხმარებელი თვითონ აირჩევს, სურს, თუ არა მძღოლთან საუბრის გაბმა. მომხმარებელმა ამისთვის „სიჩუმისა“ და „მოხარული ვიქნები, თუ ვისაუბრებთ“ რეჟიმებიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს. Uber-ის მძღოლი კი ამ არჩევანის შესაბამისად იმოქმედებს. აღნიშნული ფუნქცია აშშ-ში, ხვალიდან გახდება ხელმისაწვდომი. უცნობია, მიბაძავენ, თუ არა Uber-ს ამ კუთხით სხვა ტაქსის კომპანიები. დანერგავენ, თუ არა მსგავს სერვისს სხვები, მათ შორის, ისინი, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ.
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 5 months ago
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გლობალურ საგანგებო მდგომარეობა
bm.ge
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გლობალურ საგანგებო მდგომარეობა
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
🚇პირველი ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვლება🚇 კერძოდ, შემცირდება ერთი საათით და ერთი წლის განმავლობაში მეტრო იმუშავებს დილის 06:00-დან 23:00 საათამდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. „ამისთვის გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი. პროექტის ფარგლებში, თბილისის მეტროში ძველი კაბელები ჩანაცვლდება 450 კმ. თანამედროვე, ISO-ს სტანდარტის კაბელით. ასევე, დამონტაჟდება 28 საგვირაბე გამნიავებელი და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორი", - განაცხადა მერმა. მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით ჩატარდება.
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
როგორ მოგწონთ ეს «Словосочетание»?🤔👉🏻
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 month ago
სამწუხარო რეალობა
არ ვიცი რამდენად ეკუთვნის ეს გამონათქვამი ვუდი ალენს, მაგრამ... ასეთია მწარე რეალობა, სამწუხაროდ... ყველაზე დასანანი კი ის არის, რომ თანამედროვე საზოგადოების წევრთა უმრავლესობა ჯერაც ხარბად ეწაფება ამ სახის გადამუშავებულ ნაგავს და ეს ხდება XXI-ე საუკუნეში #opinion