0
მე პანაცეა მგონია ჩვენი ქვეყნისთვის? თქვენ რას იტყვით მსგავს რამეზე საქართველოში??? საფრანგეთის პარლამენტმა ნოემბერში ახალი კანონი მიიღო, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს მოსამართლეებს, მიიღონ გადაწყვეტილება, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, „ყალბი ახალი ამბების“ დაუყოვნებელი წაშლის თაობაზე, იტყობინება „ევრონიუსი“. აღნიშნულისადმი კრიტიკულად განწყობილები ამტკიცებდნენ, რომ „ინფორმაციის მანიპულაციის“ წინააღმდეგ სადავო კანონმა შესაძლოა საფრთხეში ჩააგდოს დემოკრატია და დააწესოს ცენზურა პრესაზე. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით შედგენილი კანონპროექტი, სენატის მიერ ორჯერ იქნა უარყოფილი, ვიდრე ის პარლამენტში მხარდაჭერას მოიპოვებდა. ეს დასავლეთ ევროპის პირველ მცდელობად იქნა მიჩნეული ოფიციალურად აიკრძალოს ყალბი მასალები. მაკრონის განცხადებით, მას სჯერა, რომ ინტერნეტი რეგულირებული უნდა იყოს. „ეს არის აუცილებელი პირობა თავისუფალი, ღია და უსაფრთხო ინტერნეტისთვის, როგორც ეს მის დამფუძნებელ მამებს ჰქონდათ წარმოდგენილი“, უთხრა მაკრონმა პარიზში „ინტერნეტის მართვის“ ფორუმს. კანდიდატებს და პოლიტიკურ პარტიებს ახლა, არჩევნებამდე სამი თვის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ სარჩელით მიმართონ მოსამართლეს იმისათვის, რომ დაეხმარონ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების შეჩერებაში. კანონი ასევე უფლებას აძლევს საფრანგეთის ეროვნული მაუწყებლის სააგენტოს, გამოიყენოს მისი უფლება იმ სატელევიზიო არხების მაუწყებლობის დროებით შესაჩერებლად, რომლებიც „უცხო ქვეყნის მიერ კონტროლდება, ანდა მისი გავლენის ქვეშაა“, იმ შემთხვევაში თუკი ისინი „განზრახ ავრცელებენ ისეთ მცდარ ინფორმაციას, რომელმაც მოსალოდნელია, რომ არჩევნების პატიოსნებაზე გავლენა მოახდინოს“. ეს კი გულისხმობს იმას, რომ საფრანგეთს უფლება აქვს ნებისმიერი უცხოური ტელევიზია გათიშოს, რომელიც კი ეჭვმიტანილი იქნება „ყალბი ახალი ამბების“ გავრცელებაში. გამოცემებს მოეთხოვებათ საჯარო გახადონ ფული, რომელიც მათ გარკვეული სარეკლამო ინფორმაციის გავრცელებისთვის გადაუხადეს. ისინი, ვინც მხარს უჭერენ ამ კანონის მიღებას, აცხადებენ, რომ აღნიშნულის მიზანია ყალბი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა და არა აზრის გამოხატვაზე ცენზურის დაწესება. ნებისმიერს, ვინც დაარღვევს ახალ კანონს შესაძლოა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 75 000 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწიოს, წერს „ევრონიუსი“. საფრანგეთის მთავრობა გააკრიტიკეს, როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ფრთის ოპონენტებმა. ფრანგმა პოლიტიკოსმა და ყოფილი „ეროვნული ფრონტის“ (ამჟამად ცნობილია, როგორც „ეროვნული კრება“) წევრმა ჯულიენ როშედიმ „თვითერზე“ დაწერა: „ეგ არის და ეგ. პარლმანეტმა ყალბი ახალი ამბების აქტი მიიღო. საფრანგეთის სახელმწიფოს ბოლოს და ბოლოს აქვს მონოპოლია სიმართლეზე და მასობრივი ინფორმაციის გავრცელებაზე. მას შეუძლია ლეგალურად დაუწესოს ცენზურა ყველაფერ იმას, რაც მას არ მოსწონს. 1930-იან წლებში დაბრუნება“. კანონი მკაცრად იქნა გაკრიტიკებული რუსული მედიის მიერ, რომელიც აცხადებს, რომ ამან შესაძლოა საფრთხეში ჩააგდოს დემოკრატია და დააწესოს პრესაზე ცენზურა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული „რაშა თუდეი“ დარწმუნებულია, რომ ახალი კანონის „მკაფიო სამიზნე უცხოური მედიაა“.
0