11 იანვარი

12
🌛🌛🌛მთვარის მეცხრე დღე, მეორე ფაზა.🌗🌗

11 იანვარს დაბადებულები

11 იანვარს დაბადებულები ძალზე მგრძნობიარენი და დაუცველები, მერყევი და გულდახურული არიან. ისინი ემოციურები არიან, მაგრამ ეს თვისება ნევროზულობის შეფერილობას იღებს. შეიძლება გამუდმებული შფოთვის, განგაშის, განცდების მდგომარეობაში იყვნენ, სადღაც ეჩქარებოდეთ, სულ რაღაცას აკეთებდნენ. არ შეუძლიათ დასვენება და ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. მათ ცხოვრებაში ხშირი იქნება ნერვული შეტევები, თუ ცხოვრების წესს არ მოაწესრიგებენ და სამუშაოსა და დასვენებას ერთმანეთს არ შეუთავსებენ; წინააღმდეგ შემთხვევაში ემოციური გამოფიტვა გარდაუვალია. ამ ადამიანებს რთული კარმა აქვთ და კარმას ისინი დედამიწაზე საუკეთესო სულიერი თვისებებით - სიკეთითა და თავმდაბლობით „გამოიმუშავებენ".
11 იანვარს დაბადებულებს ერთი ძალზე მნიშვნელოვანი თვისება აქვთ - ზუსტად აფასებენ გარშემომყოფ ადამიანებს, მოვლენებს. აწონილ-დაწონილი შეფასებისთვის არცთუ დიდი დრო სჭირდებათ. ისინი დიდი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან და აქვთ ძლიერი ნებისყოფა. თავიანთ მთავარ კოზირად მიუკერძოებლობასა და რეალიზმს მიიჩნევენ; თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხოვრებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ დღეს დაბადებულებისთვის საფუძვლად მათივე საკუთარი პრინციპები უდევს, მათი ობიექტურობა ეჭვს ბადებს. და ის, ვინც თავისი კრიტერიუმების, შეფასებების, მოლოდინების ქსელიდან თავს დააღწევს, მზადაა უმაღლესი მართლმსაჯული გახდეს.

11 იანვარს დაბადებულები :

უილიამ ჯეიმსი, ამერიკელი ფილოსოფისი, ფილისოფიის მამა.
“ჩემი თაობის უდიდესი აღმოჩენა ის არის, რომ ადამიანს შეუძლია შეცვალოს თავისი ცხოვრება დამოკიდებულების შეცვლით.” 
”როდესაც ორი ადამიანი შეხვდება, იქ ნამდვილად ექვსი ადამიანი იმყოფება. თითოეული ადამიანი არსებობს, როგორც ხედავს საკუთარ თავს, თითოეული ადამიანი, როგორც სხვა ადამიანი ხედავს მას და თითოეული ადამიანი, როგორც ის არის სინამდვილეში. ” 

11 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

ღირსი თადეოზ აღმსარებელის ხსენების დღეს, თეოდორე სტუდიელის მოწაფე, ლეონ V-ის (813-820) მეფობაში ეწამა ხატთა თაყვანისცემისთვის. ხატმბრძოლთა ზეობის ჟამს იგი სამსჯავროზე წარადგინეს. მწვალებლებმა, რომლებიც აბუჩად იგდებდნენ ნეტარს, მაცხოვრის ხატი მიწაზე დადეს, შემდეგ კი მისცვივდნენ უფლის რჩეულს და ძალადობით ხატზე ფეხი დაადგმევინეს. ამის შემდეგ მსაჯულმა თქვა: „შენ ქრისტეს ხატი გათელე, ახლა - შემოგვიერთდი“. მაგრამ წმიდა თადეოზმა ახოვნად უპასუხა, თაყვანს ვსცემ და სიყვარულით ვემთხვევი მაცხოვრის წმიდა ხატს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მასზე ფეხის დადგმა კი ცოდვად არ შემერაცხებაო და შეაჩვენა ხატმბრძოლთა უსჯულოება. ამისთვის უფლის რჩეული სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი მიწაზე ათრიეს და ცოცხალ-მკვდარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს. ერთმა ქრისტიანმა წმიდანი შინ მიიყვანა. ნეტარმა თადეოზმა კიდევ სამი დღე იცოცხლა, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა.

დღის საკითხავი

ერთხელ, ერთი პატივსაცემი მოქალაქე მივიდა მეფე სოლომონთან, რომელიც ტბაში მოცურავე თევზების ყურებით ტკბებოდა, და უთხრა:
— მეფეო დაბნეული ვარ! ჩემი ყოველი დღე, წინა დღეს ჰგავს, ერთმანეთისგან აისს და დაისს ვეღარ ვარჩევ, ბედნიერების შეგრძნება დავკარგე.               მეფე დაფიქრდა და უთხრა:— ბევრი ინატრებდა შენს ადგილზე ყოფნას, შენი სახლის ფლობას, შენი ბაღის და სიმდიდრის ქონას. და შემდეგ, ჰკითხა:— ნუთუ რაიმე სურვილი არ გაქვს? რამეზე ოცნებობ?— მე ადრე, მონობიდან გათავისუფლებაზე ვოცნებობდი. შემდეგ, ვოცნებობდი, რომ ჩემს ვაჭრობას შემოსავალი მოეტანა. ახლა კი, აღარ ვიცი, რაზე ვიოცნებო.— ადამიანი, რომელსაც ოცნება არა აქვს, ამ ტბაში მოცურავე თევზებს ჰგავს, რომლებისთვისაც ყველა დღე ერთნაირია. ისინი განთიადს ბინდისგან ვერ არჩევენ და არასოდეს არიან ბედნიერები. – უთხრა სოლომონმა და დაამატა:— მაგრამ, თევზებისგან განსხვავებით, შენ თავად ჩაკეტე შენი თავი ტბაში. თუ შენს ცხოვრებაში დიდი და სასიკეთო მიზანი არ არის, უმიზნოდ იხეტიალებ საკუთარ სახლში და გარდაცვალების წინ, მიხვდები, რომ სულ ტყუილად გიცხოვრია. თუ მიზანი გაქვს, ყოველთვის, როდესაც ნაბიჯს გადადგავ, გეცოდინება, მიგაახლოვა მან შენს მიზანთან თუ პირიქით, მისგან დაგაშორა. და ეს, აზარტს შესძენს შენს ცხოვრებას, მისდამი ვნებას გაგიჩენს. დახმარებისთვის მოსულმა, კოპები შეკრა და წარმოსთქვა:— ნიშნავს, თუ არა ეს, რომ ყოველთვის, როდესაც ერთ მიზანს მივაღწევ, შემდეგი მიზანი უნდა დავისახო და ყოველთვის, როდესაც ჩემი ოცნება შესრულდება, უფრო დიდ რაღაცაზე უნდა ვიოცნებო?.. და ამ ოცნებების ასრულების გზების ძიებაში, ვპოვებ ბედნიერებას?— დიახ, ასეა! – უპასყხა მეფემ.

ტიბეტური ელექსირი :

საუკეთესოა მათთვის, ვისაც ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება სურს.              შეგიძლიათ ახალგაზრდობის ელიქსირიც უწოდოთ.  
რეცეპტი: აიღეთ 300 გრ ნიორი და 1 კგ ლიმონი. დახეხეთ ლიმონი კანიანად ნიორთან ერთად. მიღებულ მასას დაასხით 1, 5 ლ ცხელი წყალი. ნარევი გააჩერეთ ცეცხლზე 14-15 წუთით. შემდეგ გადმოდგით ჯამი ცეცხლიდან და გააჩერეთ გაცივებამდე. მიღებული წამალი ჯობს შეინახოთ შუშის ქილაში.  
მიღების წესები: ყოველ დილით მიიღეთ 50 მილიგრამი 20 დღის განმავლობაში, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.                    
შემდეგ გააკეთეთ 10 დღიანი შესვენება. ექსპერტების თქმით მგრძნობელობის გაუმჯობესებასწამლის მიღებიდან 20 დღეში იგრძნობთ.  
მნიშვნელოვანია: მკაცრად დაიცავით წამლის მიღების დოზა და აუცილებლად შეისვენეთ 10 დღით. ამ წამლის მიღება დაშვებულია წელიწადში არაუმეტეს ორჯერ, 6 თვიანი ინტერვალებით.

ბედნიერ დღეს გისურვებთ 💖🌟

12