მეჩეთებში რელიგიური რიტუალების ჩატარების და შეკრების ნებართვა მოგვცეს - ჰაჯი რამინ იგიდოვი

0
საქართველოში მოქმედ მეჩეთებს „ჯუმე“ და „ჯამაათის“ ნამაზის შესრულების უფლებას აძლევენ. ამის შესახებ მედიას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა განუცხადა. მისი თქმით, მეჩეთებში შეკრებისა და „ჯუმე ნამაზის“ შესრულების ნებართვას იმ პირობით მისცემენ, თუ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დაიცავენ. "საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მეჩეთებში ლოცვების, რელიგიური ღონისძიებების ჩატარება შეგვეჩერებიან. ჩვენ ეს გადაწყვეტილება უმაღლეს რელიგიურ საბჭოსთან ერთად მივიღეთ. პანდემიის გამო საქართველოში მეჩეთები არასდროს არ დაკეტილა. უბრალოდ როგორც სხვა მუსლიმურ ქვეყნებში, აქაც მეჩეთებში თავშეყრა შევაჩერეთ. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კარანტინის ღონისძიებების შემსუბუქების გამო, რამაზანის დღესასწაულის შემდეგ, ჯუმე ნამაზის აღდგენა დავიწყეთ. ჩვენ დღესასწაულის დღიდან დავიწეთ ლოცვა“ - ამბობს რამინ იგიდოვი ჰაჯი რამინ იგიდოვის თქმით, ჯუმე ნამაზზე მიმსვლელებისაგან ოთხი წესის დაცვას ითხოვენ. "ვინც მოდის ლოცვაზე ნიღაბით უნდა მოვიდეს. მეორე, დაიცვან დისტანცია. მესამე, როდესაც მოდიან სალოცავად, სასურველია, თავიანთი სალოცავი ხალიჩები მოიტანონ და მეოთხე, მეჩეთში არ მიიღონ „დესდემაზი“ (ლოცვის წინ დაბანა). სახლში მიიღონ და ისე მოვიდნენ მეჩეთში. მეჩეთებს მივეცით რეკომენდაცია, რომ შეძლებისდაგვარად ჯუმე ნამაზი მეჩეთის ეზოში შესრულდეს, თუ ვერ ხერხდება, მაშინ შიგნითაც შეიძლება რა შემთხვევაშიც აღნიშნული 4 წესი უნდა დაიცვას“ რამინ იგიდოვი ამბობს, რომ ლოცვების შემდეგ მეჩეთებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით წმენდენ.
#მეჩეთები
#შეკრება
#მარნეული
#MarneuliDaily
წყარო; რადიო მარნეული
#ახალიამბები
0