ევროკავშირი აფართოებს სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობის გამო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, გააფართოონ სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ და ისინი საწარმოებს, ბიზნესსაც შეეხოს. სანქციები ბელარუსს დაუწესეს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ „სასტიკი მოქმედების“ გამო ხელისუფლების მხრიდან აგვიტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
ევროკავშირი თვლის, რომ ბელარუსის მმართველის, ალექსანდრ ლუკაშენკასა და სხვა მაღალი რანგის ათეულობით მოხელესთვის დაწესებულმა სანქციებმა რეპრესიების შეჩერება არ მოიტანა და როგორც ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა 19 ნოემბერს, ახალი სანქციები არა მხოლოდ კერძო პირებს, ისინი უნდა შეეხოს „ფირმებს და საწარმოებს“. ბორელის თანახმად, ამ ნაბიჯმა უნდა იმოქმედო ბელარუსში ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე.
ბორელმა ილაპარაკა სანქციებზე იმ ფირმების და ბიზნესმენების წინააღმდეგ რომლებიც მხარს უჭერენ ლუკაშენკას რეჟიმს.
ლუკაშენკა, რომელიც ბელარუსს მართავს 26 წელიწადი, თითქმის ყოველდღეა მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო გამოსვლების მოწმე არჩევნების შემდეგ.
აგვიტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ლუკაშენკამ გაიმარჯვა, მაგრამ დასავლეთი და ოპოზიცია არ აღიარებენ შედეგებს და ახალ არჩევნებს, ასევე ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვენ. საპროტესტო გამოსვლების დროს პოლიციის ძალადობის გამო რამდენიმე პირი მოკლეს, ათასობით ადამიანი დააკავეს, ვრცელდება ცნობების დაკავებულების წამების გარშემო. ქვეყნის ოპოზიციის ნაწილი საპატიმროებშია, ნაწილმა ქვეყანა დატოვე რეპრესიების გამო.
ევროკავშირის გარდა ბელარუს მოხელეებს სანქციები აშშ-მა, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმაც დააწესეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30959087.html
#ახალი_ამბები
#twitter