ქობულეთში გმირ პედაგოგს მემორიალი დაუდგეს

Batumi Daily

ქობულეთში გმირ პედაგოგს მემორიალი დაუდგეს. ამის შესახებ ცნობას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მემორიალი მარინა კონცელიძეს დაუდგეს. მან 2019 წლის 5 აპრილს საბავშვო ბაღის წინ დაგორებული მანქანა შეამჩნია და ბაღის ჭიშკართან მყოფ ბავშვებს გადაეფარა, რითაც გადაარჩინა ისინი. პედაგოგმა 11 ბავშვი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა - მანქანისგან მან სასიკვდილო დაზიანება მიიღო და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მემორიალი ქობულეთის მერიამ ციხისძირის ბაღთან არსებულ სკვერში დადგა მარინა კონცელიძესადმი პატივისცემის ნიშნად. პედაგოგი 33 წლის იყო, როდესაც გმირულად გარდაიცვალა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ძეგლი ოფიციალურად არ გახსნილა, თუმცა უკვე დასრულებულია. #გმირობა #პედაგოგი #ქობულეთი #batumidaily