სოზარ სუბარი: ხალხი გააკეთებს არჩევანს სიმართლესა და ტყუილს შორის

0
არჩევნები ახლოვდება და მე ვიქნები „ქართულ ოცნებაში“, ხოლო კონკრეტულად სად ვიქნები, ამას მოგვიანებით ვნახავთ, ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა„ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს არჩევნებიც კიდევ ერთხელ იქნება დასტური იმისა, რომ ხალხი გააკეთებს არჩევანს სიმართლესა და ტყუილს შორის, „ფეიკსა“ და ჭეშმარიტებას შორის, ქვეყნის განვითარებასა და დესტაბილიზაციას შორის და ამ შემთხვევაში ყველაფერი არის ქართული ოცნების სასარგებლოდაა. „არჩევნები ის თემაა, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთხელ იქნება დასტური იმისა, რომ ხალხი გააკეთებს არჩევანს სიმართლესა და ტყუილს შორის, „ფეიკსა“ და ჭეშმარიტებას შორის, ქვეყნის განვითარებასა და დესტაბილიზაციას შორის და ამ შემთხვევაში ყველაფერი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაა. მერე მხრივ, კარგი ის არის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მე აღფრთოვანებული არ ვარ, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს მართლა აუცილებელი იყო და ხელს შეუწყობს მრავალფეროვნებას საქართველოს პარლამენტში და ესეც ძალიან კარგი იქნება“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
0