0
? Samsung Galaxy s7-ის მფლობელებმა შესაძლოა მიიღონ Android 9.0
#TechCloud
#TechCloudNews
#Samsung
#Android
მრავალი წლის განმავლობაში კომპანია Samsung-ი იყენებდა 2 წლიან განახლების ციკლს თავისი ფლაგმანური მოწყობილობებისთვის, რომლის ფარგლებში მომხმარებლები იღებდნენ Android-ის მხოლოდ ორ მსხვილ განახლებას. ახალი მონაცემების თანახმად, სამხრეთ კორეულმა მწარმოებელმა შესაძლოა გააფართოვოს მოწყობილობების მხარდაჭერის ხანგრძლივობა. კომპანია Samsung-მა მოულოდნელად დაარეგისტრირა Wi-Fi Alliance-ის მონაცემთა ბაზაში 2016 წელს გამოსული სმარტფონი Galaxy s7 (მოდელი SM-G930F). შეგახსენებთ, რომ ამ მოწყობილობისთვის ბოლო განახლება Android 8.0 Oreo იყო. როგორც ჩანს, Samsung-მა გადაწყვიტა რომ მიბაძოს Google და OnePlus-ს, რომლებიც უშვებენ სამ მსხვილ განახლებას თავისი მოწყობილობებისთვის.
0