გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

0
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. სამუშაოები 2 ეტაპად განახორციელა. პირველი ეტაპი ელათის მონასტერთან ვიზიტორთა ცენტრის, საპირფარეშოს, ავტოსადგომის და წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა. შემდეგ კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზირებულ საყრდენ კედელს. მოეწყო მანიშნებლები, ბორდიურები, ღობე და ავტოსადგომისთვის გარე განათება. მოასფალტდა ტაძრამდე მისასვლელი 600-მეტრიანი გზა. ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სულ 1.6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. გელათი
kutaisidaily
0