აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 15 890-მდე გაიზარდა

0
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15 890-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 193 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 8 719 პაციენტი. ხოლო 6 978 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 461 861 ტესტი ჩატარდა.
0