გუმათში "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

სოფელ გუმათშიცოტა ხნის წინ,'ნამახვანჰესის'მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაცპოლიცია ტერიტორიაზე კომპანია'ენკას' კუთვნილი ავტომობილების გატარებას ცდილობდა, რისი საშუალებაც აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, მოიხსნას 'გუმათჰესთან' აღმართული ბლოკპოსტი და მათ მიეცეთ სოფელ ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმატერიტორიიდან რამდენიმე აქტივისტი გაიყვანეს. შემთხვევის ადგილას ამ დროისთვის სიშვიდეა. აქციის მონაწილეებმა გუმათჰესისკენ გადაინაცვლეს.