სენატორმა რიშმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოზე ცვლილებების პროექტი წარადგინა

0
შეერთებული შტატების სენატი 2021 საბიუჯეტო წლის თავდაცვის ბიუჯეტს განიხილავს. „ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ბიუჯეტში სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა ცვლილებების შეტანის ინიცირება მოახდინა, რომელთა მიზანიც საქართველოსთვის შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიული მდგომარეობასთან დაკავშირებაა. სენატის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარის მიერ მომზადებულ ცვლილებათა საკანონმდებლო პროექტში, საუბარია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებზე და 8 მარტის შეთანხმებაზე. ინიცირებული ცვლილებების პროექტი ამბობს, საარჩევო რეფორმაზე მომზადებული შეთანხმების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციური პარტიები წინაპირობად აყენებდნენ მათი თქმით პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლებას. სენატი ფიქრობს, რომ შეთანხმებული სრულად შესრულებული არაა. ცვლილებების პროექტი მოიცავს შემდგომ რეკომენდაციების საქართველოსთვის, რომელსაც "ამერიკის ხმა" უცვლელად გთავაზობთ: "1. აშშ-ის სენატი მიესალმება საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს მიერ ეკონომიკური რეფორმირების, მმართველობის, და ანტი-კორუფციულ საკითხებში მიღწეულ პროგრესს, 2. სენატი ხელახლა მტკიცედ აცხადებს სურვილს განავითაროს თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის, მათ შორის საქართველოს სუვერენული და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თუ საქართველოს მთავრობა განაგრძობს კეთილსინდისიერ მცდელობას ეს რეფორმები განახორციელოს; 3. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყნის არჩეულ და პოლიტიკურ ლიდერებს ერთად მუშაობისკენ თავისუფალი პრესის შენების, კერძო ბიზნესის და უფრო მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის; 4. ხაზს უსვამს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის [ეუთო] რეკომენდაციების მნიშვნელობას საარჩევნო რეფორმის საკითხზე, რაზეც 8 მარტს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდა; 5. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით, მათ შორის ყველა ისტანციაში მოსამართლეების დანიშვნის უფრო გამჭვირვალე პროცედურის დანერგვით და მმართველი პარტიის დიდი გავლენის ქვეშ და მის მიმართ ლოიალობის მიხედვით მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკის დასრულებით; 6. ამტკიცებს, რომ ამ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების წარმატებით განხორციელება კრიტიკულია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ აღადგინოს დემოკრატიული განვითარებისა და დასავლეთში ინტეგრაციისადმი მისი ერთგულების რწმენა. 7. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაატაროს პოლიტიკა, რომელიც დემოკრატიულ და სასამართლო პროცესებს გააძლიერებს როგორც იდეურად ისე პრაქტიკულად და ამით, კიდევ უფრო განამტკიცოს საქართველოს ევროატლანტიკური კურსი; 8. აღიარებს საქართველოს პარლამენტის მომავალი არჩევნების მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებს უზრუნველყონ, რომ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, მშვიდობიან გარემოში გაიმართოს და ჩატარდეს 2020 წლის 8 მარტს შეთანხმებული წესების თანახმად." თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ინიცირებული ცვლილებები, იმისთვის რომ ის კანონად იქცეს, სენატმა უნდა გაიზიაროს და დაამტკიცოს. ცვლილებები, სენატი დაამტკიცებს, ამით ის საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. შესწორებები არაა იურიდიულად დამავალდებულებელი.   „ამერიკის ხმა"   https://www.radiotavisupleba.ge/a/30692839.html
#ახალი_ამბები
#twitter
0