პირამიდები და მათი საიდუმლოება

0
დიდებული ნაგებობები, რომლებსაც არაბები , , ფარაონების მთებს" უწოდებენ, აღმოცენდა მესამე და მეოთხე დინასტიის ფარაონების დროს, ესე იგი თითქმის ოთხნახევარი ათასი წლის წინათ. უძველესი დროიდან მოყოლებული იზიდავდა იგი მოგზაურთა მრავალ თაობას და იქვევდა მათ გაოცებასა და თითქმის არაადამინურ შიშს თავისი ზომებითა და არქიტექტურით. პირამიდებზე იცოდნენ მხოლოდ ერთი რამ – ოდესღაც ისინი ინახავდნენ ეგვიპტის უძლიერესი განმგებლების მუმიებს. არავინ იცოდა როდის წარმოიშვნენ ან როგორი იყო მათი ნამდვილი ზომები. მათ შესახებ ვრცელდებოდა უმარავი, უმთავრესად ფანტასტური, ლეგენდა და გადმოცემა. მათ ფორმასა და პროპორციებში ეძებდნენ ქურუმთა ასტორნომიული ცოდნის ანარეკლს და მისტიკურ წინასწარმეტყველებასაც კი ადამიანთა მომავალი თაობების ბედის შესახებ. დღემდე არქეოლოგები 80 პირამიდას იცნობენ. მათი უმეტესობის ნაშთიღაა შემორჩენილი, რადგანაც საუკუნეთა განმავლობაში ისინი სამშენებლო მასალის გამოულევი მარაგი იყო ახლოს მცხოვრები ფელახებისათვის. აღსანიშნავია, რომ ფარაონები პირამიდებს ნილოსის დასავლეთით, ეგვიპტის ძველი დედაქალაქის მემფისის ახლოს აშენებდენე (მემფისი ზემო და ქვემო ეგვიპტის საზღვარზე მდებარეობდა) ჰეროდოტე ამტკიცებდა, რომპირამიდას 20 წელი აშენებდნენ და მხოლოდ ქვის ბლოკების ტრანსპორტირებას ემსახურებოდა ასი ათასი გლეხი, რომელთაც ყოველწლიურად სამი თვით მოერეკებოდნენ აქ, როცა ნილოსი ადიდდებოდა და სასოფლო–სამეურნეო სამუშაოები წყდებოდა. გარდა ამისა, როგორც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ფიცრული ქოხების ნანგრევების მიხედვით, აქ მუდმივად მუშაობდა ოთხი ათასი ქვისმთლელი, კალატოზი, ჩუქურთმისმჭრელი და სხვა.
0