მოსკოვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო რუსი რეჟისორი სერებრენნიკოვი

0
მოსკოვის სასამართლომ მიტაცებაში დამნაშავედ სცნო თეატრისა და კინოს აღიარებული რეჟისორი, კირილ სერებრენნიკოვი. მოსკოვის მეშჩანის რაიონულ სასამართლოში  26 ივნისს იმართება პროცესი, რომელზეც მოგვიანებით გამოცხადდება საბოლოო გაანაჩენი.  ბრალდება მოითხოვდა, რომ რეჟისორისთვის მიესაჯათ ექვს წლით თავისუფლების აღკვეთა  კოლონიაში მოხდითნ   კირილ სერებრენნიკოვს, ალექსეი მალობროდსკის, იური იტინსა და სოფია აპფელბაუმს ასამართლებენ „მეშვიდე სტუდიის“ საქმის გამო და მათ ბრალად ედებათ  თეატრალურ პროექტ „პლატფორმისთვის“ გამოყოფილი სახსრების მიტაცება. მოსამართლე ოლესია მენდელეევამ განაჩენის შესავალში თქვა, რომ კირილ სერებრენნიკოვმა, ალექსეი მალობროდსკიმ, იური იტინმა ჩაიდინეს მიტაცება, ხოლო აპფელბაუმს ბრალი ედება დაუდევრობაში, რის გამოც სერებრენნიკოვმა და სხვა ბრალდებულებმა შესძლეს 129 მილიონი რუბლის (1, 86 მილიონი დოლარის) მიტაცება და მათი სურვილით გამოყენება. განაჩენში წერია, რომ  სამმა პირმა შექმნა დამნაშავეობრივი ჯგუფი, რათა ჩაედინათ  განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობა. განაჩენის თანახმად, რეჟისორი ხელმძღვანელობდა ჯგუფს და მან მიიღო ზომები მიტაცების კვალის დასაფარად. სასამართლოს შენობასთან დილიდან შეიკრიბა ათობით ადამიანი, რათა მხარი დაეჭირათ ბრალდებულებისთვის. სერებრენნიკოვი და სხვა ბრალდებულები არ სცნობენ თავს დამნაშავედ და აცხადებენ, რომ საქმე შეთითხნილია. სერებრენნიკოვი მონაწილეობას იღებდა ანტისამთავრობო გამოსვლებში და ხმამაღლა გამოთქვამდე შეშფოთებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მზარდი ზეგავლენის გამო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30692284.html
#ახალი_ამბები
#twitter
0