ბრიტანეთის ელჩი ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
Tbilisi Daily
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, - განცხადება მარკ კლეიტონმა Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
„დღეს მე დამკვირვებელი ვარ. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, წავიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი ხმა“, - წერს დიპლომატი.