8 votes
8 comments
0 shares
Save
12 views
Lily Saladze
Tbilisi · 1 year ago

-მარკ!

პასუხი არ არის.

-მარკ!

პასუხი არ არის.

-მარკ!

პასუხი არ არის.


Lily Saladze
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 2 weeks ago
ტრამპი უარყოფს, რომ მიაწოდეს დაზვერვის ინფორმაცია რუსების მიერ თალიბებისთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზების შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო, რომ მას აცნობეს პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა თალიბანთან დაკავშირებულ შეიარაღებულ პირებს ავღანეთში აშშ-ის სამხედროების მოკვლისთვის ჯილდოს სახით ფულს სთავაზობდა. არც ჩემთვის და არც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის, ან აპარატის უფროს მარკ მედოუზისთვის „არც ინფორმაცია მოუწოდებია არავის, და არც უთქვამთ“, „ავღანეთში ჩვენს ჯარებზე რუსების ეგრეთ წოდებული, თავდასხმების შესახებ“, განაცხადა ტრამპმა ტვიტერით 28 ივნისს. „ყველა უარყოფს და ჩვენზე ბევრი თავდასხმაც არ მომხდარა", წერს ტრამპი 26 ივნისს გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაზე მინიშნებით. გაზეთი, რომელიც ეყრდნობა წყაროს ამერიკის დაზვერვის სამსახურიდან, იტყბინებოდა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა (ГРУ) თალიბანთან დაკავშირებულ მებრძოლებს სთავაზობდა ფულს აშშ-ისა და კოალიციის ჯარის სამხედროთა მოსაკლავად. გამოცემაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რადიკალური ისლამისტები, ასევე მათთან დაკავშირებული შეიარაღებული დამნაშავეები, ამგვარი ქმედებისთვის საჩუქრად ფულს იღებდნენ წარმატებული თავდასხმებისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო დანაყოფისგან. ვაშინგტონში აშშ-ის საელჩომ უარყო ცნობა და განაცხადა, რომ ეს არის "დაუსაბუთებელი და ანონიმური ბრალდებები". თალიბანის მეთაურთა წარმომადგენლობამ 27 ივნისს განაცხადა, რომ გაერთიანება გადაჭრით უარყოფს გამოთქმულ მტკიცებას. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა იერიში მიიტანა ტრამპზე იმის გამო, რომ მან, ცნობებით, ვერ მოახერხა რეაგირება და პირობა დადო, რომ თუ აირჩევენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კონფრონტაცია ექნება და რუსეთს სერიოზულ პასუხს მოვთხოვთო. პასუხი მოითხოვეს კონგრესის წევრებმა, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსიმ, რომელმაც განაცხადა: „აქ რაღაც ძალიან ცუდი ხდება და ამაზე პასუხი უნდა გაეცესო“.#ახალი_ამბები#twitter
Mariam Sharvashidze
Tbilisi · 1 month ago
“ფრაზები მოდის სამყაროდან”რომელბიც ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ.
„ახალგაზრდა გოგონებმა უნდა ისწავლონ, რომ სექსუალურობა არ არის კავშირში სიშიშვლესთან“. მარკ ჯეიკობსი „რაიმის ყიდვის დროს ჰკითხე საკუთარ თავს, „ჩავიცვამ მას მინიმუმ 30-ჯერ? თუ პასუხი არის „კი“. მაშინ იყიდე, მაგრამ ნახავთ, რამდენჯერ იტყვით „არას“. ლივია ფირტი „ყოველთვის მოიხსენი ის, რაც ბოლოს გაიკეთე“. კოკო შანელი „შავი სამოსი ყველაზე აუცილებელია. ის გაგყვებათ დილიდან საღამომდე, არის ყოველთვის უსაფრთხო და ყოველთვის სექსუალური“. დონა კარანი „ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ქუსლები და ძალიან მაღალი პლატფორმები იმისთვის, რომ ქალის სილამაზე კვარცხლბეკზე იდგეს“. ვივიენ ვესტვუდი „ქალის სურნელი უფრო მეტს ამბობს მასზე, ვიდრე მისი კალიგრაფია“. კრისტიან დიორი „ელეგანტურობა არ ნიშნავს ვინმეს თვალების მიპყრობას, ელეგანტური მაშინ ხარ, როცა შენი ვიზუალი სამუდამოდ რჩება სხვების გონებაში“. ჯორჯო არმანი „ელეგანტურობის საიდუმლო თავის მოვლაა. საუკეთესო სამოსი, საუკეთესო სამკაული არ გამოჩნდება, თუ ადამიანი მოვლილი არ არის“. კრისტიან დიორი#ციტატა #მოდა #ფრაზები #ისრაცუნდავიცოდეთTbilisi
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ქვეყანაში არეულობის შესაჩერებლად მოქმედი სამხედრო ძალების განლაგების წინააღმდეგია
აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ აშშ-ში არეულობის შესაჩერებლად მოქმედი სამხედრო ძალების განლაგების წინააღმდეგია. „მე მხარს არ ვუჭერ „ამბოხების შესახებ კანონის“ ამოქმედებას. მოქმედი სამხედრო ძალების სამართალდამცველების როლში გამოყენება მხოლოდ უკიდურეს, გადაუდებელ და მწვავე შემთხვევებში შეიძლება. ამჟამად ჩვენ არც ერთი ეს სიტუაცია არ გვაქვს“, - განაცხადა მან პენტაგონში გამოსვლისას. აქვე თავდაცვის მდივანმა აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას „საზარელი დანაშაული“ უწოდა. „ამ საქმეში იმ დღეს მონაწილე პოლიციელებმა მისი მკვლელობისთვის პასუხი უნდა აგონ. ეს ტრაგედიაა, რომელიც საკმაოდ ხშირად მეორდება“, -აღნიშნა ესპერმა. „ამბოხების შესახებ კანონი“ ქვეყნის პრეზიდენტებს არეულობის დროს საჭიროების შემთხვევაში შტატებში სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას აძლევს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე არეულობის ფონზე, ის ამ კანონის გააქტიურების საკითხს განიხილავს.
Gi Ga
Tbilisi · 3 weeks ago
შიშველი სიმართლე ჰომოსექსუალიზმის შესახებ
ტაბუდადებული თემა რასაც ჰომოსექსუალიზმი ქვია საქართველოში აქტუალური 2004 წლის შემდეგ გახდა. დღეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იყენებს ისეთ დესტრუქციულ ხერხებს როგორიცაა დეზინფორმაცია, მანიპულირება ცრუ სტატისტიკებით, გარკვეული მითების შექმნა და ა.შ. მაგ. 2011 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა რომ ამერიკული საზოგადოების ცნობიერება იმ დონეზეა დეზინფორმირებული რომ საზოგადოებას ჰგონია ამერიკელების 25% (ყოველი მეოთხე!) არატრადიციული ორიენტაციის. მაშინ როცა ყველაზე ოპტიმისტური ანგარიშითაც კი მათი რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 3% არ აჭარბებს. ამ სათვალავში იგულისხმებიან ისინიც ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ჰომოსექსუალური (ლესბოსური) ურთიერთობა, მაგრამ ამის შემდეგ აღარ ყოფილან მსგავს ურთიერთობაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით თუ რეალურ ციფრებს და რაოდენობას გამოვიკვლევთ ვნახავთ რომ მათი რიცხვი აშშ-ში 1% ს არ აღემატება, ხოლო შედარებით მეტია კალიფორნიის შტატში სადაც გაცილებით ლიბერალური მიდგომაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო ნაკლებია სხვა შტატებში. როგორც ფონური მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისთვისაცაა მსგავსი რაოდენობა დამახასიათებელი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ცოდვად და ამორალობადაა მიჩნეული და მის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება აშკარადაა გამოხატული ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია და უმნიშვნელო. მაგრამ... არსებობს მოთხოვნები და უფლებები რომლებსაც ეს უმცირესობა ითხოვს, ესენია: 1) უფლება რომ დაუფარავად აწარმოონ ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერიზმის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და უნივერსიტეტებში ე.წ. "ცნობიერების ამაღლების" მოტივით. (მსგავსი პრაქტიკა აშშ-ს ზოგ შტატში და ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე გვაქვს (კალიფორნია-აშშ, ნიუ ჯერსი- აშშ, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია) ბრაზილია, ესპანეთი, არგენტინა, პორტუგალია, ფინეთი, ბრიტანეთი, რათა მომავალი თაობა გაზარდონ არა მხოლოდ ტოლერანტულები არამედ უფრო მეტად ლმობიერი. 2) უფლება იმისა რომ აკრძალონ ყველანაირი კრიტიკა ჰომოსექსუალიზმის და ჰომოსექსუალთა ქმედებებისა (თუნდაც დასაბუთებული და სრულიად მართებული) 3) უფლება იმისა რომ იდევნებოდნენ და მარგინალიზირებული იყვნენ ადამიანები მათი შეხედულებების გამო თუ ისინი ჰომოსექსუალიზმს ცოდვად და არანორმალურ ქმედებად აღიქვამენ. 4) უფლება იმისა რომ ჰომოსექსუალები გამოყოფილი იყვნენ მოსახლეობის ძირითადი წევრებისგან როგორც განსაკუთრებული სოციალური ჯგუფი და აღჭირვილი იყვნენ როგორც გარკვეული პრივილეგიებით ასევე სამართლებრივი სტატუსით. ცხადია რომ არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალთა ამ ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნათა რეალიზება საკანონმდებლო დონეზე, რადგან ისინი იურიდიულად დაუსაბუთებელნი არიან, მრავალი მათგანი აბსურდული და მიუღებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სახეზეა მცდელობა დემოკრატიასა და სამართლიანობაზე აპელირებით თავდაყირა დააყენონ სწორედ ეს დემოკრატია და სამართალი ამიტომაცაა რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ დემოკრატიაზე როგორც უმრავლეობაზე უმცირესობის მიერ დიქტატის განხორციელების მექანიზმზე. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები ფაქტობრივად უარყოფენ ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შესახებ კონვენციას, დადგენილებას (10-11) მუხლები რომელთა თანახმადაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება უფლებები და თავისუფლებები შეეზღუდოს საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის, უწესრიგობების, და დანაშაულის აღკვეთის ჯანმრთელობის და ზნეობის დაცვის ან სხვა პირთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების ასევე ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტებზე დაყრდნობით სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჰომოსექსუალების და მათი სხვა გაერთიანებებისთვის დაადგინოს რაიმე განსაკუთრებული პრივილეგირებული სამართლებრივი რეჟიმები, არ აქვს უფლება შეზღუდოს აზრისა და სიტყვის თავისუფლება ჰომოსექსუალიზმის მიმართ კრიტიკის ფორმირებისა და საჯაროდ გამოხატვის ნაწილში არ აქვს უფლება მოახდინოს ასეთი კრიტიკის კრიმინალიზება და აკრძალოს იგი. არ აქვს უფლება ჰომოსექსუალებს და ჰომოსექსუალიზმის მომხრე პროპაგანდისტების კრიტიკოსებს მიაწებოს "ჰომოფობის" იარლიყი, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ზნეობა ოჯახური ცხოვრების ზნეობრივი საფუძვლები რადგან ოჯახის ინსტიტუტი არის საზოგადოების საფუძველი ზნეობრიობა არის კონსტიტუციურად დაცული უფლება მოქალაქეებისა განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატით. სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის კონსტიტუციური უფლებების დაცვას, ასევე გვერდს ვერ აუვლის კონკორდატს რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლების რწმენის ზნეობის და ტრადიციული ფასეულობათა დაცვის გარანტად ეკლესია გამოდის. (ეს კანონიერი არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ) ახლა კი წარმოგიდგენთ მცირე სტატიტიკას. ციფრები იმაზე მეტს ამბობენ ვიდრე სიტყვები: 1) ჰომოსექსუალთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მათ 43% ს 200 ზე მეტი(!) სექსპარტნიორი ჰყავდა. ჰომოსექსუალები წელიწადში საშუალოდ 20 მდე პარტნიორს იცვლიან. 2) ჰომოსექსუალთა 78% დაავადებულია ისეთი დაავადებებით რაც სქესობრივი გზით გადადის, ანალურ-ლორწოვანი ნაწლავური ინფექცია, ნაწლავური ჩხირები, გონორეა, ჰერპესი, B ჰეპატიტი, ხოლო ჰომოსექსუალთა 50% ზე მოდის აივ ინფექცია შიდსი. 3)ჰომოსექსუალთა 25-30% ნარკომანი და ალკოჰოლიკია. 4) ჰომოსექსუალების 50% სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. (განსაკუთრებით ხანშიშესულები, რადგან ბებერი გეი არავის სჭირდება) 5) სიკვდილმისჯილ ქალთა 50% ლესბოსელი იყო 6) სექსუმცირესობის 33% ს დასაშვები მიაჩნია სექსი არასრულწლოვნებთან. 7) არსებობს ჰომოსექსუალთა ჯგუფი რომელშიც ათასობით წევრია გაერთიანებული და მისი სახელია NAMBLA ცნობილი როგორც სიყვარულის ამერიკული ასოციაცია "მამაკაცი და ბიჭი" მათი ლოზუნგია: "სექსი 8 მდე სანამ გვიანი არაა". ეს ჯგუფი აშშ-ში არსებულ ჰომოსექსუალთა ყველა თავყრილობის ხშირი სტუმარია და აქვთ საკუთარი ვებ-გვერდი. 8)იმის გამო რომ ჰომოსექსუალები ბუნებრივი გზით ვერ მრავლდებიან ცდილობენ ბავშვები აიყვანონ და გაზარდონ ისევე როგორებიც თავად არიან ხოლო ლესბოსელი ფემინისტების წევრები სახელად "შურისმაძიებელი ლესბოსელები" ამაყობენ რომ თავიანთ რიგებში უამრავ გოგონას იბირებენ. ბევრი გეი ცდილობს ისეთ ადგილებში შეღწევას სადაც ექნებათ ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა (სკოლები, ბოისკაუტების ბანაკები, სასულიერო აკადემიები და ა.შ.) 9) აშშ-ში რეგისტრირებული ბავშვების გარყვნის შემთხვევათა 33% გეებზე მოდის. იმის გათვალისწინებით რომ აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 2% მოდის სექსუმცირესობის რაოდენობაზე გამოდის რომ ყოველი 20 დან ერთი ჰომოსექსუალი ბავშვის გამრყვნელია, მაშინ როცა ჰეტეროსექსუალებიდან ასეთ დანაშაულში 490 დან ერთია შემჩნეული. 10) ჰომოსექსუალებში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 42 წელია მხოლოდ 9 % ცხოვრობს 65 წლამდე) დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 70 წელია. ლესბოსელების საშუალო წლოვანება 45 წელია დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელი. 11) ჰომოსექსუალებს რეალურად იმაზე მეტი კომფორტი და ძალაუფლება გააჩნიათ ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგ. ჰომოსექსუალების საშუალო წლიური შემოსავალი აშშ და ევროპის ქვეყნებში 55.000 დოლარია, ჰომოსექსუალთა 49% ხელმძღვანელ თანამდებობებზეა რიგ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მხოლოდ 15% აქვს მაღალი თანამდებობა. ამის მიუხედავად ლგბტ უფლებადამცველები აპელირებას მხოლოდ მათი უფლებების დარღვევაზე და ჩაგვრაზე აკეთებენ. 12) ფსიქიატრთა უმრავლესობა ამტკიცებს რომ ჰომოსექსუალთა შორის გაცილებით ნაკლებია ბედნიერი ვიდრე ჰეტეროსექსუალთა შორის, რადგან მათ ესმით და ქვეცნობიერად იციან რომ მათი ცხოვრების წესი არაბუნებრივია მაგრამ ცდილობენ საზოგადოებას თავი ბედნიერად მოაჩვენონ. 13) "სექსუალური ორიენტაცია" ეს ტერმინი ჰომოსექსუალების მოგონილია რომ თავი კარგ ასპექტში წარმოადგინონ, მათი მიზანია საზოგადოების ყურადღების გადატანა იმისგან რასაც სჩადიან, სურთ თავი წარმოაჩინონ ჩაგრულებად ვისაც ცუდად ექცევიან, თითქოს ღვთისგან აკრძალული საქმით არ არიან დაკავებული, ისინი აპელირებენ იმაზე რომ ჰომოსექსუალიზმი ცხოველებშიც გვხვდება, მაგრამ ცხოველებში ინცესტი და კანიბალიზმიც გვხვდება მაგრამ კანიბალიზმი ხომ არ შეიძლება ნორმალური და ბუნებრივი იყოს? აღარაფერს ვამბობთ ინცესტზე. ამ ლოგიკით ჯანმრთელ და უბიწო ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ზოოფილია, ნეკროფილია, ფეტიშიზმი და ვუაიერიზმი. თუ ამ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციების მიმართ დისკრიმინაციას გამიოჩენთ ესეიგი ფარისეველი ხართ. ზემოთჩამოთვლილი "სექსუალური ორიენტაციები" ცნობილი როგორც "პარაფილიები" ფსიქიკურ აშლილობად, პიროვნულ გაორებად და სექსუალურ გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა, ისევე როგორც ადრე ითვლებოდა ჰომოსექსუალიზმი, გასული საუკუნის 70 იან წლებში გეი აქტივისტებმა უპრეცედენტო ზეწოლის და შანტაჟის, მოსყიდვის და დაშინების გზებით გეი აქტივისტის ფრენკ კამენის თაოსნობით აიძულეს ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია (APA) ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოეღოთ ჰომოსექსუალიზმი როგორც დაავადება. მოგვიანებით სიიდან ამოიღეს პედოფილიაც. მიუხედავად ამისა ცნობილმა ფსიქიატრებმა ირვინ ბიბერმა და ჩარლზ სოკარადისმა 1978 წელს გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი რასაც ფსიქიატრთა დიდი ნაწილი იზიარებდა და აწერდა ხელს ამ ნაშრომის შედეგად შესწავლილი იქნა 200 მდე გეი ადამიანი და მათ დაადასტურეს რომ ჰომოსექსუალიზმი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნორმა რადგან ესაა ფსიქიკური აშლილობა, (ტრანსგენდერების შემთხვევაში პიროვნულ გაორება) და სექსუალური გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა არა მარტო ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა არქმედ ტრანსგენდერიზმი, ბისექსუალიზმი, ზოოფილია, პედოფილია, სადიზმი და მაზოხიზმი. მიუხედავად უამრავი ავტორიტეტული ფსიქიატირის ნაშრომის და კვლევისა, ამერიკის ფსიქოატრთა ასოციაციამ მაინც ამოიღო ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური დაავადებების ნუსხიდა, ხოლო 78 წლის 17 მაისს უკვე მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციამაც ამოიღო ეს დაავადებები საკუთარი ნუსხიდან რაზეც გადამწყვეტი როლი საერთაშორისო გეი ლობმა ითამაშა. 14) ამჟამად მონაცემებით ჰომოსექსუალისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 2% ის ფარგლებში მერყეობს. 15)სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების შემცირება ჰომოსექსუალისტების მიმართ. "მთავარია რომ ჩვენ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდეთ და არ გვკიცხავდნენ." ოცნებობენ გეი აქტივისტები. იდეალურ შემთხვევაში ნორმალური სექსორიენტაციის ადამიანებმა სექსუალური მისწრაფებები ისე უნდა შეადარონ ერთმანეთს როგორც მაგალითად სხვადასხვა სახეობის ნაყინს ადარებენ. ან სპორტის სახეობებს. სექსუმცირესობის პროგრამის ნაწილი საზოგადოების მიერ მათი ცხოვრების წესის აღიარებაა. ჰომოსექსუალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ადამიანებს ზიზღი გაუღვივონ ტრადიციული ფასეულობათა და ქრისტიანობის მიმართ. გეი აღლუმებზე კარგად ჩანს ჰომოსექსუალების ნამდვილი სახე და მათი დამოკიდებულება რელიგიის ქრისტიანობის მიმართ. ისინი დიდ მნიშველობას ანიჭებენ სიმბოლიზმს და მისტიციზმს, ამიტომ ხშირად ნახავთ ე.წ. პრაიდებზე მათ მიერ განსახიერებულ ანგელოზებს, სასულიერო პირებს და ხატებსაც კი... ისინი უარყოფენ მორალს და ოჯახის ზნეობრივ საფუძვლებს. ბიწიერება და გარყვნილება გააკერპეს ცოდვის გამართლებას კი ესთეტიკით ცდილობენ. ყველაზე საშინელი რაც კი ევროპის ქრისტიანულ ცივილიზაციას დაემართა არის ცნებების შეცვლა და აღრევა. ახლა მამათმავალი შეიძლება მღვდელმსახური გახდეს. ეს პროპაგანდა ასე მუშაობს, ესაა კულტურის დაპყრობის ხუთ ეტაპიანი პროცესი, ყველაფერი იწყება ტოლერანტობით, როგორც კი მამათმავლები აღწევენ ტოლერანტობის ყველაზე მაღალ საფეხურს და მოგეხსენებათ ტოლერანტობა არის უფლება ყველამ თავი დაგანებოს მყისიერად წინა პლანზე იწევს მოთხოვნა მიღების შესახებ, ესაა თანასწორუფლებიანობა შემდეგ მოდის აღიარება, ანუ ყველამ არამცთუ უნდა მიიღოს მამათმავლობა არამედ წინ წასწიოს მისი ღირებულებები, ამას მოჰყვება ძალდატანებითი თანამონაწილეობა ანუ ყველა უნდა მონაწილეობდეს გეი კულტურაში, და ბოლოს დასჯა ვინც არ ეთანხმება მამათმავლებს დაისჯება. რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იმყოფებიან პირველ ეტაპზე რასაც ჰქვია ტოლერანტობის ეტაპი, ამიტომ ამას საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს პრობლემად, ეს პრობლემა სინამდვილეში არსებობს და ის მიწაში ჩარგულ მარცვალს ჰგავს. ეს მარცვალი ანტიდისკრიმინაციული კანონია, ხოლო აშშ-ში უკვე ისეთი კანონია რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის გამოხატულ უარყოფით აზრს და დამოკიდებულებას ჰომოსექსუალების მიმართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მამათმავალთა საზოგადოების ნებისმიერი კრიტიკა უკვე დანაშაულია. საშუალო ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა ამის თქმას რადგან მამათმავლებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ რომ შეუძლიათ დააზარალონ ისინი, განსაკუთრებით თუ ადამიანი ხელისუფლებაში ან რაიმე გავლენიან კომპანიაში მუშაობს, ისინი თუ უარყოფით აზრს გამოხატავენ მათ იპოვიან და შურს იძიებენ, სამაგალითოდ დასჯიან. საინტერესოა რას ფიქრობდა ადამიანთა ცნობილი უფლებადამცველი მარტინ ლუთერ კინგი გეების შესახებ: ის ჰომოსექსუალიზმს პრობლემად აფასებდა და მას დიდ საზოგადოებრივ პრობლემას უწოდებდა, მარტინ ლუთერ კინგი თვლიდა რომ "ჰომოსექსუალიზმი განკურნებადია" და სავსებით შესაძლებელია "ჰომოსექსუალი გახდეს ექს-ჰომოსექსუალი, თუ ამის შინაგანი მისწრაფება და მზაობა ექნება და თავის თავში ამ ცოდვის ჟინს ჩაკლავს". მოგეხსენებათ მარტინი პასტორი იყო და ღრმად სწამდა ქრისტიანული ღირებულებების. ყველაზე მეტად ჰომოსექსუალები ებრძვიან ექს-ჰომოსექსუალებს რადგან ისინი ეწინაარდეგებიან გეების მთავარ დებულებას-რომ ეს არაა არჩევანი, რომ ასეთებად იბადებიან, ხოლო ის ფაქტი რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს ჰეტერო, ცვლის მათ ამ დოგმას და არყევს რწმენას ყველაზე აქტიურ გეებშიც კი. ახლა კი გიამბობთ ერთ სულსშემძვრელ ისტორიას რომელიც ახალ ზელანდიაში მოხდა, მარკ ნიუტონის და პიტერ ტროუნგის ამაზრზენი ისტორია. ისინი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, პედოფილმა ჰომოსექსუალებმა რუსეთში იპოვეს სუროგატი დედა და მას ჩააკითხეს, მას შემდეგ რაც მოახდინეს ფიქტიური ქორწინება, "დედა" სუროგაციის შედეგად დაფეხმძიმდა. 9 თვის შემდეგ ახალშობილი გეი წყვილმა "იყიდა" 8000 დოლარად და გადაეცა ამ მამათმავლებს. მას შემდეგ უკვე ქვეყნიდან ბავშვის გაყვანის საკითხი უბრალო ფორმალობა იყო. ისინი ბავშვის ფოტოებს საიტზე ათავსებდნენ და მას აქირავებდნენ ფულის სანაცვლოდ უკვე სხვა გეები აუპატიურებდნენ. ერთი შეხედვით ეს იყო ბედნიერი ოჯახი რომელიც ხშირად მოგზაურობდა, მაგრამ რეალურად ისინი 6 წლამდე ასაკის ბავშვს მუდმივად აუპატიურებდნენ, ვიდეოებს კი პედოფილურ საიტზე ტვირთავდნენ. მათ ბავშვს ტვინიც გამოურეცხეს და შთააგონეს რომ ამაში უჩვეულო და უცნაური არაფერი იყო, შთააგონეს რომ არაფერი ეთქვა ამის შესახებ. სრულიად ნათელია რომ ამ ორმა ბავშვი იყიდა და მიიღო მისი გაუპატიურების ექსკლუზიური უფლება. პედოფილებმა სრულიად სამართლიანად მიიღო 30 და 40 წლიანი პატიმრობა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა რომელიც გახმაურდა, არავინ იცის სინამდვილეში რამდენი ბავშვი იტანჯება ჰომოსექსუალი მშობლების ოჯახებში. დრო გადის და მუდმივად მატულობს კალიფორნიაში ჰომოსექსუალთა რიცხვი, ამას კი ადგილობრივი ლიბერალური კანონმდებლობა უწყობს ხელს რომელიც ჰომოსექსუალ მშობლებს უფლებას აძლევს შვილები აიყვანონ და ბავშვები იშვილონ. ძნელი გამოსაცნობი არაა ჰომოსექსუალების შვილები როგორებიც გაიზრდებიან, სწორედ ამიტომ 2014 წლიდან პირველად დაფიქსირდა სან ფრანცისკოში ბუნებრივი მატების შეჩერება. ახალშობილთა რიცხვი მუდმივად მცირდება ხოლო ჰომოსექსუალების წლიდან წლამდე იზრდება. ასევე მატულობს ყოველ პრაიდზე იმ ბიჭების რიცხვი რომლებიც პრაიდში იღებენ მონაწილეობას როგორც სექსუალური უმცირესობები, მათი რიცხვი 8-10 წლამდე მერყეობს, ამ ასაკის ბიჭები პედოფილების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახლა კი მცირე ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან სადაც ასეთი გეი პრაიდები იმართება. და ბოლოს იმედია "ჰომოფობად" არავინ ჩამთვლის რადგან შიშველი სიმართლე კიდევ ერთხელ დავანახე საზოგადოებას, ამიტომ იმედს ვიტოვებ რომ ჩემს შემდეგ სტატიებსაც სამართლიანად შეაფასებთ.
+8
Vide • ვიდე
Tbilisi · 2 weeks ago
ლიზი ბუდაღაშვილის შემოქმედება
ინტერვიუ ხელოვან ლიზი ბუდაღაშვილთან 1. როგორ გაატარეთ კარანტინი? ამ პროცესმა რა გავლენა იქონია თქვენზე და თქვენს შემოქმედებაზე? საქართველოში ჩამოსვლა ნაადრევად მომიწია. ამერიკაში ვსწავლობ, სტუდენტი ვარ და ვირუსის მასობრივი გავრცელების დროსაც იქ ვიყავი. ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ 2 კვირა სახლიდან გაუსვლელად გავატარე, თუმცა არც მერე იყო სახლის დატოვების შესაძლებლობა, მოგეხსენებათ და მაისამდე ძირითადად შინ ვიყავი. ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ცოტა ხნით მაინც ასე მომიწევდა და თავიდანვე ვცდილობდი იზოლაციის დადებითი მხარეების წარმოდგენას. თეორიულად ბევრი ჰქონდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ გამართლდა. არაბუნებრივი პროცესია კარანტინი და შეუძლებელია, რაიმე არაბუნებრივმა კარგი გავლენა იქონიოს ადამიანის ფსიქიკაზე საერთო ჯამში. არაუშავდა თავიდან, ვხატავდი, ვკითხულობდი,ვწერდი, ონლაინ ლექციებს ვესწრებოდი. თუმცა, ნელ-ნელა არაჯანსაღი და ნაძალადევი გახდა ეს ყველაფერი. სრულ მარტოობაში გატარებული იზოლაცია კიდევ სხვაა, და ნამდვილად შეიძლება, გამოიწვიოს რევოლუციური ცვლილებები ადამიანში. მაგრამ სხვა მხრივ, ნაკლებად. კულინარიული მცდელობებიდან დაწყებული ყურების ჩემითვე გახვრეტით დამთავრებული - ყველაფერი ვცადე. და მაინც ჩემი გული გარეთ იწევდა, გაზაფხულისკენ. და არაფერი ახარებდა ისე, როგორც ფანჯრებიდან შეძლებისდაგვარად შემოსული ქუჩის მსუბუქი სუნი. როცა თავისუფლება იზღუდება, შთაგონების წყაროებიც უფრო მიუწვდომელი ჩანს. ჩამოსვლისას სავსე ვიყავი ნიუ-იორკის შთაბეჭდილებებით და კარანტინშივე გავაკეთე ნამუშევრების მცირე სერია, მიძღვნა ნიუ-იორკისთვის. რამდენიმეჯერ მოვისმინე, ხელოვანისთვის ყველაზე მარტივიაო კარანტინი, მაინც სულ შინ ზის და ქმნის. რაღაც მხრივ, შეიძლება, ჩაითვალოს სიმართლედ. მაგრამ ისიც მართალია, რომ ხელოვანი ყველაზე მეტად, მთელი არსებით განიცდის თავისუფლების თუნდაც მცირედით შეზღუდვას და ხალისი ეკარგება, რამდენადაც ხელოვნების მთავარი მამოძრავებელი ძალაა თავისუფლება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. არ მინდა სხვების პირით ვისაუბრო. კარგი რაც მომიტანა კარანტინმა ის არის, რომ ხმაური შევიყვარე ისევ, მუდმივი მოძრაობა, აღარც ქალაქის მტვერი მაწუხებს, აღარც მანქანების გრუხუნი. მზად ვარ, ვისმინო გამუდმებით, ოღონდაც აი, ამ სიცოცხლესა და მოძრაობას ვგრძნობდე და ისეთი მკვდარი აღარ იყოს ყველაფერი. ახლა, როცა სიცოცხლის ხალისი ნელ-ნელა დაბრუნდა, მეც ისევ დავუბრუნდი ინტენსიურ მუშაობას და პარალელურად რამდენიმე ტილოზე ვმუშაობ,ვწერ ისევ . შემოქმედებაზე დატოვებულ გავლენას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, მე თავადაც ველოდი, რომ დატოვებდა კარანტინი გარკვეულ კვალს, თუმცა მაინცდამაინც ასე არ მოხდა. იმდენად სტატიკური იყო ყველა პროცესი, გავლენებიც შეჩერდა, ალბათ. ახლა უფრო ვგრძნობ მათ დაბრუნებას, ვიდრე იზოლაციაში. 2.ყველაზე მეტად რისი ხატვა მოგწონთ? გაქვთ თუ არა ფერი რომელსაც ყველა ნახატში იყენებთ? ადამიანების ხატვა მიყვარს განსაკუთრებით. ძალიან ცოტა მაქვს ისეთი კომპოზიცია, სადაც ადამიანი არ ფიგურირებს რაიმე სახით, იქნება ეს საკუთარი თავი, ვინმე სხვა პიროვნება, თუ წმინდად ჩემი გონების ნაყოფი. მე ვხატავ იმას, რაც მგონია, რომ გარკვეულ დონეზე მაქვს ნაგრძნობი და აქედან გამომდინარე, შემიძლია, გულწრფელი ვიყო. მოტყუება არ მჭირდება. ეს არის მიზეზი, და არა მაგალითად ის, რომ ადამიანი მიმაჩნია სამყაროს ერთადერთ ცენტრად. ფერს რაც შეეხება, სხვადასხვა ფერების ამოჩემება მჩვევია ხოლმე, თუმცა, მგონი ლურჯს მაინც ყველგან ვიყენებ. მრავლისმომცველი ფერია, დიდი სიღრმის მატარებელი და ემოციური დატვირთვის მქონე. 3. დღევანდელობაში არის თუ არა ხელოვნება მატერიალიზირებული? ( დაუშვათ მხატვრები ხატავენ შეკვეთით) ამაზე რას ფიქრობთ? ხელოვნება გარკვეული დოზით ყოველთვის იყო მატერიალიზებული.თუმცა გააჩნია, ხელოვანი ამაში განზრახ მონაწილეობს თუ ბუნებრივია ეს ყველაფერი. მთავარია, ნამუშევრის შექმნის მოტივი არ იყოს მატერიალისტური. სხვა მხრივ, ხელოვნების გარკვეული ჯანსაღი სახითა და დოზით მატერიალიზება ბუნებრივია. რეალურად რომ მივუდგეთ, სულ რომ არაფერი, შეძენა სჭირდება მასალებს. შეკვეთით ხატვას რაც შეეხება, არაფერი დამანკნინებელი შეკვეთით ხატვაში არ არის. დაკვეთებზე მუშაობითაც უდიდეს პროფესიულ გამოცდილებას იღებს მხატვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ შრომა არ იკარგება მატერიალური სარგებლის ამოწურვასთან ერთად. 4.თქვენ როგორც ხელოვანი რომელ საუკუნეში იცხოვრებდით? ვუდი ალენის ფილმში „შუაღამე პარიზში“ არის ნახსენები, რა დროშიც არ უნდა დავიბადოთ, მაინც სხვა დროში ცხოვრებას ვნატრობთო. ხშირად ვფიქრობ ხოლმე და ზოგჯერ ძალიან მართალია. მე 2000 წელს დავიბადე, საუკუნეების გასაყარზე, თუმცა სიამოვნებით ვიცხოვრებდი მეცხრამეტე, ან მეოცე საუკუნეში, თუმცა მხოლოდ განსაზღვრულ მონაკვეთში. მეცხრამეტე საუკუნის იმ პერიოდში, როცა პარიზი იყო მხატვრობის კერა, ყველა იქ იკრიბებოდა: მოდილიანი, პიკასო, სუტინი, უტრილო, ტულუზ-ლოტრეკი. არამარტო მხატვრობის, მუსიკის ახალი საფეხურიც იყო (ერიკ სატი, დებიუსი), ცხოვრებას ბოჰემური სუნი ჰქონდა და ხელოვნება ყვაოდა. ანდაც, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა გერმანული ექსპრესიონიზმი ღვივდებოდა; როცა კლიმტი, შილე, კოკოშკა მოღვაწეობდნენ. მიჭირს გამორჩევა, გაუმაძღარია ადამიანის ბუნება და ამ მესამე სურვილსაც დავამატებ. მეოცე საუკუნის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდის ნიუ-იორკშიც ვიცხოვრებდი. სწორედ იმ დროს, როცა ნიუ-იორკის სკოლა ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც იყვნენ ვილემ დე კუნინგი, ჯექსონ პოლოკი, მარკ როთკო, ფრანც კლაინი და ბევრი სხვა გენიოსი. 5.რომელ მხატვართან გექნებოდათ დიალოგი? ერთი კონკრეტული მხატვრის ამორჩევა ძალიან მერთულება. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედების გავლენის ქვეშ არ მოვქცეულვარ, გავესაუბრებოდი ფრიდა კალოს, როგორც მხატვარს, როგორც ქალ მხატვარს, და როგორც უბრალოდ ძლიერი, თვითმყოფადი ქალის ეტალონს. გავესაუბრებოდი ეგონ შილეს, თუმცა იმდენად ყველაფერი მოაცებს მისი, იმდენად დიადია, ალბათ კონკრეტულად არაფერს ვკითხავდი. მოვისმენდი უბრალოდ ყველაფერს, რასაც მეტყოდა. ჟან-მიშელ ბასკიასთანაც ვისაუბრებდი. მგონია, მასთან ყველაზე მეტად გამიადვილდებოდა საუბარი, რამდენადაც დროში ყველაზე ახლოა. 6.რას ისურვებდით ხელოვნებისთვის დღევანდელობაში? ფსევდო-ხელოვნებისა და ფსევდო-ხელოვანების გაუჩინარებას ვისურვებდი. თვითონ ხელოვნებას მოკვდავისაგან კეთილი სურვილები არ სჭირდება, ის იმდენად დიადი, თვითმყოფადი და უკვდავია.#ხელოვნება #არტი
Interworld
Tbilisi · 2 weeks ago
ირანისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ურთიერთობები - საკვანძო მომენტები
ირანის ხელისუფლებამ ორშაბათს, 29 ივნისს, შეერთებული შტატების მიერ ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ათობით თანაშემწის დაკავების ორდერი გასცა. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ახალი ტალღა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა, მსოფლიო ძალებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის 2015 წელს ხელმოწერილი ე.წ. ბირთვული შეთანხმება 2018 წლის მაისში დატოვა. ქვემოთ მოცემულია ის საკვანძო მომენტები, რომელიც ბოლოს განვითარებულ მოვლენებთან არის კავშირში: 2019 წელი 27 დეკემბერი: ერაყში მდებარე ქირქუქის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევას 1 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა; გარდა ამისა დაიჭრა აშშ-ისა და ერაყის შეირაღებული ძალების რამდენიმე წევრი. ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციას საკუთარ განცხადებაში არ დაუზუსტებია განხორციელებული თავდასხმის ავტორები, მაგრამ მოგვიანებით ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა სარაკეტო შეტევის მოწყობაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაცია ე.წ. ქათაიბ ჰეზბოლა (Kataib Hezbollah) დაადანაშაულეს. 29 დეკემბერი: ამერიკელმა სამხედროებმა ე.წ. თავდაცვითი შეტევები განახორციელეს ერაყსა და სირიაში მდებარე “ქათაიბ ჰეზბოლას” რამდენიმე ობიექტზე, რომელიც ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით მონაწილეობდნენ ამერიკელი სამხედროს მკვლელობაში. 2020 წელი 2 იანვარი: აშშ-ის თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის განცხადებით, “არის ხელჩასაჭიდი ნიშნები”, რომ ირანი ან მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დამატებითი შეტევების განხორციელებას გეგმავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამერიკულ ინტერესებზე. 3 იანვარი: ერაყის აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით განხორციელებულ სარაკეტო შეტევას ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ე.წ. ყუდსის ძალების ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი და ოფიციალური თეირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყის “სახალხო-სამობილიზაციო ძალების” ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ემსხვერპლნენ. 3 იანვარი: განხორციელებული ლიკვიდაციის შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ გენერალი სოლეიმანი აქტიურად მუშაობდა გეგმაზე, რომლის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში წარმოდგენილ ამერიკელ დიპლომატებზე და ოფიციალურ პირებზე თავდასხმებს აპირებდნენ. საპასუხოდ, ოფიციალურმა ვაშინგტონმა პრევენციისა და დასახული მიზნების აღსაკვეთად უკიდურესი ზომები გამოიყენა. 4 იანვარი: დონალდ ტრამპმა ირანის 52 ერთეულ ობიექტზე იერიშის განხორციელება დააანონსა, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე შეექმნებოდა ამერიკულ ინტერესებს ზემოხსენებულ რეგიონში. 5 იანვარი: ათობით ათასმა “შავებში შემოსილმა” მგლოვიარემ ირანის ქალაქებში - მაშდადსა და აჰვაზში, უკანასკნელ გზაზე გააცილა “ყუდსის ძალების” ლიდერი ყასემ სოლეიმანი. 8 იანვარი: ირანის ხელისუფლებამ ერაყში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მასიური სარაკეტო იერიში განახორციელა. ოფიციალური თეირანის პოზიციით, მათ გაეროს 51-ე მუხლის მიხედვით მიიღეს შეტევის გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ “თავდაცვის პროპორციული ზომების გამოყენებას” გულისხმობს. 8 იანვარი: თეირანის აეროპორტიდან აფრენილმა უკრაინის საერთაშორისო ავიაკომპანიის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 იანვარი: პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, გენერალ სოლეიმანის ლიკვიდირება იმ მიზნით მოხდა, რომ იგი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა. 13 იანვარი: ირანის ხელისუფლება თავდაპირველად უარყოფდა ავიაკატასტროფასთან რაიმე სახის კავშირს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შემდეგ ოფიციალურმა თეირანმა აღიარა, რომ მათ “შემთხვევით” ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი. 12 მარტი: აშშ-ის კოალიციის 3 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა ერაყის ე.წ. Taji-ს ავიაბაზაზე და დედაქალაქ ბაღდადის სიახლოვეს განხორციელებულ სარაკეტო შეტევას. 18 მარტი: შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სასანქციო პაკეტი აამოქმედა. ოფიციალური ვაშინგტონის ძირითად სამიზნედ ირანული სანავთობე ინდუსტრია იქცა. 29 მარტი: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა აშშ “ეკონომიკურ და სამედიცინო ტერორიზმში” დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც ამ ახლო აღმოსავლურ სახელმწიფოში კორონავირუსული ეპიდემია გავრცელდა. 6 აპრილი: Humans Rights Watch-მა მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ სასანქციო პოლიტიკის შემსუბუქებისკენ მოუწოდა, რადგან შეზღუდვები აუარესებდა ოფიციალური თეირანის უნარს, ადეკვატური რეაგირება მოეხდინა COVID-19-ზე. 20 მაისი: აშშ-ში ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის დაწესება დააანონსეს - ამჯერად სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რადგან ეს სტრუქტურები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ახორციელებდნენ. 29 ივნისი: ირანის ხელისუფლებამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა და ინტერპოლს ამ საკითხში დახმარებისკენ მოუწოდა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #USA #Iran #Trump #conflict #quds #force #arrest #rocket #attacks #interworld#ახალიამბები #პოლიტიკა
სპორტლაბი • SportLab
Tbilisi · 1 week ago
კუკურეალია ხეტაფემ გამოისყიდა!
„ბარსელონამ" ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა, რომ „ხეტაფემ" მარკ კუკურელიას ტრანსფერი გამოისყიდა. მადრიდელებმა 21 წლის ფეხბურთელი 10 მილიონ ევროდ შეიძინეს. თუმცა, „ბლაუგრანას" კუკურელიას უფლებების 10% დარჩათ. მარკ კუკურელია „ბარსელონას" აღზრდილია. გასულ სეზონში ის იჯარით „ეიბარში" ასპარეზობდა, რომელმაც ფეხბურთელი კამპანიის ბოლოს გამოისყიდა. თუმცა, ზაფხულში, „ბლაუგრანამ" ფეხბურთელი 4 მილიონ ევროდ დაიბრუნა და იჯარით, „ხეტაფეში" გაუშვა. ამ სეზონში ფეხბურთელმა პრიმერას 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 1 გოლი და 5 ასისტი მიითვალა. არ არის გამორიცხული, კუკურელიას მონაწილეობით ეს მრავალმხრივი ტრანსფერები კვლავაც გაგრძელდეს, რადგან ამჟამად მასზე „ხეტაფეზე" ბევრად სახელოვანი კლუბებიც აცხადებენ პრეტენზიას. მაგალითად, ყველაზე აქტიურად ესპანელს „ნაპოლის" უკავშირებდნენ.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
ჯეიმი ფოქსი ბიოგრაფიულ ფილმში მაიკ ტაისონს განასახიერებს
ჯეიმი ფოქსი ახალ ბიოგრაფიულ ფილმში მაიკ ტაისონის როლს ასრულებსჯეიმი ფოქსმა დაადასტურა, რომ სკანდალური მოკრივის შესახებ ახალ ბიოგრაფიულ სურათში მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ ოსკაროსანმა მსახიობმა მარკ ბირნბაუმთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც Instagram-ზე გამოქვეყნდა. „კი, ასეა. ბიოგრაფიული ფილმების გადაღება მარტივი არ არის, ხანდახან ამისთვის 20 წელია საჭირო, მაგრამ ჩვენ ოფიციალურად წარმატებას მივაღწიეთ“,- განაცხადა ფოქსმა და დასძინა, რომ როლზე მუშაობისთვის ვარჯიშის ყოველდღიური პროგრამა აქვს. ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სურათის რეჟისორი მარტინ სკორსეზე იქნებოდა. პროექტის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 4 days ago
აშშ რუსეთს პასუხს მოსთხოვს, თუ დადასტურდა მისი გარიგება თალიბანთან
პენტაგონის ხელმღვანელობამ 9 ივლისს პირობა დადო, რომ აშშ-ი პასუხს მოსთხოვს მოსკოვს, თუ დადასტურდება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი ფულს უხდიდა თალიბებს ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების დახოცვისთვის. აშშ-ის არმიის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია აქამდე არ დაუდასტურებია სამხედრო დაზვერვის სამსახურებს. მაგრამ გენერალმა პირობა დადო, რომ აშშ-ი აუცილებლად მიიღებს ზომებს, თუ ინფორმაცია მართალი აღმოჩნდება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, მარკ ესპერსსა და გენერალ, მარკ მილის კონგრესში მოუხდათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მას შემდეგ, რაც რამდენიმე წამყვან ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოსდა რუსეთი ფულს აძლევდა თალიბ ექსტრემისტებს, რათა ჯილდოს საფასურად დაეხოცათ ავღანეთში სამხედრო მისიით მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები. მანამდე ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ უარყო ცნობა და განაცხადა, რომ ეს არის "დაუსაბუთებელი და ანონიმური ბრალდებები". თალიბანის მეთაურთა წარმომადგენლობამ 27 ივნისს განაცხადა, რომ გაერთიანება გადაჭრით უარყოფს გამოთქმულ მტკიცებას. ამავე განცხადებით, "თალიბანი არ არის დამოკიდებული საიდუმლო სამსახურის ან უცხო ქვეყნის ქველმოქმედებაზე და ის არავის საჭიროებს სამიზნის განსაზღვრისთვის". შარშან ავღანეთში 20 ამერიკელი სამხედრო მოკლეს. არ არის ცნობილი, რომელი მათგანი გახდა ფულის სანაცვლოდ მკვლელობის მსხვერპლი. გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმისის" თანახმად, საიდუმლო გადახდის თაობაზე უკვე ცნობილია რამდენიმე თვეა.#ახალი_ამბები#twitter
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 weeks ago
Facebook-ის Messenger Rooms-ი საქართველოში
ამერიკისა და კანადის შემდეგ Facebook-მა ჯგუფური ვიდეოზარების სერვისი Messenger Rooms-ი მოხმარებაში სხვა ქვეყნებშიც გაუშვა. მათ შორის, Messenger Rooms-ი ხელმისაწვდომია საქართველოშიც. როგორც ცნობილია, Messenger Rooms-ი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ხელმისაწვდომი გასულ კვირას გახდა. როგორც სერვისის გაშვებისას სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, Rooms-ი სხვა ქვეყნებში უკვე შემდეგი კვირიდან გაეშვებოდა. Meseenger Rooms-ის საშუალებით ერთდროულად შესაძლებელია 50-მდე ადამიანის მოწვევა. ამასთან, შეზღდული არ არის ზარების ხანგრძლივობაც. Facebook-ში ასევე, აცხადებენ, რომ აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება Instagram Direct, WhatsApp და Portal-შიც. კომპანიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინსტრუმენტი შეიქმნა ძირითადად არა სამუშაოსთვის, არამედ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. ”თქვენ არ გჭირდებათ კომუნიკაციის ზუსტი დრო, როგორც სხვა ვიდეო კონფერენციების სერვისებისთვის“, - აღნიშნა ცუკერბერგმა.