ნინი ბადურაშვილი - ძალიან სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტი მოხდა
Tbilisi Daily
მომღერალი ნინი ბადურაშვილი, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"მეგობრებო! ამ გოგონას ვერაფრით მივაწვდინე ხმა.. ძალიან სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტი მოხდა გუშინ.. ვაღიარებ, ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო, რაზეც მოყვა თქვენი ლოგიკური რეაქცია.. მინდა ბოდიში მოვუხადო მას! ალბათ ნახავს როდესაც აღადგენს მის გვერდს.. ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ ზედმეტი აგრესიისაგან. წარმატებები და ბედნიერება თქვენ," - წერს ნინი ბადურაშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, ნინი ბადურაშვილი ერთ-ერთ გადაცემაში იმყოფებოდა სტუმრად, სოციალურ ქსელში გადაცემის ჩანაწერზე, ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: "ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი", რასაც თავად მომღერალი გამოეხმაურა : "ამ ვიდით რამდენს ბედავ!" მომღერლის კომენტარი საზოგადოების კრიტიკის საბაბი გახდა.