გიორგი გახარიამ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა

Tbilisi Daily

საქართველოს პრემიერ მინისტრმა სომეხ კოლეგას დაბადების დღე მიულოცა. გიორგი გახარიას მილოცვის ტექსტი ნოკოლ ფაშნიანის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ძვირფასო ნიკოლ, მინდა, მოგილოცოთ დაბადების დღე და გისურვოთ ჯანმრთელობა, ყველაფერი საუკეთესო და წარმატებები თქვენს მეტად საპასუხისმგებლო სამსახურში. ვისარგებლებ შემთხვევით და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც ტრადიციულ მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზეა დაფუძნებული, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება ორი ქვეყნის ხალხისა და ინტერესების საკეთილდღეოდ. ​მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ჩემს ღრმა პატივისცემაში და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით მზადყოფნა გამოვთქვა. გულით გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და ყველაფერს საუკეთესოს“, – ნათქვამია გიორგი გახარიას წერილში. გახარია ფაშინიანი დაბადებისდღე სომხეთი tbilisidaily