9 votes
0 comments
0 shares
Save
5 views
Ninya Khachiuri
Tbilisi · 1 year ago

მცხეთა 💛


Ninya Khachiuri
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Ninya Khachiuri
Tbilisi, Georgia · 10 months ago
მცხეთა
Ninya Khachiuri
Tbilisi, Georgia · 1 year ago
მცხეთა 💙
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
გიორგი შაქარაშვილის ბიძა 17 პირის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე გამოძიებას ნდობას უცხადებს. როგორც ნიკოლაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლება გამოიკვეთოს დაკავებულების საქმეში გიორგი შაქარაშვილთან მიმართებით. “თავიდანვე ვენდობოდი გამოძიებას. ვიცოდი, რომ შედეგი სახეზე იქნებოდა. ბუნებრივია, დღესაც ვენდობი და ისიც ვიცოდი, რომ დააკავებდნენ არაერთ პირს, მაგრამ ამის თქმის უფლებას ჩემს თავს არ ვაძლევდი. ასე რომ, ყველაფერი მიდის სათანადო კალაპოტში და ასე იქნება ბოლომდე. გიორგისთან მიმართებით რა გამოიკვეთება, ეს არ ვიცი, მაგრამ ესეც ხომ მნიშვნელოვანი გაგრძელებაა ამ მოვლენის. დაველოდოთ ექსპერტიზას. შემდგომ ალბათ დასრულდება”,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირi დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მცხეთა- მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში წუხელ გამოკითხული თენგო ბარბაქაძეც არის. დაკავებულია ასევე, შავი "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს 3 პირი მისდევდა
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი პირის, დაზარალებულ ვახო ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, ხიდიდან გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს 3 პირი მისდევდა. თუმცა, როგორც მისი ჩვენებიდან ირკვევა, აღნიშნული პირების ამოცნობა მას არ შეუძლია. „ინეტრპრესნიუსმა“ ახვლედიანის ჩვენება მოიპოვა, რომელშიც ახვლედიანი დაბადების დღეზე დაწყებულ კონფლიქტსა და შემდეგ უკვე, ხიდთან განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს. როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, იუბილარის დაბადების დღეზე ის მეგობრებთან - გიორგი ქათამაძესთან და დიჯეი კოკო ღიბრაძესთან ერთად წავიდა. „ჩემმა მეგობარმა, ანა გაბეჩავამ მე და ჩვენი საერთო მეგობრები - გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე დაგვპატიჟა 2020 წლის 18 ივნისს, თავის დაბადების დღეზე. ანამ გვითხრა, რომ ის დაბადების დღის სუფრას იხდიდა ქალაქ მცხეთაში მდებარე „ლიდერფუდის“ მაღაზიის უკან მდებარე კაფე-ბარში. ანას ჩვენ დავთანხმდით. 2020 წლის 18 ივნისს მე, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე შევიკრიბეთ ჩემი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საიდანაც ჩვენ სამივენი ტაქსით წავედით ანას დაბადების დღის სუფრაზე - ქალაქ მცხეთაში მდებარე „ლიდერფუდის“ მაღაზიის უკან მდებარე კაფე-ბარში... რომ მივედით, უკვე იყო შებინდებული, ზუსტი საათი არ მახსოვს. სუფრაზე რომ მივედით, ჩვენ იქ დაგვხვდნენ ანა გაბეჩავა და მისი მეგობარი გოგო-ბიჭები, რომლებსაც მე არ ვიცნობდი. სუფრაზე ვიქნებოდით დაახლოებით, 30 ადამიანი. სუფრაზე ყოფნისას მე იქ გავიცანი ანა გაბეჩავას მეგობარი გიორგი შაქარაშვილი. ჩვენ ცოტა დავლიეთ ალკოჰოლური სასმელი და თან ვცეკვავდით და ვერთობოდით. სუფრის მსვლელობისას იქ მყოფ ახალგაზრდებს შორის მოხდა ჩხუბი, ოღონდ თუ რაზე მოხდა მათ შორის ჩხუბი და ვის და ვის შორის მოხდა ჩხუბი, მე არ ვიცი, რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ, მე იქ მყოფთაგან ვიცნობდი მხოლოდ ჩემ მეგობრებს - გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს, ანა გაბეჩავას და იქ სუფრაზე გავიცანი გიორგი შაქარაშვილი. ჩხუბი და გაწევ-გამოწევა მე შევნიშნე კაფე-ბარის გარეთ ეზოში, როდესაც შემთხვევით გამოვედი გარეთ, ეზოში. ჩხუბი შიგნით კაფე-ბარში არ ყოფილა. ამის შემდეგ ჩხუბი მალევე შეწყდა და ყველანი ჩაჯდნენ ავტომანქანებში და დაიშალნენ. ჩხუბში ან მოჩხუბართა გაშველებაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან იმ ადგილზე ბნელოდა, მე არ დამინახავს სახეზე, თუ ვინ ჩხუბობდა ერთმანეთში და ვინ იღებდა მონაწილეობას გაშველებაში, არც ის დამინახავს, ვინმეს ჰქონდა თუ არა ჩხუბის შედეგად დაზიანება მიღებული. ამის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვამშვიდებდი ანა გაბეჩავას და მის მეგობარ გოგონებს, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ იქ სუფრაზე, რის შემდეგაც ზოგიერთი გოგო შევიდა შიგნით კაფე-ბარში, ხოლო ზოგიერთი იყო გარეთ ეზოში. ამასობაში, გავიდა რამდენიმე წუთი, ამის შემდეგ ადგილზე დავრჩით მე, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე, სხვა ბიჭები მე იქ არ მინახავს. მე, გიორგი ქათამაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით სახლში და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სანამ გამოვიდოდით, „ლიდერფუდთან“ არსებულ კიბეებთან შევნიშნეთ სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ანა გაბეჩავას დაბადების დღის სუფრაზე. ამ სამი ახალგაზრდა ბიჭიდან ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი. მათ არანაირი სახის დაზიანების კვალი არ ემჩნეოდათ. ჩვენ ექვსივე ერთად გადავედით მცხეთა-თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მეორე მხარეს, ანუ თბილისის მიმართულებით და დავყევით გზას ფეხით თბილისისკენ და თან ხელს ვუქნევდით ავტომანქანებს, რომ ვინმეს გაეჩერებინა ჩვენთვის და წავეყვანეთ ქალაქ თბილისში, თუმცა, ავტომანქანა არავინ გაგვიჩერა. რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მიმართულებით ჩვენ მდინარე არაგვის ხიდზე გადავედით თუ არა, უკანა მხრიდან დაგვეწია მოთეთრო-მოვერცხლისფრო ავტომანქანა, რომლის მარკა, სერია და ნომერი არ მახსოვს. ავტომანქანა გაჩერდა დაახლოებით, 10-15 მეტრით წინ მიმავალ ჩემ მეგობრებთან, გიორგი ქათამაძესთან და კონსტანტინე ღიბრაძესთან. ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით, 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემკენ და უკან გამოყვნენ დანარჩენებიც და როგორც კი მოვიდნენ ჩემთან, პირველმა, რომელიც გამოიქცა ჩემსკენ და მოვიდა ჩემთან, დამარტყა ხელი სახეში და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემსკენ ჩემ საცემად, რის გამოც მე და ჩემ გვერდით მყოფი კიდევ 3 ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, გავიქეცით უკან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მცხეთის მიმართულებით. რამდენიმე მეტრი რომ გავიქეცით, მდევრებიც გაჩერდნენ, გატრიალდნენ უკან, ჩასხდნენ თავიანთ ავტომანქანაში და წავიდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ისევ გავაგრძელეთ ყველამ ერთად გზა ქალაქ თბილისისკენ, ანუ მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი ქათამაძემ და კიდევ იმ სამმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე და რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, ხოლო კონსტანტინე ღიბრაძე ამ დროს იქ არ დამინახავს. მე უნდა მეკითხა გიორგი ქათამაძისთვის, კონსტანტინე ღიბრაძე სად არის-მეთქი, რა დროსაც იმავე ხიდზე როგორც კი გადავედით, ჩვენ უკანა მხრიდან დაგვეწია ავტომანქანა, რომლის ფერი, სერია და ნომერი არ მახსოვს, რადგან ვიყავი შეშინებული. აშკარად იყო სხვა ავტომანქანა. ავტომანქანა გაჩერდა ჩვენთან და როგორც კი გაიღო ავტომანქანის კარები და ავტომანქანიდან იქ მჯდომმა პირებმა დააპირეს გადმოსვლა, ჩვენ ყველა ერთად მოვტრიალდით უკან და გავიქეცით ქალაქ მცხეთის მიმართულებით. ისინი, ვინც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, მოგვსდევდნენ უკან და გვეძახდნენ - გაჩერდით, სად გარბიხართო და გვაგინებდნენ. ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში, ხოლო სხვები თუ საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი, რადგან იყო ღამე. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ ჩემ წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილის და შემდეგ, თუ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს. მე ჩუმად ვიჯექი და ვიმალებოდი ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით, 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა - „სად გაიქეცით, გამოდითო“ და თანაც გვაგინებდნენ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, ძახილის ხმა შეწყდა, თუმცა, მე მაინც არ გამოვსულვარ ბუჩქებიდან, სადაც ვიმალებოდი დაახლოებით, 35-40 წუთი. ბოლოს, როცა დავრწმუნდი, რომ საფრთხემ ჩაიარა, მე გამოვედი ბუჩქებიდან და გამოვედი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. გზაზე რომ გამოვედი, მე დავურეკე ჩემი მობილური ტელეფონიდან ჩემს მეგობარ გიორგი ქათამაძეს მობილურ ტელეფონზე, რომლის სიმ ბარათის ნომერი არ მახსოვს და ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, რა დროსაც გიორგი იქვე საიდანღაც ბუჩქებიდან გამოვიდა საავტომობილო გზაზე, ხოლო ის სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, თუ სად წავიდნენ და სად იყვნენ, არ ვიცი, რადგანაც ისინი იმ დროს უკვე იქ არ ყოფილან. ამის შემდეგ მე დავურეკე ჩემს მეგობარ ლუკა ბეჟანიშვილის, რომლის ტელეფონის ნომერი არ მახსოვს და ვთხოვე, მოსულიყო ჩვენთან და წავეყვანე სახლში. რამდენიმე წუთში ჩვენთან მოვიდა ჩვენი მეზობელი კახა, რომლის გვარი არ ვიცი, თავისი ავტომანქანით, რომელმაც გვითხრა, რომ ლუკამ გამოგვგზავნა თქვენთანო, რის შემდეგაც ჩვენ, ანუ მე და გიორგი ქათამაძე ჩავჯექით კახას ავტომანქანაში და წავედით სახლში. უბანში რომ მივედით, იქ დაგვხვდა ჩვენი მეგობარი კონსტანტინე ღიბრაძე, რის შემდეგაც ჩვენ დავიშალეთ და წავედით სახლში. მეორე დილით მე ანა გაბეჩავამ „ინსტაგრამზე“ მომწერა, გიორგი შაქარაშვილი არ ჩანს და ხომ არ იცი, სად არისო, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. სწორედ მაშინ გავიგე ანასგან, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო დაკარგული. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო ის ბიჭი, რომლებიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იყვნენ, ხოლო იმ ბიჭებს, რომლებიც ჩვენ გამოგვეკიდნენ და გვცემდნენ, ვერ ამოვიცნობ, რადგან ისინი კარგად არ მინახავს. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე არ ვიცი, ვის და ვის შორის და რა მიზეზით მოხდა ჩხუბი კაფე-ბარში, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მომხდარი ჩხუბის დროს მე სახეში ცხვირის მიდამოში მივიღე დაზიანება და მე თანახმა ვარ, ჩამიტარდეს ექსპერტიზა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო ის ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ და რომლებთან ერთადაც ჩვენ წავედით ქალაქ თბილისისკენ, მე მათი ამოცნობა შემიძლია სახეზე და ფიზიკურად. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როდესაც მე ჩემს უბანში მივედი და იქ დამხვდა კონსტანტინე ღიბრაძე, რომელსაც მე ვკითხე, შენ რითი წამოხვედი-მეთქი, რაზედაც მან მიპასუხა, რომ გზაზე ხელი გავუქნიე შემთხვევით გამვლელ ავტომანქანას და იმან გამომიყოლა ქალაქ თბილისშიო. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როდესაც გავიგე ანა გაბეჩავასგან, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, მე არ მიკითხავს არც ჩემს მეგობრებში და არც არავისთან გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რადგანაც ვიფიქრე, რომ ალბათ, გამოჩდება-მეთქი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო გიორგი შაქარაშვილი... კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მე მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზიანება მივიღე ცხვირის მიდამოში, იყო ოდნავ გრძელი თმებით, საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის, რომლის ამოცნობაც მე შემიძლია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ზემოთაღნიშნული ჩხუბის დროს მე მეცვა თეთრი ფერის გრძელსახელოიანი „საროჩკა“ და ლურჯი ფერის ნაჭრის შორტები. როდესაც მე მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგ დროს ასევე შემომეხა „საროჩკა“, რომელიც მეცვა და რადგანაც იგი იყო გახეული, ქალაქ თბილისში ჩამოსვლისას ჩემ უბანში მდგარ ურნაში გადავაგდე, ხოლო შორტები მე გამოვიცვალე ჩემ სახლში და ამჟამად ვინახავ ჩემ საცხოვრებელ სახლში. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე თანახმა ვარ, მონაწილეობა მივიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში“, - აცხადებს ახველედიანი ჩვენებაში.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
რა მასალას ფლობს ფოტოგრაფი
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე პირადად ინახავს „სონის“ ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას, - რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ეს პატაკი შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ეკუთვნის, რომელიც მან 22 ივნისს დაწერა. როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, გამომძიებლის პატაკი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიან საქმეში დევს. გამომძიებელი შემდგომი რეაგირების თხოვნით მიმართავს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს. 18 წლის ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა იმ ინციდენტისა, რა დროსაც საავტომობილო ტრასაზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს და მათ შორის გიორგი შაქარაშვილს, რამდენიმე პირი დაესხა თავს, ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, გიორგი შაქარაშვილი კი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გაქცევით უშველა თავს იაკობ ბრეგვაძემაც. პროკურატურის მიერ, 27 ივნისს, შაქარაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში, თითქმის წუთნახევრიანი მონაკვეთი სწორედ იაკობ ბრეგვაძეს ეკუთვნის. ის და მასთან ერთად მყოფი ხუთი ახალგაზრდა, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილიც, თბილისი-ლესელიძე-სენაკის გზაზე გადაადგილდებიან. კადრები, სავარაუდოდ, ტელეფონითაა გადაღებული და ის არ ასახავს ინცინდენტის მონაკვეთს. გამომძიებლის პატაკის საფუძველზე, იაკობ ბრეგვაძის კუთვნილი „სონის“ ფოტოაპარატი გამოძიებამ 22 ივნისს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის კომპიუტერულ-ტექნიკურ ექსპერტიზას გადასცა. ექსპერტიზაზე გაგზავნამდე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურა მცხეთის რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართავს და წერს, რომ ფოტოგრაფი ინფორმაციას არ აწვდის გამოძიებას: „იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვის ოქმის ანალიზის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მოვლენათა ნაწილის შესახებ, რომელთა უშუალო შემსწრეც გახდა, ინფორმაციას არ აწვდის გამოძიებას. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის ვარაუდი, რომ მან მომხდარი ფაქტების ამსახველი ფოტოებიც გადაიღო, რომელიც შესაძლებელია გაანადგურა, წაშალა, რისი აღდგენაც შესაძლებელია მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების გზით. არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ შესაძლებელია, აღნიშნული კამერით დაფიქსირებულიყო საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, მომხდარი კონფლიქტი, კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, კონფლიქტში მონაწილე პირთა გადაადგილება და ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქმის სწორი წარმართვისთვის. ვინაიდან, ექსპერტიზის ჩატარების გარეშე ვერ მოხერხდება წაშლილი ფოტო-მასალის აღდგენა, აღმოჩენა და გადმოწერა, უნდა მოხდეს ფოტოაპარატის ამოღება, რათა დაინიშნოს საინფორმაციო-ტექნოლoგიური ექსპერტიზა, რის შემდეგაც, მოხდება ფოტოაპარატში არსებული და წაშლილი მასალის აღდგენა“, - რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ მცხეთის რაიონული სამმართველოსთვის გაგზავნილ განცხადებაში. ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტში, რომელიც 24 ივნისით თარიღდება, ვკითხულობთ, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილ იქნა 2198 არსებული და 1700 წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილი და 28 არსებული სტატუსის მქონე ვიდეო ფაილი, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიდან, ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯამში, ფოტოკამერიდან ამოღებულმა მასალამ 6 DVD დისკი შეადგინა. შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიან საქმეში, რომელიც რადიო „თავისუფლებამ“ მოიპოვა, არ დევს დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შინაარსის მასალის ამოღება და აღდგენა მოახერხეს იაკობ ბრეგვაძის ფოტოკამერიდან ექსპერტებმა. გარდა ამისა, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიანი საქმიდან ირკვევა, რომ 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ნაპირზე ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების შემდეგ, ნაპოვნია შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები. ამოღებული ნივთები 25 ივნისსვე გადაიგზავნა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა წინდებსა და ფეხსაცმლის საფენებზე. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 6 days ago
პროკურატურამ სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა. მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - თ.რ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა. ბრალდების მხარემ ი.ქ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.#ახალიამბები
ისტორიული მატიანე
Tbilisi, Georgia · 1 week ago
1918 წლის სომხეთ - საქართველოს ომი, რომელზეც ისტორიის წიგნებში არაფერი წერია!
ჩვენი ქვეყნის ისტორიას მრავალი პარადოქსი ახსოვს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსი მაინც 1918 წლის დეკემბერში დაწყებული ომია საქართველოსა და სომხეთს შორის. მაშინდელი დაპირისპირების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სომხეთის იმჟამინდელ მესვეურებს ჩვენს მიწა-წყალზე ეჭირათ თვალი. ჯერ კიდევ 1830 წელს სომხებმა 2 მილიარდი რუპია შეაგროვეს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველისთვის გადასაცემად, სანაცვლოდ კი მოითხოვეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში შექმნილიყო სომხური გუბერნია, რომლის ცენტრიც იქნებოდა თბილისი(?!). არადა, რუსებმა სპარსელებს ერევანი 1828 წელს წაართვეს, მიუხედავად ამისა, სომხებს მაინც თბილისის დასაკუთრება ჰქონდათ გულში ამოჭრილი. სხვათა შორის, ნიკოლოზ პირველმა კატეგორიული უარი განაცხადა ასტრონომიულ თანხაზე და სომხებს ერევნისკენ მიუთითა – იქ არის თქვენი მიწა-წყალი და ის იმყოფინეთო. მეოცე საუკუნის დასაწყისში სომეხმა დაშნაკებმა გამოსცეს რუკები, სადაც „დიდი სომხეთის“ შემადგენლობაში მოაქციეს აღმოსავლეთ საქართველო, ნახევარი აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ ირანი და ოსმალეთის იმპერიის უდიდესი ნაწილი. ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე ვიქტორ ნოზაძე წერდა: „სომხებმა გაამზადეს სომხეთის რუკა პარიზის საზავო კონფერენციისათვის წარსადგენად და ამ რუკაზე, როგორც სომხეთში შემავალი ტერიტორიები, აღნიშნული იყო თბილისი, ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, მცხეთა, გორი, ბათუმი და ბათუმის ოლქი“. ჩვენი მეზობლები ამას არ დასჯერდნენ და სიტყვა საქმედ რომ ექციათ, ხელები დაიკაპიწეს. ამ დროს ქართული ჯარი რამდენიმე ფრონტზე იბრძოდა. სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობდა აფხაზეთსა და შიდა ქართლში აჯანყებული აფხაზი და ოსი ბოლშევიკების წინააღმდეგ. თურქთა აგენტურამ შექმნა ე.წ. „ყარსის სეპარატისტული მთავრობა“ და იქაც საომარ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. ამ დროს სომხებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ დასუსტებულ საქართველოს ადვილად დაიპყრობდნენ და შავ ზღვაზე გასასვლელს მოიპოვებდნენ. არადა, ჩვენზე უკეთეს დღეში არც თავად სომხები იყვნენ: პირველ მსოფლიო ომში სომხებმა სცადეს ესარგებლათ ხელსაყრელი ვითარებით და ოსმალეთისთვის წაერთმიათ აღმოსავლეთი ანატოლია, მაგრამ მათი მცდელობა კრახით დასრულდა. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს. უამრავი სომეხი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ასობით ათასი კი სხვაგან გადაასახლეს. და ასეთ უმძიმეს დროს საქართველოს თავშესაფრის მძებნელი 120 ათასი სომეხი და 15 ათასი ბერძენი მოადგა. მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნავდა: „განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ერის ტრაგედიას, რომლის ერთი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი – მის გარეთ... ეს არის სომხობა. ძველ ანდერძს დღევანდელი ქართველობაც გაიხსენებს და სომხის ერი იმავე მფარველობას ჰპოვებს ჩვენში, რომელსაც ჰპოვებდა იგი ქართველ მეფეთაგან“. ძალიან მალე მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებას რეალური სახე მიეცა — ლტოლვილ სომეხთა დასახმარებლად ოპერატიულად შეიქმნა საგანგებო კომიტეტი, ხელისუფლებამ გამოყო ფულადი სახსრები 100 ათასი მანეთის ოდენობით, რაც იმ დროისათვის საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა. უმოკლეს დროში მოხდა ათობით ათასი ლტოლვილის დაპურება და დაბინავება. სომხებმა აზერბაიჯანისკენაც სცადეს გაჭრა და ყარაბაღის დაკავება, მაგრამ ხელი მოეცარათ. და, ოსმალებთან და აზერბაიჯანელებთან რომ ვერაფერს გახდნენ, 1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს გამოუცხადეს ომი. ამ ფაქტს საქართველოს მთავრობაში ხარხარით შეხვდნენ. სანამ ქართველები ვხარხარებდით, სომხეთის არმიამ თითქმის უბრძოლველად დაიკავა ლორე-ტაშირი (რომელსაც ადრე თავად სომხები „ვრაც დაშტს“, ანუ „ქართველთა მიწას“ უწოდებდნენ), ქვემო ქართლი და თბილისს მოუახლოვდა. ბოლოს, როგორც იქნა, „გატოკდა“ საქართველოს ხელისუფლება და პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ საპროტესტო ნოტა გაგზავნა სომხეთში. ქაღალდის გაგზავნას ჯარის გაგზავნა აჯობებდაო, აყვირდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, თუმცა გულუბრყვილოებს კიდევ სჯეროდათ, რომ ეს „გაუგებრობა“ დიპლომატიით მოგვარდებოდა სხვათა შორის, არც მოსახლეობაში იგრძნობოდა სერიოზული დამოკიდებულება ამ „უცნაური ომისადმი“. მაგალითად, თბილისში, დღევანდელ კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობაში თბილისელ სომხებს გახსნილი ჰქონდათ შტაბი, სადაც მოხალისედ ეწერებოდნენ სომხურ არმიაში(!). მთელმა ქალაქმა იცოდა ეს ამბავი, მაგრამ ხელის შემშლელი არავინ იყო. 1918 წლის 21 დეკემბერს, მაშინ, როდესაც თიანეთში ადგილობრივი მოსახლეობის სამხედრო მობილიზაცია მიმდინარეობდა, დაბის ცენტრში თავშეყრილ ხალხთან მივიდა სომეხი მღვდელი ტერ-ოვანეს გირგიდიანცი და ქართველებს მოუწოდა, არ მიეღოთ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში. საუბედუროდ, ბევრმა დაუჯერა კიდეც ტერტერას და თანამოძმეთა დახმარება გადაიფიქრა. იმ პერიოდში დუშეთში მოხდა აჯანყება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ლტოლვილი სომხები. ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის ზურგში მახვილის ჩაცემა, მაგრამ ახლად შექმნილი რესპუბლიკის მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დუშეთის აჯანყება უმოკლეს დროში ჩააქრეს. როდესაც მავანთა სიავეს ვიხსენებთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ დიდი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ერთგული შვილის ოვანეს თუმანიანის მართლაც ღირსეული საქციელი. ქართველთა და სომეხთა შორის მიმდინარე ომის დროს ოვანეს თუმანიანის შვილებიდან რამდენიმე ერევანში ჩარჩა. მწერალმა შვილებს შეუთვალა: „თუ ქართველების წინააღმდეგ იბრძოლებთ, შეგაჩვენებთ და თქვენზე უარს ვიტყვი!“ რაც შეეხება „უცნაურ ომს“, საქართველოს მთავრობამ მობილიზაცია მხოლოდ 18 დეკემბერს გამოაცხადა და ამის მერეღა დაიწყეს შეკრება მაშველმა ჯარებმა. 23 დეკემბერს ფრონტზე განლაგდა სამტრედიის რაზმი გენერალ ჩხეტიანის მეთაურობით. მთავარსარდალმა გიორგი მაზნიაშვილმა ამ რაზმს უბრძანა, იერიში მიეტანა ქალაქ შულავერზე. 24 დეკემბრის ღამით გვარდიელებმა, თანახმად ბრძანებისა, ერთ-ერთ მაღლობს შეუტიეს, ხელჩართული ბრძოლით გარეკეს მტერი შულავერიდან და ხელთ იგდეს ორი ტყვიამფრქვევი. მაგრამ საღამოს გვარდიელებმა დაკავებული პოზიციები მიატოვეს და სოფელში დაბრუნდნენ. ამ საქციელს გვარდიელები მოგვიანებით იმით ხსნიდნენ, რომ ციოდა და იფიქრეს, ჩავალთ სოფელში, ჩაის დავლევთ, ღამეს გავათენებთ და მაღლობს გათენებისას კვლავ დავიკავებთო. 25 დეკემბერს გვარდიელებმა, ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ, ისევ დაიკავეს მაღლობები, მაგრამ საღამოს კვლავ მიატოვეს დაკავებული პოზიციები და სოფელში დაბრუნდნენ. მესამე დღეს ჩვენმა სახელოვანმა მეომრებმა არა მარტო მიტოვებული პოზიციები დაიბრუნეს, წინაც წაიწიეს. ასე გამეორდა რამდენჯერმე და, როგორც იქნა, „ცეცხლთან მიმჯდარი ბრძოლის ტაქტიკით“ ქართველები სომხეთის კუთვნილ ტერიტორიაზე გადავიდნენ — 1919 წლის იანვრის დასაწყისში ლამის სევანის ტბას მიაღწიეს. თუმცა, მიუხედავად ასეთი დიდი წარმატებებისა, ჟორდანიას მთავრობამ უკან გაიწვია ლაშქარი. საერთაშორისო ჩარევის (ინგლისი, აშშ, საფრანგეთი) შემდეგ კი დამარცხებულმა სომხეთმა მიიღო სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი ლორე-ტაშირის ოლქი, რაც საბოლოოდ კავბიუროს (ამიერკავკასიის მაშინდელი ბოლშევიკური ხელისუფლება) 1921 წლის 7 ივლისის დადგენილებით სომხეთს დაუკანონდა...l დიტო შავდათუაშვილი!
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 5 days ago
გიორგი შაქარაშვილის საქმეში მესამე მანქანა ჩნდება-იყო თუ არა დიდუბეში დაფიქსირებული ფურგუნი მცხეთაში
შაქარაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმეზე ახალი სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. საქმეში გამოჩნდა მესამე ავტომანქანაც - მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბეში გადაღებულ სათვალთვალო ვიდეოკამერებში ფიგურირებს, საიდანაც "მთავარი არხის" ინფორმაციით, მამაკაცი გადმოდის და საქმის ე.წ. ოქროს მოწმესთან, გური ამირხანაშვილთან მოსალაპარაკებლად მიდის. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიდეომასალა აქამდე მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა. საქმის ახალი დეტალები მხოლოდ გუშინ, ექსკლუზიურად "მთავარისთვის" გახდა ცნობილი. ეკა კვესიტაძის "მთავარ აქცენტებში", ნიკა გვარამიამ იმ სქემაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ განვითარდა შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილის ფეხბურთელის ცხედარი წყალში მოხვედრამდე სწორედ იმ ფერად შენობაში იყო გადამალული, რომელიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, დამწვარია. დიდუბეში დაფიქსირებული მიკროავტობუსი მცხეთის სათვალთვალო კამერებშიც ფიგურირებს: "ტოიოტამ გააკეთა თავის შავი საქმე. ბავშვი ამ დროისათვის არის უკვე გარდაცვლილი. სავარაუდოდ და ჩვენი წყაროების ცნობით, მისი ცხედარი არის ფერად შენობაში. ეს მანქანა. ე.წ. მაღალი პასადკა, არის ან ჯიპი, ან ფურგონი რაც ჩვენ ვნახეთ. ცხედარი იმყოფება ფერად შენობაში, 5 წუთი სჭირდება შენობიდან ცხედრის გადმოტანას მანქანაში და ეს მანქანა მიემართება თბილისისკენ. ამის შემდგ იწვება ეს შენობა. იმისათვის, რომ მიკრონაწილაკი დნმ-ის, ცხედრის იქ არ დარჩეს"- ამბობს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, რომ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღე წყალში არ უნდა ყოფილიყო, დღეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატმაც გამოთქვა. ამასთან, გუშინ საღამოს ასევე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ, მაყურებელს უჩვენა კადრები, თუ როგორ ჩერდება ავტომობილი დაახლოებით 5 წთ-ის განმავლობაში, ე.წ. ფერად სახლთან. სანაია, მის მიერ მოპოვებულ ვიდეო-მასალას, გვარამიას მოპოვებულ მასალასთან პარალელს ავლებს და სოციალურ ქსელში კითხვას სვამს, არის თუ არა ერთი და იგივე, დიდუბეში და მცხეთაში დაფიქსირებული მანქანები. "პირველ ფოტოზე მიკროავტობუსი, რომელიც წერეთელზე ჩერდება და იქიდან გადმოსული ადამიანი მიემართება ამირხანაშვილის მიმართულებით. ---- დანარჩენი სამი ფოტო. მცხეთა. ფერადი სახლიდან ლიდერფუდის მიმართულება. ჩვენ მიერ გუშინ გაშვებული კადრების მონაკვეთში ფერადი სახლიდან ლიდერფუდამდე ჩაიარა სულ სამმა მიკროავტობუსმა. ახლა გამოძიებამ უნდა თქვას ზუსტად - წერეთლის მიკროავტუბუსი და ლიდერფუდთან გადაღებული სამი მიკროავტობუსიდან არის თუ არა რომელიმე ერთი და იგივე. სულ ორი პასუხია - კი ან არა. ამ სამი მიკროავტობუსიდან რომელიმე იმ ღამით ჩამოვიდა წერეთელზე თუ არა ? აგერ ფოტოები,"-წერს სანაია სოციალურ ქსელში.
+3
ტური საქართველოში
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
მუცო-კლდეში გამოჭედილი სოფელი!
მუცო სოფელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის თემში. მდებარეობს მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე. სოფელ შატილიდან 12-15 კილომეტრში. ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი, უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორთიფიკაციო, სათავდაცვო სისტემას. მუცოს ნასოფლარში შემავალი ძეგლებია: ბორჩაშვილების ციხე-სახლი ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი თორღვაის კოშკი თორღვაის ციხე-სახლი კოშკიანი ციხე-სახლი ჩოლოყაანთ კოშკი მუცო, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა: ზემოთ უფრო ძველი შეთეკაურთ უბანია და მეორე შედარებით ახალი — დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა. ტურისტებისა და მთამსვლელების საყვარელი ადგილი — მუცო, საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია. ამჯამად მიმდინარეობს ძეგლის რესტავრაცია. მუცოში, ძირითადად, ორი გვარი სახლობდა: შეთეკაურები და დაიაურები. ლეგენდა ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. მუცოელები განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს იცავდნენ. გადმოცემის მიხედვით, საგანძური დღესაც მუცოს ახლოს, მაღალ მთებშია დაცული და რჩეულის მოლოდინშია. locations #travel #goodplaces
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება გიორგი შაქარაშვილის ცხედარს
საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი თემურ მონიავა არ აკონკრეტებს, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარს და აცხადებს, რომ აღნიშნულს შესაბამისი უწყებები გამოძიებით დაადგენენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს. "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს. ამ ოთხი დღის განამვლობაში სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე- მაშველი, ასევე 7 გასაბერი ნავი, შესაბამისი საძიებო სისტემით აღჭურვილი, რომელიც სკანირებას ახდენს მთლიანი წყლის ქვედა პერიმეტრის. ასევე, 4 დღის განმავლობაში უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა სამაშველო ოპერაციის კოორდინირება," - განაცხადა მონიავამ. ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.