მახინჯაურში ავარიის შედეგად ავტომანქანა დაიწვა
Batumi Daily
დღეს, პირველ სექტემბერს, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და სახანძრო სამსახური.
ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა, რომლებიც ბათუმში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის ინფორმაციით, მოზარდებს სავარაუდოდ, საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ. „ამჟამად მიმდინარეობს გამოკვლევები“-გვეუბნებიან კლინიკაში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლეები
#დღისსიახლეები
#ავარია
#ავტოსაგზაოშემთხვევა
#მახინჯაური
#batumidaily
წყარო - batumelebi.ge