"შენ რა ფული მოგცეს თუ?" - მოვაჭრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

0
ბათუმში, ე.წ. ბონის საბითუმო ბაზრობაზე დასაქმებულებს ადმინისტრაციამ გადასახადი 1 წლის განმავლობაში 200 პროცენტით გაუძვირა. ბოლოს, გაზრდილი გადასახადის შესაცებ ინფორმაცია მოვაჭრეებმა გუშინ მიიღეს. მათ ამიერიდან 25 ლარის ნაცვლად 35 ლარის გადახდა მოუწევთ. როგორც მოვაჭრეებმა აღნიშნეს, ბაზარში ისედაც ცოტა ადამიანი დადის და თუ გადასახადი არ შეუმცირდებათ მუშაობას ვერ შეძლებენ. გადასახადის გაძვირება მოვაჭრეებმა გუშინვე გააპროტესტეს და დღეისათვის დააანონსეს კიდეც აქცია, თუმცა ადგილზე მისულებს რამდენიმე მოვაჭრემ გვითხრა, რომ "მოგვარდნენ". მოვაჭრეთა ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ ამ საკითხზე საუაბრი აუკრძალა და პრობლემების შექმნით დაემუქრა. მოვაჭრეები დაპირისპირებილ მხარეებად ჩვენ თვალწინ იქცნენ. ადმინისტრაციის მხარდამჭერებმა, ე.წ. მომგვარებლებმა იმათ, ვინც გაზრდილ საფასურზე ხმა ამოიღეს, კამათი კამერების წინ დაუწყეს. საკითხზე განმარტებას არ აკეთებენ ბაზრის ადმინისტრაციაში. ისინი არ პასუხობენ კითხვას - რატომ აუკრძალეს მოვაჭრეებს მედიასთან კომუნიკაცია?
0