გახარიას თქმით, ბოკოვის საქმე სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა გამოიძიოს

0
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტ გიორგი გახარიასთან დაკავშირებული საქმის შესახებ ილაპარაკა. ის ამბობს, რომ გამოძიება მალე უნდა დასრულდეს. „სამართალდამცავმა სისტემამ მძიმე დანაშაული აღკვეთა, ეს ერთი, მეორე - რა თქმა უნდა,  სამართალდამცავმა სისტემამ, სრულად უნდა უზრუნველყოს ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება, სრულად, ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე, ესაა ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიზაციის ხარისხის, ისე უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი, აქ არანაირი კითხვა არ უნდა დარჩეს და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი - სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს ამ საქმის გამოძიება, რომ მოქალაქეს მიაწოდოს სრული, ღია, ტრანსპარენტული ინფორმაცია იმისთვის რომ არავის, ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის შიგნით დ არც გარეთ, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში არ მივცეთ იმის საშუალება, რომ ამ საკითხის სპეკულირება მოახდინონ, სიტუაციები დაძაბონ და რაღაც ამორფულ სისულელეებზე ილაპარაკონ, - ასე უპასუხა გახარიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეკითხვას. 12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში, დააკავეს რუსეთის მოქალაქე მამაკაცი, ვასამბეკ ბოკოვი. სამიზნე, სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო. 15 ივნისს „მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა. გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას. მაშინ გაბუნია „რუსთავი-2"-ში მუშაობდა და გადაცემა „პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს". https://www.radiotavisupleba.ge/a/30692754.html
#ახალი_ამბები
#twitter
0