კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი 82 წლის კაცია

0
საქართველოში წუხელ COVID-19-ით მე-15-ე პაციენტი გარდაიცვალა. ის 82 წლის მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ერთ ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა, რომელი ქვეყნიდან, არ სახელდება. ავადმყოფი სავადმყოფოში შეყვანისთანავე იყო მძიმე, ჰქონდა მრავლობითი თანმხლები დაავადება და ორი კვირის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილიაციაზე. ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში დღეს 3-ით გაიზარდა და რაოდენობამ 924-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე StopCov.ge=ზე განახლდა. ამასთან, კიდევე რთი ადამიანი გამოჯანმრთელდა ვირუსისაგან. უახლესი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 785 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
0