პირბადე, რომელიც ღიმილს არ ფარავს

0
ჯერ კიდევ გვიწევს პანდემიასთან ერთად ცხოვრება და რაც მეტი დრო გადის, მეტად გვჭირდება თავდაცვა. პირბადე ყოველდღიურობის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო აქსესუარი გახდა. სამწუხაროდ პირბადე ადამიანის სახის ნახევარს ფარავს და შედეგად რიგ უსიამოვნო პრობლემებს ვაწყდებით. პირბადის გამო გართულდა პირადი კონტაქტიც. დღითი-დღე ინტერნეტში უახლესი საინტერეო გამოგონები გვხვდება, ერთ-ერთია ეს ‘გამჭირვალე პირბადე’
LEAF mask ?- ასე უწოდეს ამ ახალ საინტერესო პროდუქტს. ნიღაბი აბსოლუტურად იცავს ვირუსისგან, მრავალჯერადია და სახის ნაკვთებსაც არ მალავს.
LEAF ის დიზაინმა უამრავი პრობლემა მოხსნა. გამჭირვალობის დახმარებით ადამიანები შეძლებენ უპრობლემოდ იკონტაქტონ, დაინახონ ერთმანეთის ღიმილი და უსაფრთხოდ ისაუბრონ.
ყველაზე კარგი ისაა, რომ ნიღაბი ამავდროულად კომფორტულიცაა, სამედიცინო სილიკონის წყალობით, სახესაც არ აღიზიანებს, გათვლილია დიდხანს გამოყენებაზე. ასევე არ იორთქლება. ვარაუდობენ, რომ შეიძლება სმარტფონის სახის ამომცნობის ბარიერიც გაიაროს და საჭირო აღარ გახდეს face id-სთვის პირბადის მოშორება-გაკეთება ✨
ზომებიც სხვადასხვა შექმნეს ბავშვებისთვის და მოზარდებისთვისაც Designer: ASV DESIGNS
ნიღბები უკვე შემოვიდა გაყიდვაში და 61$-ამდე ღირს. წყარო: Yanko design
#დიზაინი
#კარგიდიზაინი
#თანამედროვე
#სიახლე
#გამოგონება
#ახალიამბები
#ვირუსი
#კორონავირუსი
#კორონა
#კორონაწავამალე
#კორონასწინააღმდეგ
#თავდაცვა
#პირბადე
0