რა უპირატესობა აქვს ავტობუსით მგზავრობას და რა უნდა გავითვალისწინოთ

0
რა უპირატესობა აქვს ავტობუსით მგზავრობას. 1. იაფია 2. ქვეყანას სხვა კუთხით უყურებ – აღმოაჩენ შენთვის უცნობ უამრავ ადგილს ავტობუსის ფანჯრის მიღმა. 3. ახალი ნაცნობების შეძენის ალბათობა მანამ, კი სანამ ავტობუსით გრძელვადიან მგზავრობას გადაწყვეტთ, გირჩევდით ამ საკითხების გათვალისწინებას.

მოემზადეთ სათანადოდ

ეს, ერთერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია. დარწმუნდით, რომ ყველა ელექტრონული მოწყობილობა, რომლის გამოყენებასაც გეგმავთ დატენილია. მოიმარაგეთ საკვები და წყალი, იმ შემთხვევისთვის თუკი არ გსურთ ავტოსადგურებზე გაბერილი ფასებში დახარჯოთ ფული. გაითვალისწინეთ დროის ცვლილება და სინამდვილეში რომელ საათზე ჩახვალთ დანიშნულების ადგილზე. ასევე, თან იქონიეთ წინასწარ ადგილობრივი ვალუტა. აუცილებლად დაგჭირდებათ საპირფარეშოებსა თუ სხვა მიზნებისთვის, რადგან შუალედურ გაჩერებებზე დოლარის, მით უფრო ლარის გადახურდავება ზოგჯერ წარმოუდგენელ რეალობას ჰგავს.

გადმოწერეთ იმ ადგილის რუკა, სადაც ჩადიხართ

როდესაც დანიშნულების ადგილას მიხვალთ, უმეტესად ან დილაუთენიაა ან შუაღამე. ამიტომაც, იმის ცოდნა თუ სად ხართ ზუსტად, დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში საით წახვიდეთ და როგორ.

მზად იყავით ექსტრემალური ტემპერატურისთვის

ზოგ ავტობუსს კონდიციონერი მაქსიმუმზე აქვს ჩართული და ძალიან ცივა (ან ცხელა), ზოგიერთს საერთოდ არ აქვს კონდიციონერი და არც ფანჯრები ეღება. მიუხედავად, თქვენი ქვეყნის ტემპერატურისა მოემზადეთ სრულიად სხვა კლიმატისთვის – ჩაიცვით მოხერხებულად. იქონიეთ თბილი ჯემპრი ახლოში.

იქონიეთ თან პირადი ჰიგიენის ნივთები

შუალედურ გაჩერებებზე, მითუფრო თუკი ღამისთევით გიწევთ მზგავრობა, აუცილებლად დაგჭირდებათ კბილის პასტა, დეოდორანტი და სხვა ნივთები. ასე რომ, თქვენთვის საჭირო ნივთები გქონდეთ თავ ავტობუსში – რადგანაც საბარგულს არავინ გაგიხსნით.

ჩაიცვით კომფორტულად

კომფორტულია “კაპიუშონიანი” ზედები, რადგან ძილის დროს ქუდს თავზე წამოიხურავთ და აღარც შუქი შეგაწუხებთ და აღარც ვინმეს მზერა. გაითვალისწინეთ ასევე, რომ ჯინსი არც ისე კომფორტულია ასეთი მზავრობის დროს. ასევე, თუკი შუქზე დაძინება გიჭირთ თან იქონიეთ თვალის ნიღაბი და ბარემ სამგზავრო ბალიში.

გადმოწერეთ ფილმები, წაიღეთ წიგნები

ეს საქმეს გაგიმარტივებთ, რადგან ზოგიერთი ავტობუსი კი გვთავაზობს WIFI სერვისს, მაგრამ სიხშირე იმდენად დაბალია, რომ მის გამოყენებას აზრიც არ აქვს.
#მოგზაურობა
##რჩევები
##ავტობუსი
##travelwithme
0