სურვილების ტბაში

0
მეფე კრონოსმა გადაყლაპა ყველა იმედი. მსუნაგმა არად არ ჩათვალა ის რომ მჭირდები. მხოლოდ იმედებს ეყრდნობოდა ჩემი სურვილი, ჩემი სურვილი, გაგვეჭიმა ყოფის სიმები... შენზე ღელვაში ჩამეძირა ყველა ხომალდი, ვერც ერთი ღმერთის კერპმა ვერ ქნა დანაპირები და ახლა ფსკერზე მივიწყებულ განძს მოჰგავს ყველა ჩემი მცდელობა მივწვდომოდი შენს გულის ცემას.
#ხელოვნება
#ლეგენდა
#მითი
#ლექსები
#პოეზია
#წერილებიწარსულიდან
#ლამაზიმუზები
0