გახარია: საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველდღიურად გაიმართება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ყოველდღიურად გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. საკოორდინაციო საბჭო ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გასატარებელ ღონისძიებებსა თუ გეგმებზე მსჯელობს. მასში გაერთიანებული არიან როგორც მთავრობის წევრები, ისე ეპიდემიოლოგები. ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეა კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1 000-ს მიუახლოვდა და გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 1 186 პირს დაუდასტურდა, მათ შორის პარლამენტის დეპუტატს, ნინო წილოსანს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30900858.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)