ტრამპი უარყოფს, რომ მიაწოდეს დაზვერვის ინფორმაცია რუსების მიერ თალიბებისთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზების შესახებ

0
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო, რომ მას აცნობეს პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა თალიბანთან დაკავშირებულ შეიარაღებულ პირებს ავღანეთში აშშ-ის სამხედროების მოკვლისთვის ჯილდოს სახით ფულს სთავაზობდა. არც ჩემთვის და არც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის, ან აპარატის  უფროს მარკ მედოუზისთვის „არც ინფორმაცია მოუწოდებია არავის, და არც უთქვამთ“,  „ავღანეთში ჩვენს ჯარებზე რუსების ეგრეთ წოდებული, თავდასხმების შესახებ“,  განაცხადა ტრამპმა ტვიტერით 28 ივნისს. „ყველა უარყოფს და ჩვენზე ბევრი თავდასხმაც არ მომხდარა", წერს ტრამპი 26 ივნისს გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაზე მინიშნებით. გაზეთი, რომელიც ეყრდნობა წყაროს ამერიკის დაზვერვის სამსახურიდან, იტყბინებოდა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა (ГРУ) თალიბანთან დაკავშირებულ მებრძოლებს სთავაზობდა ფულს აშშ-ისა და კოალიციის ჯარის სამხედროთა მოსაკლავად. გამოცემაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რადიკალური ისლამისტები, ასევე მათთან დაკავშირებული შეიარაღებული დამნაშავეები, ამგვარი ქმედებისთვის საჩუქრად ფულს იღებდნენ წარმატებული თავდასხმებისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო დანაყოფისგან. ვაშინგტონში აშშ-ის საელჩომ უარყო ცნობა და განაცხადა, რომ ეს არის "დაუსაბუთებელი და ანონიმური ბრალდებები". თალიბანის მეთაურთა წარმომადგენლობამ 27 ივნისს განაცხადა, რომ გაერთიანება გადაჭრით უარყოფს გამოთქმულ მტკიცებას. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა,  საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა იერიში მიიტანა ტრამპზე იმის გამო, რომ მან, ცნობებით, ვერ მოახერხა რეაგირება და პირობა დადო, რომ თუ აირჩევენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კონფრონტაცია ექნება და რუსეთს სერიოზულ პასუხს მოვთხოვთო.  პასუხი მოითხოვეს კონგრესის წევრებმა, მათ შორის  წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსიმ, რომელმაც განაცხადა: „აქ რაღაც ძალიან ცუდი ხდება და ამაზე პასუხი უნდა გაეცესო“. https://www.radiotavisupleba.ge/a/30695183.html
#ახალი_ამბები
#twitter
0