ეს ის ხალხია, რუსეთის ბაზების რეანიმაცია რომ დაუშვა - ვის მიმართავს დეპუტატი

0
„ეს ის ხალხია, რომელიც გავრილოვის შემოყვანაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ იმაზე, რომ 2008 წელს, რვა აგვისტოს რუსეთის არმია რომ იყო შემოსული საქართველოში, ახლა რუსული ბაზები რომ არის წამოჭიმული, რომელიც გაყვანილი იყო 1999 წლის ეუთოს სამიტის საფუძველზე და ახლა რუსებს იმ ბაზების რეანიმაცია რომ გააკეთებინეთ, უფრო ძლიერი, რაკეტული სისტემები დააყენებინეთ იქ რუსებს და მთელ რეგიონს საფრთხე რომ შეუქმენით“, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშს მოუსმინეს. დეპუტატი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ოპოზიციამ გავრილოვის პროვოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული აქციები მოაწყო და შეთანხმებულად მოქმედებდა. „მერე მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ აღიარა, რომ იმიტომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი, რომ სისხლი დაღვრილიყოო, ეს ჩვენი მოგონილი ხომ არ არის“, - აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ. საკითხები, რომლებითაც პარლამენტის წევრი დაინტერესდა საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ტექნიკის გადმოცემასა და 2 აპრილს გამართულ ნატოს მინისტერიალს ეხებოდა.​ გაჩეჩილაძე ოპოზიცია მიმართვა
TbilisiDaily
0