კორონავირუსით გარდაცვლილ 87 წლის ქალს თანმხლები დაავადებები ჰქონდა

Tbilisi Daily

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 87 წლის პაციენტი მცხეთის ცხელების ცენტრში 29 ივლისიდან მკურნალობდა. როგორც წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, პაციენტს თანმხლები ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა. „პაციენტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა 29 ივლისიდან დიაგნოზებით: კოვიდვირუსული ინფექცია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია. ქალბატონს აღენიშნებოდა თანმხლები ქრონიკული პათოლოგიები: გულის ქრონიკული უკმარისობა, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა სარქვლოვანი პათოლოგია. პაციენტი მკურნალობის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მკურნალობის განმავლობაში უტარდებოდა სათანადო კვლევები და კონსულტაციები, თუმცა დინამიკაში ავადმყოფს აღენიშნა მარჯვენა ბარძაყის არტერიის ანევრიზმის სტრუქტურა. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. პოსტოპერაციულად პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა, თავისი ქრონიკული დაავადებებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, დღეს დილით ქალბატონი გარდაიცვალა. პაციენტი გადმოყვანილ იქნა რუსთავის სამედიცინო ცენტრიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პაციენტის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის. პაციენტი ჩვენს კლინიკაში მოთავსდა 29 ივლისს და დღეს დილით, 25-ე დღეს გარდაიცვალა“, – განაცხადა მცხეთის სამედიცინო ცენტრის ექიმმა-რეანიმატოლოგმა ივანე ჯავახიშვილმა #ახალიამბები