საქართველოში სომხეთიდან შემოსულ ორ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ორი ახალი შემთხვევაა და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს დაუდასტურდათ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 921 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 781 პაციენტი. „კოვიდცენტრებში მკურნალობს 126 პაციენტი. ორი დადასტურებული შემთხვევიდან ორივე არის შემოტანილი, კერძოდ – სომხეთიდან“, - აღნიშნა ეზუგბაიამ. რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, მათთან შევიდა მხოლოდ ერთი პაციენტი, ორი პაციენტი კი გაეწერება. „ამ ეტაპზე დაგვრჩება 23 კოვიდინფიცირებული პაციენტი“, – განმარტა მარინა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, ორი ახალი პაციენტიდან ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთი მათგანი, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა. „დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი, უცვლელია. არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება დავადების დამძიმება. ჩვენს ცენტრში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
0