სად წავიდეთ შაბათ-კვირას, როცა გვცხელა

0
15 ივ­ნი­სი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდა ტუ­რიზ­მი გა­იხ­სნა და შე­სა­ბა­მი­სად, სამ­თვი­ა­ნი "დარ­ჩი სახ­ლში"-ს შემ­დეგ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ნატ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. მათ­თვის, ვინც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო დიდი ხნით ვერ ახერ­ხებს ქა­ლა­ქი­დან გას­ვლას, თა­ნაც იაფი და სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ტვირ­თვა სურს შა­ბათ-კვი­რას, სა­ლაშ­ქრო ტუ­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია AMBEBI.GE გა­მოც­დილ მო­ლაშ­ქრე­ებს ესა­უბ­რა და მათ ჰკი­თხა, რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ურ­ჩე­ვენ ისი­ნი დე­და­ქა­ლაქთან ახ­ლოს ლაშ­ქრო­ბა­ში წას­ვლის მსურ­ვე­ლებს. მო­ლაშ­ქრე­თა კლუ­ბი "იე­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, და­ვით ცა­ბოშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა ად­გი­ლი თბი­ლი­სი­დან მაქ­სი­მუმ 30-45 წუ­თის სა­ვალ­ზეა. - ლაშ­ქრო­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ, მარ­შრუ­ტი ვა­კის პარ­კი­დან მთაწ­მინ­დის პარ­კამ­დე გა­ი­ა­რონ, ჭი­ლის ტბა­ზე წა­ვიდ­ნენ, ასე­ვე, ზე­და­ზენ­ზე, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი სა­ბავ­შვო ცენ­ტრია გა­კე­თე­ბუ­ლი. ვა­რი­ან­ტე­ბად შე­უძ­ლი­ათ, გა­ნი­ხი­ლონ არ­მა­ზის ციხე, კო­ჯორ­ში კო­ჯრის ციხე და ა.შ. ძა­ლი­ან ბევ­რი მარ­შრუ­ტია, რო­მე­ლიც ძვი­რი არ ჯდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი თით­ქმის უფა­სოა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის და სხვა მი­ნი­მა­ლუ­რი ხარ­ჯია. ეს ად­გი­ლე­ბი იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ უმე­ტე­სად, ის­ტო­რი­უ­ლია, კარ­გი ბუ­ნე­ბაა, სიგ­რი­ლე, შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნე­ბი თბი­ლი­სის სი­ცხეს გას­ცდე­ბი­ან და გა­ნიტ­ვირ­თე­ბი­ან. სა­ბავ­შვო ქა­ლა­ქი ზე­და­ზენ­ზე (თბი­ლი­სი­დან მაქ­სი­მუმ 45 წუ­თის სა­ვალ­ზე) უფრო რომ და­გი­კონ­კრე­ტოთ, ზე­და­ზენ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლია "მო­კო­ლენ­დი", რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, ბავ­შვებ­ზეა გათ­ვლი­ლი, არის სა­ქა­ნე­ლე­ბი და ა.შ. იქვე - მცი­რე ზო­მის თავ­შე­სა­ფა­რია, წყა­ლი, სა­ბა­ნა­კე ად­გი­ლი, გზას­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა, ასე რომ, ფე­ხით სა­ვა­ლიც არ არის ბევ­რი და იქ წას­ვლა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. ამას გარ­და, ად­გილ­ზე სიგ­რი­ლეა და ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან კარ­გა­დაა მო­წყო­ბი­ლი, რაც თბი­ლის­ში გვაკ­ლია. არ­მა­ზის ციხე (თბი­ლი­სი­დან მაქ­სი­მუმ 45 წუ­თის სა­ვალ­ზე) არ­მა­ზის ცი­ხის ბი­ლიკ­ზე ორი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლია - ღვთის­მშობ­ლის დე­და­თა მო­ნას­ტე­რი და თა­ვად არ­მა­ზის ციხე. ეს ის­ტო­რი­უ­ლად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნაკ­ვე­თია, რად­გან სწო­რედ ამ ად­გი­ლას იდგა კერ­პე­ბი - გაცი და გა (გა­ი­მი). არის პა­ტა­რა მდი­ნა­რე, სიგ­რი­ლე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზი­დან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა, ფე­ხით სა­ვა­ლი სულ რა­ღაც 4 კი­ლო­მეტ­რია, შე­სა­ბა­მი­სად, დამ­წყებ მო­ლაშ­ქრე­ებს სწო­რედ აქ შე­უძ­ლი­ათ წას­ვლა. მდი­ნა­რეს­თან ახ­ლოს ძა­ლი­ან კარ­გი სა­ბა­ნა­კე ად­გი­ლე­ბია, გაშ­ლი­ლი ვე­ლე­ბი, მო­წყო­ბი­ლია სა­ცე­ცხლუ­რე­ბი, არც შე­შის პრობ­ლე­მაა. ერთი სი­ტყვით, შა­ბათ-კვი­რის გან­ტვირ­თვის­თვის, პიკ­ნი­კის მო­წყო­ბი­სა თუ და­ბა­ნა­კე­ბის­თვის, ძა­ლი­ან კარ­გი ად­გი­ლია. ჭი­ლის ტბა (თბი­ლი­სი­დან 20 კი­ლო­მეტრში) ეს ტბა თბი­ლის­თან ახ­ლო­საა, მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ოს ზე­მოთ. მდე­ბა­რე­ობს ზღვის დო­ნი­დან 1130 მეტრზე, გა­მო­ირ­ჩე­ვა ძა­ლი­ან კარ­გი ხე­დით. სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბაა, ულა­მა­ზე­სი ხედი თბი­ლის­ზე, რი­თიც ეს ად­გი­ლი ამით დიდ პლუსს იწერს. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა მწე­რე­ბია - ძა­ლი­ან ბევრ მწერს შეხ­ვდე­ბით, რად­გან ტბა ჭა­ო­ბის სა­ხი­თაა. კი­თხვა­ზე, რო­გორ უნდა მო­ემ­ზა­დონ ლაშ­ქრო­ბის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თვი­საც ეს არა­კომ­ფორ­ტულ დას­ვე­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, და­ვით ცა­ბოშ­ვი­ლი გვა­სუ­ხობს: - ის, რომ, ლაშ­ქრო­ბა პრობ­ლე­მუ­რი და არა­კომ­ფორ­ტუ­ლია, მი­თია. შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი ლაშ­ქრო­ბა­ში ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლა­დაც იყოს, კა­რავ­ში და­ძი­ნე­ბა საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლია და თუ სა­ჭი­რო და კარ­გი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გვექ­ნე­ბა, დღე­ებს საკ­მა­ოდ მოს­ვე­ნე­ბუ­ლად გა­ვა­ტა­რებთ. პირ­ველ რიგ­ში, უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, რომ კომ­ფორ­ტუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სი კა­რა­ვი და გა­სა­ბე­რი ლე­ი­ბი გვქონ­დეს - ეს უკა­ნას­კნე­ლი რბი­ლად და­ძი­ნე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. სხვა და­ნარ­ჩე­ნი წვრილ­მა­ნია, რად­გან ლაშ­ქრო­ბა­ში იმი­ტომ მივ­დი­ვართ, რომ ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლოს ვი­ყოთ, კა­რა­ვი კი სწო­რედ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მარ­შრუ­ტია მამ­კო­და-ზე­დაზ­ნის ბი­ლი­კი, რო­მე­ლიც მარ­კი­რე­ბუ­ლია და გზის არე­ვის შან­სი ნუ­ლის ტო­ლია. (ბი­ლი­კი იწყე­ბა სოფ. მამ­კო­დი­დან, გა­ივ­ლის ვე­ჯი­ნის ხე­ო­ბას და მი­ე­მარ­თე­ბა დიდ­ვე­ლი­სა­კენ (ზ.დ.1440 მ), სა­დაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხე­დე­ბი და თვალ­წარმ­ტა­ცი მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფა­რი გვხვდე­ბა. დიდ­ვე­ლი­დან იშ­ლე­ბა თბი­ლი­სის შე­მო­გა­რე­ნის, მდ. მტკვრის კა­ლა­პო­ტი­სა და ტყის პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი, ავტ) პლა­ნე­ტა ჯა­ვა­ხე­თი - ასე შე­ვარ­ქვით აბულ-სამ­სა­რის ვულ­კა­ნურ პლა­ტოს, რო­მე­ლიც მარსს უფრო ჰგავს, ვიდ­რე დე­და­მი­წას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას ნაკ­ლე­ბად სწყა­ლო­ბენ მო­ლაშ­ქრე­ე­ბი, არა­და, აქ უამ­რა­ვი საკ­ვირ­ვე­ლი ამ­ბის მოს­მე­ნა და აღ­მო­ჩე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, და­წყე­ბუ­ლი ციკ­ლო­პუ­რი (მე­გა­ლი­თუ­რი) ცი­ხე­ე­ბი­თა და მე­ნ­ჰი­რე­ბით (ვერ­ტი­კა­ლუ­რად მდგა­რი ლოდი, რომ­ლის სი­მაღ­ლე ზოგ­ჯერ 20 მეტრს აღ­წევს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მაქ­სი­მუმ 4 მ. სი­მაღ­ლის გვხვდე­ბა), გა­მორ­ჩე­უ­ლი და უნი­კა­ლუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლი. კი­დევ ერთი კარ­გი მი­მარ­თუ­ლე­ბაა არატ­რა­დი­ცი­უ­ლი მან­გლი­სი. ალ­გე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ბი­ლი­კე­ბი, სა­დაც ასე­ვე მარ­კი­რე­ბუ­ლი ბი­ლი­კე­ბი, სიმწვა­ნე და სიგ­რი­ლე დაგ­ხვდე­ბათ, ხე­დე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არც აქა­უ­რო­ბა უჩი­ვის. ნუცა ცქი­მა­ნა­უ­რი ახალ­გაზ­რდა დე­დაა და მა­თაც აძ­ლევს რჩე­ვებს, ვი­საც მოგ­ზა­უ­რო­ბა ოჯა­ხებ­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად ურ­ჩევ­ნი­ათ. "ბულ­ბუ­ლე­ბის ჭალა" კუს ტბის მიმ­დე­ბა­რედ - აქ შეხ­ვდე­ბით მარ­ტივ და სა­ინ­ტე­რე­სო რე­ლი­ეფს, ხე­დებს თბი­ლის­ზე და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­რო­ვან შე­რე­ულ ტყეს. ფაქ­ტობ­რი­ვად, თბი­ლი­სი­დან გა­დი­ხარ, მაგ­რამ ამა­ვე დროს თბი­ლის­ში რჩე­ბი. ჯამ­ში, გა­სავ­ლე­ლი მან­ძი­ლი 4 კმ-ია; ერ­თდღი­ა­ნი ლაშ­ქრო­ბის­თვის კარ­გი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა, კერ­ძოდ, არაგ­ვის ხე­ო­ბა, მთი­უ­ლე­თი. სო­ფელ ჩინთთან შე­იძ­ლე­ბა კარ­გი სა­ჭყუმ­პა­ლაო ად­გი­ლე­ბის მო­ძებ­ნა მდი­ნა­რე­ზე, სა­ღა­მოს კი გემ­რი­ე­ლი მთი­უ­ლუ­რი ხინ­კლის გა­სინ­ჯვა; ფშა­ვის არაგ­ვის ხე­ო­ბა - ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა პა­ტა­რე­ბის­თვის. თბი­ლი­სი­დან 100 კმ-ითაა და­შო­რე­ბუ­ლი. კარ­გი სა­ბა­ნა­კე ად­გი­ლე­ბის გარ­და, სო­ფელ კორ­შა­ში სა­ნა­ხა­ვია არა­ბუ­ლე­ბის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო, სა­დაც უგემ­რი­ე­ლე­სი კე­ცე­უ­ლე­ბი და ხინ­კა­ლი აქვთ, მის მოხ­ვე­ვა­ში კი ბავ­შვებ­საც შე­უძ­ლი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. იქ­ვეა კოშკში მდე­ბა­რე პა­ტა­რა ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი, რო­მე­ლიც სავ­სეა ათას­ნა­ი­რი ია­რა­ღით და ხევ­სუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სი­თა და ნივ­თე­ბით. მო­ლაშ­ქრე და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის ნუცა ცქი­მა­ნა­უ­რი ფა­სე­ბის სა­კი­თხსაც ეხე­ბა და ხაზს უს­ვამს, რომ პან­დე­მი­ის შემ­დეგ ხარ­ჯე­ბი შე­საძ­ლოა, წინა პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, გაზ­რდი­ლი იყოს. - რა­საც და­ვაკ­ვირ­დი, ფა­სე­ბი 20-30%-ით გაზ­რდი­ლია კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე, რაც მოგ­ზა­უ­რო­ბის ბი­უ­ჯეტს ზრდის. სა­შუ­ა­ლოდ კი, ერთი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ღა­მის­თე­ვით, კვე­ბი­თა და აქ­ტი­ვო­ბე­ბით 70-120 ლარი ჯდე­ბა, რაც ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: მან­ძი­ლი, ღა­მის გა­სა­თე­ვი, ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ტრან­სპორ­ტი და ა.შ. მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და ეკო­ტუ­რიზ­მზე, უმე­ტე­სად კი ე.წ. სოფ­ლის ტუ­რიზ­მზე, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რივ, არა­გაპ­რან­ჭულ სოფ­ლის გა­რე­მო­ში შე­ეძ­ლე­ბათ ბავ­შვებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა და ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის მირ­თმე­ვა. უფრო აქ­ტი­უ­რებ­სა და ექ­სტრე­მა­ლუ­რი გან­ცდე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ცხე­ნოს­ნო­ბით, ჯო­მარ­დო­ბით ან პა­რაგ­ლა­ი­დინ­გი­თაც და­კავ­დნენ. პან­დე­მი­ამ ყვე­ლას ბი­უ­ჯეტს მო­უ­ჭი­რა ხელი, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი აქვს, თუმ­ცა ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა - ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ აქაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სავ­ლის მო­ძებ­ნა. ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტი კარ­ვით მოგ­ზა­უ­რო­ბაა, რაც ჩემ გარ­შე­მო დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი, ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ბა­ნა­კე ად­გი­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი პა­ტა­რა კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი კო­ტე­ჯე­ბია, სა­დაც სა­დი­ლის შეკ­ვე­თა­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი" - გვე­უბ­ნე­ბა გიდი.
0