სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება მარნეულელების დაშინების მცდელობაა - ჯეიხუნ მუჰამედალი

0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 ივნისს ტელეკომპანია „მთავარზე“ გასული სიუჟეტის ორი რესპონდენტი გამოკითხვაზე დაიბარა. "10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი - ხელისუფლება კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის“ - ამ სათაურით გასულ სიუჟეტში საუბარია მარნეულში კოვიდსტატისტიკის, სავარაუდო, გაყალბებაზე. რესპონდენტები ტელევიზიასთან საუბრისას აცხადებენ, რომ კონკრეტულ პირებს 10 000 ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ. "მოქალაქეებმა, რომლებიც სიუჟეტში არიან ნაჩვენები, გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, მათი ინტერვიუები იყო დამონტაჟებული, კერძოდ მათ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, მედპერსონალის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სიკვდილის მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების თაობაზე, მიუხედავად აღნიშნულისა, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მოახდინა მათი აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუების შეგნებულად არასწორი თარგმანი და მოახდინა ფაქტების დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გაშუქება, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს დიდი უკმაყოფილობა და მოითხოვეს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება“ - წერია სუს-ის განცხადებაში "მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიხუნ მუჰამედალი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადება კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიისა და რესპონდენტების დაშინებას ისახავს მიზნად. "ორივე რესპონდენტის, ვინც გამოკითხვაზე დაიბარეს, სრული ინტერვიუ გვაქვს ჩვენ. ორივე მასალა გატიტრებულია და გავა ეთერში რის შემდეგაც ყველაფერი ნათელი იქნება, თუ რამდენად იყო მართალი სუს-ი თავის ამ სულელურ განცხადებაში. ის ქალბატონები ძალიან იოლად დაშინებადები არიან. ჩემი აზრით, ეს ადამიანები შეიყვანეს სუს-ში, დააშინეს და ისე გამოუშვეს“ - ამბობს ჯეიხუნ მუჰამედალი მუჰამედალი ამბობს, რომ სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება მარნეულელების დაშინების ერთგვარი მცდელობაა რადგან ახლო მომავალში არჩევნები მოდის. "ისტორიაში ჯერ ასეთი ამბავი არ ყოფილა როდესაც მარნეულის ორ თვიანი ჩაკეტვის დროს მოსახლეობა ფართომასშტაბიან აქციებს მართავდა რამაც ხელისუფლება ძალიან შეაშინა. მითუმეტეს, ახლა არჩევნები მოდის და დაიწყეს მოსახლეობის დაშინება. ეს იქნება შემაბრკოლებელი ფაქტორი მედიისათვის, რადგან სახელმწიფო შემდგომში იოლად დააშინებს მოსახლეობას, რომ არ გამოვიდნენ და არ ისაუბრონ მედიასთან“ - ამბობს ჯეიხუნ მუჰამედალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის მიხედვით, საბოტაჟის ფაქტზე, აწარმოებს.
#გამოკითხვა
#სუსი
#მარნეული
#marneulidaily
წყარო: რადიო მარნეული
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0