დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 43 000-ს გადააჭარბა

0
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 310 250 ადამიანი დანფიცირდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 43 514-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
0