6 votes
0 comments
0 shares
Save
4 views
Mate Chapichadze
Kutaisi · 1 year ago

კესო მადლობა !


Mate Chapichadze
Kutaisi · 1 year ago
Similar Posts
Mate Chapichadze
Kutaisi · 4 weeks ago
ნეტა რისი დაპოსტვა მინდოდა ?!
მომენტი როცა რარაცის დასაწერად შემოხვედი მაგრამ დაგავიწყდა
Mate Chapichadze
Kutaisi · 4 weeks ago
მოგუდული ფესტივალი ლეჩხუმში
ღვინო ჰქონიათ ღვინის უნახავს გაგხდის!! კახელებს ვუთხარი ერთხელ კაი ღვინო გაქვთ მარა ჩვენსას ვერ მიედრებათქო და ეწყინათ. არადა მარტლა კაი ღვინოა განსაკუთრებით ტვიშის ცოლიკაური საოცრება პირდაპირ, შარშან კილოგრამი 12 ლარი ღირდა. თუ ასე გაგრძელდა ვენახებს ბადეს გადაავლებენ და ფაქტიურად 100 % იანი მოსავლიანობა გარანტირებული აქვთ.#კაიღვინოკაია
Mate Chapichadze
Kutaisi · 1 month ago
სისტემა
ადამიანების უმეტესობა სისტემას იმდენად ეთანხმება, რომ შეკითხვასაც არ სვამს, სისტემას მართავს პოლარიზებული პარტიული რეჟიმი, რომელიც მოქმედებს საკუთარ ინტერესებზე მორგებული დღის წესრიგით, რომელსაც აჯერებს საზოგადოებას "თავის სიმართლეს", ამიტომ არ ისმება საჭირო შეკითხვები სისტემაზე, როგორ არის მოწყობილი პოლიტიკური ეკონომიკური ჯანდაცვის განათლების სისტემა. საზოგადოება უფრო პირადი რუტინული თემებით არის დაკავებული და ნაკლებად აქტიურობს ამ საკითხების მიმართ ან აქტიურობს იმპულსურად ემოციურად წინასწარ ნაკარნახევი სცენარით. შეიძლება თქვა რომ დიდი რაოდენობა ჩვენი მოსახლეობის მასლოუს პირველ საფეხურზეა შესაბამისად ნუ მოვთხოვთ სისტემებზე და მაღალ მატერიეზე ყურადღების გამახვილებას. თუმცა ამ საზოგადოების წარმომადგენლებმა ფულიც რომ იშოვონ და ბევრია ასეთი ვინც ამოძვრა სიღარიბისგან ღირებულებით ნაწილზე მაინც არ ფიქრობს ან იშვიათად ფიქრობს. ეს მართლა ცალკე თავის ტკივილია როგორ საიდან უნდა დაიწყო რომ საზოგადოებას ღირებულებები აკიდო სკოლიდან ?! თუმცა ფაქტი ერთია დღეს საზოგადოება არ არის კონსოლიდირებული ერთიანი იგი დაიყო კლასტერებად და ყველა თავისი პოლიტიკის სხვებზე გავრცელებას და გადაფარვას ცდილობს აქ სად არის კონსესუსის ადგილი არ ვიცი, ვფიქრობ ახლა გავდივართ ყველაზე რთულ ეტაპს აქამდე ჩვენი საზოგადოება იყო ერთფეროვანი საბჭოთა წარუსლიდან გამომდინარე, ახლა კიდე ღირებულებით თუ ფსევდო ღირებულებით შეიარაღებულები სხვადასხვა პოლუსზე აღმოვჩნდით. სოციოლოგია მეცნიერება რომელიც სკოლაში უნდა ისწავლებოდეს იმისათვის რომ მიხვდეს როგორ არის მოწყობილი სახოგადოება და სად მიგიჩინა ადგილი სისტემამ სად ხარ როგორია შენი ღირებულებითი ვექტორი, გენდერიც აქედან უნდა ისწავლებოდეს, 10 წელი ვერ გავიგე რა იყო და რატომ გვტენიდნენ ამ საკითხს საზღვარგარეთიდან, ეს მეცნიერება ამბობს რომ ქალი ხარ თუ კაცი ხარ შენი როლი დიდი ხნის წინ არის დაწერილი და თუ არ დაეთანხმები გახდები ჰომოსაკერი. ჩემი სურვილია რაც შეიძლება მეტმა ადმიანმა იფიქროს ამ თემაზე ჩვენს გეოგრაფიულ არეალში, არ მგონია რომ ეს ხელს გვიშლიდეს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, პირიქით.
Mate Chapichadze
Kutaisi · 1 month ago
გილოცავთ დამოუკიდებლობას
ჩვენ ნამდვილად გჭირდება დამოუკიდებლობა, უფროს სწორად როგორც კოსტავამ თქვა ქვეყანასთან ერთად ხალხმაც უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა, ეს ორი თითქოს ერთი და იგივე რამ არის თუმცა არის განხსვავება. რატომ ვულოცავთ ამ დღეს მოქალაქეებით ერთმანეთს და რას ვეუბებით ? ხომ არ ვეუბნებით იმას რომ: ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენვე უნდა მოვუაროთ, ის რომ ამ კონკრეტულ გეორგრაფიულ არიალში მცხოვრებმა მულტიკურლტურულმა ერთობამ რომელიც ხასითდება უამრავი თავისებურებებით მივაღწიეთ საერთო შეთანხმებას და განვსახღვრეთ ერთად ცხოვრების ძირითადი პრინციპები თუნდაც კონსტიტუციის სახით ? ხომ არ ვულოცავთ იმას რომ ჩვენ რიგით მოქალაქეებს საუკუნეების განმავლობაში არ გვეძლეოდა საშუალება რომ ჩართული ვყოფილიყავით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ჩვენივე საქმე ჩვენ გვემართა ? მიუხედავად იმისა რომ ახლაც გვიჭირს ეს ამბავი იმიტომ რომ წარსული გამოცდილება წესად გვექცა. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება რომელიც მიმართული იქნება იმისკენ რომ რა მნიშვნელობას ვძენთ იმას რასაც ვულოცავთ.
Mate Chapichadze
Kutaisi · 1 month ago
ქუთაისი ქალაქია ?!
მთელი "ფეისბურგი" ღლიცინებს ქუთაისის საიმიჯო კლიპზე და სლოგანზე, მე პირადად კლიპი მომეწონა, სლოგანი ისე რა, კარგად არ მოხვდა ყურს მაგრამ ამდენი ღლიცინი რავიცი რავიცი.. ჩვენ რომ ყველაფერი "უ" ვიცით ფაქტია ღლიცინიც "უ"სარგებლო აბა ამას კრიტიკა არ ქვია, ადგილობრივ ხელისუფლებას თავიანთი ცოდვები ეყოფა... ყველა ტურისტული ქალაქი ბრენდიტებულია ბათუმმა იმხელა ფული გადაიხადა ამ საქმეში და ჩვენ ვიღაცამ გაცილებით ნაკლებად (ჯიგრულად, უფასოდაც შეიძლებოდა ალბათ) გაგვიკეთა და ატყდა ღრიანცელი, სერიოზული კრიტიკაც არ შეგვიძლია. რომ ვაკვირდები ღლიცინი ყველას კარგად გამოგვდის მაგრამ საფუძვლიანი კრიტ რომელსაც ერთ საჯარო გამოსვლაში მარგინალებად გვქცხადებენ (იმ ხალხსაც ვისაც რაღაცის შეცვლა გვინდა ამ ქვეყანაში) საჯარო მოხელეები თავიანთი ჯადოსნური მესიჯებით, რომელიც რატომღაც ამომრჩეველთა დიდ ნაწილს კარგად ესმით რომლებიც არჩევნებზე მიდიან და ხმას აძლევენ ერთ პარტიას და რა გამოდის? ღილიცნს ვერავის ავუკრძავთ უბრალოდ დროა მეთოდები შევცვალოთ.
Mate Chapichadze
Kutaisi · 1 month ago
Nobady Will and nobady can stop this technology revolution
ადამიანებს გვეშიანია რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში დავკარგავთ ბევრ სამუშაო ადგილს, თუმცა რატომღაც არ ვფიქრობთ იმაზე რომ შეიძლება ორმაგი ახალი სამუშაო ადგილები შექმნას :) ასე რომ Dont't worry people !!!
Mate Chapichadze
Kutaisi · 2 months ago
ჩემმა ერთმა მეგობარმა პოლიტიკურ პოსტებს რატო წერო?🤔 ვკითხე რომელია არაპოლიტიკურითქო და ვერ ამიხსნა არგუმენტირებულად, ყველაფერი პოლიტიკაა ინსტაგრამზე საგულდაგულოდ შერჩეული ფოტოც კი 👌
Mate Chapichadze
Kutaisi · 7 months ago
#სამოქალაქო #აქტივიზმი
Mate Chapichadze
Kutaisi · 4 months ago
ქუთაისის ნაცრისფერ ცხოვრებაზე მინდოდა დამეწერა რამე, ეს ქალაქი ყოველთვის იყო ცნობილი როკით და დღესაც კარგი ჯგუფები გვყავს, კარგი იქნება თუ მუნიციპალურად მოხდება მათი წახალისება და მოიმატებს კონცერტების რაოდენობა თორე ვერაფრით ერთობა ხალხი, კარგია რომ 2 კლუბი გვაქვს და ნელნელა ფეხს იკიდებს კლუბური ცხოვრება, ქალაქი ნელნელა ზაოდი კრაოტის რეჟიმიდან გამოდის, მაგრამ მეტია გასაკეთებელი რომ ადგილზე დავიხარჯოთ და თავს მოვატყუოთ რომ მაგარ პონტში ვართ 😁
Mate Chapichadze
Kutaisi · 5 months ago
ღონისძიების დამატება ნამდვილად მოსახერხებელი ფუნქციაა 😊 respect feedc_ის გუნდს