0
?? Summer 2019 – Sakartvelo turns into a whole new universe for Georgians. So
#spendyoursummerinGeorgia
and remember – our culture is a one of a kind. 2019 წლის ზაფხული ჩვენთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა, სწორედ წელს შეგვიძლია საკუთარ ქვეყანას შანსი მივცეთ, რომ თავის უნიკალურ კულტურას ახლებურად გვაზიაროს - ამისთვის კი, წლევანდელი ყველაზე ცხელი სეზონი საქართველოში უნდა გავატაროთ. ზღაპრებში ალბათ წაგიკითხავს, მთავარი გმირები ცხრა მთასა და ცხრა ზღვას რომ გადაივლიან ხოლმე. ქართველებისთვის ეს არც თუ ისე რთული წარმოსადგენია, არა? ეს კი იმიტომ, რომ ჩვენთან დრო სხვაგვარად მუშაობს — ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში ჩასასვლელად, სულ რაღაც 8 საათი გჭირდება და გზად ცხრა მთასაც გადაივლი, ცხრა ბარსაც და ზღვის სანაპიროზე მზის სხივებსაც მიეფიცხები. ?ახლა 2019 წლის ზაფხულია და საქართველო ჩვენთვის ერთადერთი ტურისტული მიმართულებაა. გაატარე წლევანდელი ყველაზე ცხელი სეზონი შენს ქვეყანაში. ამ პოსტის ქვეშ კი, უცხოელი მეგობრების მონიშვნა და დაპატიჟებაც არ დაგავიწყდეს.
0