კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი გაიზარდა
Tbilisi Daily
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 107 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
#კორონავირუსი
#პაციენტი
#გამოჯანმრთელებული
#tbilisidaily