ცვლილებები საქართველოს შესახებ აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში

0
შეერთებული შტატების სენატი 2021 საბიუჯეტო წლის სამხედრო ბიუჯეტს განიხილავს. ბიუჯეტში სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რომელთა მიზანიც საქართველოსთვის შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიული მდგომარეობასთან მიბმაა. სენატორის მიერ ინიცირებული ცვლილება საქართველოში მიმდინარე ამბებს აღწერს, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვლის და გიორგი რურუას დაკავებას და მოიცავს ისტორიულ რაკურსს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების შესახებ . 1992 წლიდან შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 4, 200, 000, 000 დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია, მათ შორის 730, 000, 000 სამხედრო დახმარების კუთხით“ , - ნათქვამია აქტში. დოკუმენტის შესავალი, საქართველოში გასულ წელს განვითარებულ მოვლენებზე და დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. „საქართველოს პოლიციამ ძალადობრივად ჩაახშო პროტესტი, მათ შორის წყლის ჭავლის გამოყენებით, რასაც ასობით პირის მძიმე დაზიანება და დაკავება მოჰყვა“, - ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტი 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს. „შეთანხმების მოუხედავად გიორგი რურუა რჩება წინასწარ პატიმრობაში“, - ამბობს ცვლილების ტექსტი. მოვლენებზე დაყრდნობით, სენატორის ინიცირებული ცვლილებები მოიცავს სენატის პოზიციას  საქართველოში დემოკრატიული პროცესის გარშემო და მოუწოდებს მთავრობას  შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება.  "[აშშ-ის სენატი] მოუწოდებს მთავრობას, არჩეულ პირებს და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და იმუშაონ ერთად თავისუფალ პრესის შენების საქმეში, კერძო საკუთრების დაცვაში და გახდნენ უფრო მეტად ანგარიშვალდებულნი და გამჭვირვალენი მმართველობაში", - ნათქვამია რეკომენდაციების ნაწილში.  სენატორის ცვლილებები 8 მარტის შეთანხმებასთან ერთად, სასამართლო რეფორმას და მომავალ არჩევნებსაც შეეხება.  "ამერიკის ხმა" ცოტა ხანში რეკომენდაციებს უცვლელად შემოგთავაზებთ.  მიადევეთ თვალი ჩვენს ვებ-გვერდს.  https://www.amerikiskhma.com/a/senator-risch-mmendments-daa/5478869.html
#ახალი_ამბები
0