ხელვაჩაური-ბათუმის ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკემ რიჟვაძემ განაცხადა. ნიჟარაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ინტენსიურად იტესტებიან და ერთ-ერთი ასეთი გატესტვის მძღოლს დაუდასტურდა ვირუსი. მისი ინფორმაციით, 2 კვირის წინ მძღოლის ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. "ჩვენ გამოგვივლინდა ახალი შემთხვევა ბათუმში, საუბარია N7 ე.წ. ყვითელი ავტობუსის სამარშრუტო ხაზზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით და მინდა ყველას მოვუწოდო, ვისაც შეხება ჰქონდა ამ სამარშტურო ხაზთან, ყველამ მიმართოს კონკრეტულ წერტილებს", - განაცხადა რიჟვაძემ.