შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილს, მეტსახელად "კაწროს" შსს-ში ჰკითხავენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ამ წუთებში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე "კაწროს" შინაგან საქმეთა სამინისტროში ჰკითხავენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. შსს-ში განმარტეს, რომ ის მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის გავრცელების გამო დაიბარეს გამოკითხვაზე, სადაც საუბარი იყო, რომ შაქარაშვილის საქმესთან შემხებლობა აქვს. 19 წლის შაქარაშვილის კვალი 18 ივნისს დაბადების დღის წვეულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის შემდეგ დაიკარგა და ის 4 დღის შემდეგ წყალში იპოვეს. ექპერტიზას მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დაუდგენია. უშუალოდ მისი გარდაცვალების საქმეზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა იმ ღამით მომხდარი ჩხუბის გამო 17 პირს თავისუფლება აქვს აღკვეთილი. გაიგეთ მეტი შაქარაშვილის საქმის დეტალებზე https://www.radiotavisupleba.ge/a/30714379.html #ახალი_ამბები #twitter