ბუენოს-აირესში პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა
Tbilisi Daily
არგენტინის დედაქალაქში პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის, რომლებიც გარდაცვლილი ფეხბურთელის კუბოსთან მიახლოებას ცდილობდნენ, დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ. ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების გამო ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.
მარადონას ცხედარი კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში იყო დასვენებული, საღამოს კი ფეხბურთელი კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვედრით დაკრძალეს.