4 votes
0 comments
0 shares
Save
6 views
Joni Ninidze
Tbilisi · 1 year ago

@Tbilisi @თბილისი


Joni Ninidze
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Mariam Chabrava
Tbilisi · 2 days ago
ის რაც გვაკარგვინებს დროსა და ენერგიას
" კარგი იქნება თუ არ დავხარჯავთ ენერგიას ნერვიულობასა და შიშშზე, რადგან არც ერთი ეს გრძნობა დიდად არ ჭრის პრობლემას - პირიქით. სამაგიეროდ გვაკარგინებს ენერგიას და მერე ის აღარ გვრჩება მთავარი საქმისთვის.."#news #opinion #psychology #ნათიაფანჯიკიძე #ფსიქოლოგიაTbilisi თბილისი
Joni Ninidze
Tbilisi · 1 year ago
@Georgia @Tbilisi @საქართველო @თბილისი
თეა დვალაშვილი
Tbilisi · 1 week ago
თათუკები
#ფოტოგრაფი @თეა_დვალაშვილი#photographer @tea_dvalashvili#tbilisi #georgia #საქართველო #თბილისი #photographer #photoshoot #photo #cat #photography #ხელოვნება
For Health
Tbilisi · 2 days ago
გუშინ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
გუშინდელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 236,918 დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. გარდაცვლილთა რიცხვი კი გუშინ 562,039 იყო. ასევე რეკორდული იყო ინფიცირების ახალ შემთხვევათა რიცხვი აშშ-ში, სადაც გუშინ 70 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყოველდღიურად მატულობს დიაგნოსტირებული შემთხვევები ინდოეთში, გუშინდელი მონაცემებით ახალი 27 760 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე გრძელდება პანდემია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში: სომხეთში: 557 ახალი შემთხვევა, 11 გარდაცვლილი აზერბაიჯანში: 526 ახალი შემთხვევა, 8 გარდაცვლილი რუსეთში: 6,635 ახალი შემთხვევა, 174 გარდაცვლილი.#ახალიამბები #კორონავირუსი #სტოპcovid19 #პანდემიაTbilisi თბილისი
Artists Voyage
Tbilisi · 3 days ago
It's not over, everyone. Please, keep your masks on!
It's not over, everyone. Please, keep your masks on! Photos are from a pollution-related campaign from a few years ago. ჯერ არ დასრულებულა ვირუსობანა. გაიკეთეს პირბადეები! ფოტოები, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ, რამდენიმე წლის წინ ჩატარებულ, პერფორმანსს ასახავს. #პანდემია #ხელოვნება #პირბადე #კოვიდ19 #თბილისი #თბილისიდეილი Tbilisi#ხელოვნება
+4
Artists Voyage
Tbilisi · 3 weeks ago
10 შემთხვევა, როცა გაგოშამ უსამართლობა ქუჩაში მხატვრობით გააპროტესტა
შეუძლებელია ერთხელ მაინც არ შეხვედროდით ქართველი ქუჩის მხატვრის, გიორგი გაგოშიძის სტენსილს. ხელოვანი აქტუალურ მოვლენებს და სოციალურ საკითხებს თავისი შემოქმედებით პასუხობს. ამ სტენსილების გადახედვით მარტივად გაგახსენდებათ, რა ხდებოდა საქართველოში რამდენიმე თვის ან თუნდაც ერთწლის წინ. გავიხსენოთ 10 სიტუაცია, როცა გაგოშამ უსამართლობას გონებამახვილური ნამუშევრით უპასუხა. ნახატით გაგოშამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქებული რეალობაა ასახა: "აქ რაც ხატია ამას შვება ეს არხი. რეალობას გადააქცევს "ყველაფერი კარგადაა" ნიუსად, სწორედ ამ სიმულაციას გავუსვი ხაზი". 2. სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს, 2019 მწერალთა სახლის გაუქმების შემდეგ, შესასვლელთან ახალი სტენსილი გაჩნდა. გაგოშას ნახატზე ცნობილი მეცენატი დავით სარაჯიშვილი ჩემოდნით გადის ეზოდან. 3. თვალახვეული ქართლის დედა და ომი მხატვართან თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოს, ქართლის დედას გაგოშამ #სირცხვილიას საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობის ნიშნად თვალზე ხელი ააფარა. სტენსილი მეორე დღესვე გადაღებეს. მხატვარმა მის მიმართ გამოცხადებულ ომს ახალი შინაარსით უპასუხა: ამჯერად სახეგადაშლილ ქართლის დედას სპეცრაზმელი სახეში იარაღს უმიზნებდა, გარშემო კი რეზინის ტყვიები ეყარა. ნამუშევარი მეორე დღესვე წაშალეს და ამ დროისთვის იქ არც ძველი, არც ახალი სტენსილების კვალი აღარაა. 4. ომიდან 11 წლის შემდეგ, გორი, 2019 გორში იმ კედელზე, რომელსაც 11 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს ტყვია მოხვდა, გაგოშამ სტენსილი დახატა 5. ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად, 2019 ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული სტენსილი რუსთავში გასული წლის ზაფხულში გამოჩნდა. ნახატზე ჩანს 50 და 100-ლარიანი კუპიურები, რომელზეც შოთა რუსთაველი თამარ მეფეს ამშვიდებს #თბილისი #გაგოშა #სტენსილი #ქუჩისხელოვნება Tbilisi#ხელოვნება
+2
Daily Science
Tbilisi · 2 weeks ago
NASA უცხოპლანეტური ტექნოლოგიური ცივილიზაციების ძებნის პროექტს აფინანსებს
ჰარვარდის ასტრონომთა გუნდი სხვა ინსტიტუტების მეცნიერებთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ისინი უცხოპლანეტური ცივილიზაციების ტექნოლოგიური ნაკვალევის ძებნას შეუდგებიან. ეს ამბავი აღნიშვნის ღირსი იმის გამოცაა, რომ ეს ინიციატივა 30 წლის განმავლობაში პირველი მსგავსი ტიპის პროექტი გახდა, რომელიც NASA-მ დააფინანსა. "ჩვენ ტექნოლოგიების მიერ დატოვებულ ნაკვალევს ვეძებთ, იქნება ეს ატმოსფეროს ინდუსტრიული დაბინძურება, ქალაქების განათება, მზის პანელები, მეგასტრუქტურები თუ თანამგზავრთა გუნდები", — განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის განყოფილების ხელმძღვანელმა ავი ლოებმა.#news #science #scientists #nasa #cosmos #ახალიამბებიTbilisi თბილისი
Keso Bigvava
Tbilisi · 1 month ago
საზ. ტრანსპორტი, ღია რესტორები, მოლები, სასტუმროები - რა შეზღუდვები იხსნება მომავალ 2 კვირაში
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესებული ზოგიერთი შეზღღუდვა 29 მაისიდან მოიხსნება. 29 მაისიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობაც. მისი თქმით, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და ამაზე პასუხისმგებლები იქნებიან უნიციპალური ტრანსპორტის მმართველი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა საქართველოში 31 მარტიდან არის შეჩერებული. პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციითვე, ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. პირველი ივნისიდან ასევე გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები, და ღია სივრცის მქონე რესტორნები. "8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნბათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა", - თვქა პრემიერმა. საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა 23 მაისამდე იყო გამოცხადებული, თუმცა შეზღუდვები საგანგებოს გაუქმების შემდეგაც დარჩა.#კორონავირუსი #შეზღუდვები #იზოლაცია #თბილისი #სიახლეები #გახარია Tbilisi
Mariam Sharvashidze
Tbilisi · 1 month ago
“ახალი საგრილებელი ეტლი სიცხისა და მტვრისაგან შეწუხებული ტფილისწლწბისათვის” 1902 წელი.
საინტერესო ფოტო ძველი თბილისის გაზეთიდან.1902წელი #newspaper #1902 #თბილისი #ძველითბილისი #ისტორიაTbilisi
Fashion Folk Tales
Tbilisi · 1 month ago
სოფო ჭყონია WWD-სთან ქართული მოდის კვირეულის მომავალს განიხილავს
„ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: საქართველოსთვის მოდის სკოლა აუცილებელია. აქ დიზაინერების უმეტესობა თვითნასწავლია, მათ კი განათლება სჭირდებათ და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომ სკოლა საერთაშორისო იქნება.“ სოფო ჭყონიამ ახალ ინტერვიუში ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა. 💥💥 კრიზისის ფონზე, როდესაც მიმდინარე სეზონზე ქვეყანაში მთავარი მოდური ღონისძიება არ ტარდება და დიზაინერებს, რომლებსაც მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა არ აქვთ, შეკვეთები გაუუქმდათ, ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარების მომავალი უჩვეულოდ ნათელი და იმედის მომცემია. „გამოწვევების მიუხედავად, ქართველი დიზაინერები — და სხვა შემოქმედები — კოვიდ-19-თან მარცხს არ აღიარებენ,“ – აღნიშნულია WWD – ის გამოქვეყნებულ ახალ სტატიაში. თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ორგანიზატორი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი სოფო ჭყონია გამოცემას თავისი გეგმების შესახებ ესაუბრა. ჭყონია თავისი მიზნების განხორციელებას, პირველ რიგში, ახალი კულტურული სივრცის გახსნით იწყებს. ეს სივრცე კი თბილისის ცენტრში მდებარე კოკა-კოლას ძველი ქარხანაა, რომელიც მიმდინარე სეზონისთვის უკვე მზად იყო, მოდის კვირეულისთვის ემასპინძლა. ახალი კულტურული ჰაბი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ტალანტებს დაეხმარება. მასში მოეწყობა სამკერვალოები, გალერიები, კაფეები, ბიბლიოთეკები და ფოფ-აფ მაღაზიები. განთავსდება კომერციული ფართები და დიზაინერებს სტუდიების დაქირავების შესაძლებლობაც მიეცემათ. მოდის კვირეულების გარდა, სხვა აქტივობებსაც უმასპინძლებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ საქართველოს პირველი მოდის სასწავლებელი განთავსდება. რაც შეეხება არსებულ ვითარებაში მოდის კვირეულის ჩატარების განსხვავებულ გზებს, სოფოს თქმით, თბილისის მოდის კვირეულის სპეციფიკიდან გამომდინარე, ციფრული ალტერნატივა მის შემთხვევაში არ გაამართლებს: „საერთაშორისო სტუმრებისთვის ყოველთვის საინტერესოა საქართველოში ჩამოსვლა. ბევრს თბილისის შესახებ გაგებულიც არ აქვს. ადამიანები, რომლებიც პარიზის თუ მილანის გარშემო მოგზაურობენ, ჩვენგან რაღაც განსხვავებულს მოელიან. მათ თბილისი არ სთავაზობს ტიპურ მოდის კვირეულს, არამედ კულტურულ ცვლილებას და ახალგაზრდა დიზაინერების, ნიჭიერი არტისტების და ფოტოგრაფების სოციალურად პასუხისმგებელ პროექტებს. ამ ახალ გარემოში საშუალება გვექნება ყველა ეს ელემენტი გავაერთიანოთ და ადამიანებს შეეძლებათ ყველაფერი ერთ დიდ სივრცეში იხილონ. მოდის გარდა კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესათავაზებელი.“ ჭყონია ღონისძიების ჩატარებას ოქტომბერში იმედოვნებს, თუმცა ამჯერად დიზაინერების შემცირებული და კულტურული ღონისძიებების გაზრდილი რაოდენობით. #სოფოჭყონია #ქართულიმოდა #მოდა #დიზაინი #მოდისკვირეული #კორონავირუსი Tbilisi