რუსეთის იმპერიის მიერ წართმეული დამოუკიდებლობა - გეორგიევსკის ტრაქტატი

0
თითქმის ორი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის ერთგვარი მანიფესტი დაიდო, თუმცა ამის შესახებ ვრცელი ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. მანიფესტი მოიცავდა 13 მუხლსა და 4 საიდუმლო სეპარატიულ არტიკულს, ამასთანავე მას დართული ჰქონდა ფიცის ტექსტი, რომელიც მეფე ერეკლეს უნდა წარმოეთქვა. დოკუმენტი ძალაში 1784 წელს შევიდა. 1795 წელს აღარ-მაჰმად-ხანმა საქართველო ააოხრა, ამ დროს, საქართველო, დოკუმენტის მიხედვით რუსეთის "დაცვის" ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა იმპერიას საქართველოს დასახმარებლად არაფერი გაუკეთებია, რაც ხელშეკრულების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა. ტრაქტატის მიხედვით, საქართველოს მტერი, ავტომატურად რუსეთის მტრად ცხადდებოდა. ტრაქტატის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში ჩაწერილი იყო: "ერთა მის სამეფოისათა შეჰრაცხს ყოფად მჭირსითა კავშირითა, სრულებით თანახმად იმპერისა თანა თვისასა, მაშასადამე, მტერთაცა მათთა შეჰრაცხს მტრად თვისისა." 1798 წლის 11 იანვატს მეფე ერეკლე გარდაიცვალა. მიუხედავად საკუთარი გამჭრიახობისა, მან არეული ქვეყანა დატოვა. ქაოსი სუფევდა როგორც შიდა და საგარეო პოლიტიკაში, ასევე მეფის ტახტზე. მეფეს აჯანყებული თავადები მტრის მხარეს გადავიდნენ და ლეკებს ხელმძღვანელობდნენ, ავიწროვებდნენ გლეხებსა და წვრილვაჭრებს. შიდა ტახტზე არსებულ სიტუაციას ართულებდა ის ფაქტი, რომ მეფე ერეკლეს შვილები სხვადასხვა დედისგან ჰყავდა. მიუხედავად გართულებული პროცესებისა ტახტზე გიორგი მეფე ავიდა, რომელიც იმდენად დაუძლურებული იყო, რომ ქვეყნის მართვა არ შეეძლო. მან დასაწყისშივე მოახსენა რუსეთის "ხელმძღვანელ" პავლე I-ს გამეფების შესახებ. იმპერატორმა მას მულოცა, თუმცა წერილშივე შეახსენა 1783 წლის ტრაქტატის ამბავი. 1799 წლის დასასრულს, ქართლ-კახეთის სამეფო ჯერ კიდევ ძველი სტატუსით არსებობდა, ხელშეკრულების თანახმად ქვეყანა სრულიად დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი სუვერენიტეტი ნელ-ნელა ილახებოდა. დაავადებული და ავადმყოფი გიორგი მე-12 გზავნის პეტერბურგში გიორგი ავალიშვილს, ელიზბარ ფალავანდიშვილს და გარსევან ჭავჭავაძეს მოსალაპარაკებლად. ამ პირებმა შეიმუშავეს ნოტა "სათხოვართა პუნქტები", თუმცა ამის მიუხედავად, გიორგი მეფეს ტახტი უნდა შენარჩუნებოდა. ამ სანათხოვრო პუნქტების წარდგენამდე ორი დღით ადრე რუსეთის იმპერატორს გენ კნორგინსმა მიწერა : "საქართველო რუსეთის დაქვემდებარებაში სულ მალე გადმოვა, მას შემდეგ რაც მეფე გიორგი გარდაიცვლება, ამიტომ დაზუსტებით მითხარი, რა რაოდენობის ჯარი უნდა გავგზავნო კავკასიაში", რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო "მეფის გრდაცვალების თანავე მისწერე წერილი, რომ ჩემი ნებართვის გარეშე ტახტზე არავინ აიყვანონ. ამის შემდეგ, კნორგენს გაეგზავნა მანიფესტი, რომელიც მას მეფის გარდაცვალების დღეს უნდა გამოექვეყნებინა, ამ მანიფესტში წერია, რომ საქართველო მთლიანად რუსეთის შემადგენლობაში შედის, თუმცა გამოქვეყნებისა და ვადაში შესვლას გიორგი მეფემ დაასწრო და გარდაიცვალა. ამის შემდეგ, იმპერატორის სურვილით, ტახტზე ადის მეფე დავითი, მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "უმაღლესი ბრძანებით მე ვუახლოვდები საქართველოს ტახტს მემკვიდრეობით, როგორც მისი მმართველი და რადგანაც საჭირო იყო ეს მეცნობებია ჩემი ხალხისთვის, ამით ვაცხადებ, რომ მე მივიღე სამემკვიდრო ტახტის გამგებლობა". როდესაც იმპერატორი ალექსანდრე I ტახტზე ავიდა, საქართველო ფორმალურად შეერთებული იყო რუსეთთან, ამის შემდეგ, მალევე, 8 აგვისტოს განსაკუთრებული თათბირის დასკვნით სხდომაზე მოთათბირეთა უმრავლესობამ დაადასტურა საქართველოს შეერთების მიზანშეწონილობა, რის შემდეგაც, საქართველომ მთლიანად დაკარგა დამოუკიდებლობა და განუდგა გზას, რომელზეც, რომ არა კონკრეტულ ადამიანთა თავგანწირვა, დაიკარგბოდა ენაც, სარწმუნოებაც და ყველა ის ფასეულობა და ღირებულება, რომელსაც საქართველო თავის თავში მოიაზრებს და ისტორიულად იცავს.
0