0
?Infiniti-მ საკუთარი ელექტრომობილის კონცეპტი წარმოადგინა
#TechCloud
#TechCloudNews
#Infiniti
დღევანდელი ტენდენციების გათვალისწინებით, ავტომწარმოებლების უმეტესობა ცდილობენ რომ გავიდნენ სწრაფად მზარდ ელექტრო მანქანების ბაზარზე და Infiniti-ც მათ შორის არ არის გამონაკლისი. კომპანიამ წარმოადგინა სპორტული სედანის კონცეპტი სახელად - "Qs Inspiration". როგორც BMW iNext-ის შემთხვევაში, Qs Inspiration-იც ჯერჯერობით არ იქნება გაშვებული მასობრივ წარმოებაში. ამ კონცეპტით კომპანიას სურს, რომ ასახოს საკუთარი განვითარების ვექტორი და ხაზი გაუსვას ელექტრო მანქანების მნიშვნელობას. სამწუხაროდ ამ მომენტისათვის არ არის ცნობილი კონცეპტის ტექნიკური მახასიათებლები. Qs Inspiration-ის ოფიციალური დებიუტი შედგება ღონისძიებაზე Auto Shangai 2019, 16 აპრილს.
0