ჩვენს თავებზე

0
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი (თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ მას გარდამტეხი), როდესაც ყველა უარყოფითი შემთხვევა ერთმანეთს მიეწყობა და გგონია ახლა ჩაგიტანს, გაგანადგურებს. ფიქრობ, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებ და თვითგვემაში ვარდები. რეალუარდ, ეს სწორედ ის დროა, როცა ყველაფერი უნდა გადააფასო. გარემო, რომელშიც ცხოვრობ, მეგობრები, ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც თითქოსდა ახლოს გყავს და რა თქმა უნდა საკუთარი განწყობები. თეორიულად ვიცით რომ ყველაფერი ჩვენს თავშია, სამყარო ისეთია, როგორადაც ჩვენ აღვიქვამთ, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად. პრაქტიკაში ძალიან რთულია შენი გონება მიიყვანო იმ დონემდე რომ დამოუკიდებელი გახდეს, გარემოს გამოეყოს და თვითონ დაიწყოს რეალობის შექმა, უკეთეს შემთხვევაში კი მართვა. პირველ რიგში უნდა იფიქრო იქ სადაც ხარ მართლა არის შენი ადგილი თუ არა, რა გავლენას ახდენს ეს გარემო შენზე და რამდენად გადგება ეს გავლენა განვითარებისთვის (მთელი ცნობიერი ცხოვრება ხომ განვითარებაზე დგას). უნდა მოშორდე იმ ადგილებს, რომლებიც არათუ პოზიტივს არ გაძლევს, არამედ-უარყოფით განწყობებს, კომლექსებს და საკუთარი თავის იმაზე დაბლა დაყენებას გაიძულებს, ვიდრე ხარ. (საკუთარი ადგილი სამყაროაში ცალკე და დიდი თემაა, რომელზე ფიქრსაც არასდროს უნდა წყვეტდე). უნდა მიატოვო ადამიანები, რომლებიც აფერხებენ შენს განვითარებას და მუდმივად ცდილობენ ხაზი გაუსვან შენს ნაკლებს. უნდა ეცადო მოეჭიდო რაიმე ახალს, უცნობს. იმას, რაზეც ჯერ არასდროს გიფიქრია და ვინმეს რომც ეთქვა, დარწმუნებით ეტყოდი რომ არ გამოგივიდოდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ აიძულო გონება გახდეს შენი რეალობის მმართველი და დაიჯერო რომ ის გავლენა, რასაც გარემო ახდენს შენზე მეორეხარისხოვანია. პირველ ადგილზე შენი თავი და პიროვნული განვითარებაა. ამაზე დგას კაცობრიობა.
#პროზა
#ბლოგი
#ბლოგერი
#ხელოვნება
0