4 votes
0 comments
0 shares
Save
5 views
ზვიად ჩხენკელი
Batumi · 1 year ago

ბულვარი


ზვიად ჩხენკელი
Batumi · 1 year ago
Similar Posts
ზვიად ჩხენკელი
Batumi · 1 year ago
მზიანი გზა ბათუმში Sunny path to Batumi
Batumi Daily
Batumi · 3 weeks ago
ადრე და ახლა: ბათუმის ძველი ბულვარი
ბათუმის ბულვარი საუკუნეზე მეტია, რაც ამ ქალაქის ყველაზე მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ობიექტია. მისი ისტორია, ჯერ კიდევ, 1881 წლიდან იწყება. როგორც ძველი ცნობებიდან ვიცით, ზღვისპირა პარკის შექმნის იდეა ბათუმის ოლქის გუბერნატორს გასჩენია. მისი მშენებლობა, თავდაპირველად, გერმანელ მებაღეს რესლერს დაევალა. მან წარმატებით დაიწყო თავისი ათწლიანი კონტრაქტის პირობების შესრულება და ბათუმში პატარა ბაღის მშენებლობას მიჰყო ხელი, თუმცა, სამწუხაროდ 1884 წელს გარდაიცვალა. მისი დაწყებული საქმე შემდეგ ფრანგმა დიდგვაროვანმა დ'ალფონსმა გადაიბარა და სწორედ, მან შესძინა ბათუმის ბულვარს საბოლოო იერსახე იმ დროს. BatumiDaily გთავაზობთ ფოტოკოლაჟს ძველი ბულვარიდან და რამდენიმე ისტორიული ფოტოთიც გაგახსენებთ, როგორი იყო ეს ადგილი კიდევ უფრო ადრე: დღეს:#ბათუმისბულვარი #ბულვარი #ისტორია #ფოტოკოლაჟი #batumidaily
+7
ზვიად ჩხენკელი
Batumi · 1 year ago
ზამთარი
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
5 არასამთავრობო ორგანიზაცია გახარიას ბულვარის გაშენებაზე მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბათუმში არსებული 5 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს და ითხოვს, შეჩერდეს ბულვარში გარკვეული ფინანსური ჯგუფების ლობირება ტერიტორიის განაშენიანების მიზნით. ორგანიზაციები ამბობენ, რომ ბულვარი საზოგადოებას ეკუთვნის და მიუღებელია გარკვეული ჯგუფების ინტერსებით უკანონო მშენებლობა. განცხადებას ხელს აწერს: საზოგადოება "ბათომი", თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, "დაიცავი ბათუმი" და დემოკრატიის ინსტიტუტი. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "2020 წლის 29 მაისს, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულომ განაცხადა თანხმობა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, შპს „ამბასადორი ბათუმს“, პირდაპირი განკარგვის წესით, გადასცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ეს უძრავი ქონება არც მეტი არც ნაკლები მდებარეობს ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში. ბათუმის ბულვარი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბათუმის იდენტობის გამომხატველი და მისი სავიზიტო ბარათი რომაა, ეს არავისთვისაა სადაო. შესაბამისად, ყველასთვის წარმოუდგენელი უნდა იყოს ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის ხელყოფა კერძო პირების ინტერესების სასარგებლოდ. მით უფრო, რომ ასევე ყველასთვის ცნობილია, შპს „ამბასადორი ბათუმის“ ინტერესების შესახებ ბულვარის ცენტრალურ ნაწილში. ბათუმის საკრებულომ ყოველგვარი სამოქალაქო ჩართულობის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე შესაძლებელია დადასტურებულ ფაქტად მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ ბათუმის მერს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამოძრავებს გარკვეული ინტერესები, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ქალაქის საუკეთესო ინტერესებს არ უნდა წარმოადგენდეს – ვგულისხმობთ მის სმს გზავნილს საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ – „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ სწორედ ბათუმის ბულვარში (ხსენებული ნაკვეთის მიმდებარედ) ფლობს ყოფილი „ბალნეოლოგიური პოლიკლინიკის“ შენობას, რომლის ადგილას, დამტკიცებული პროექტის მიხედვით, უნდა ააგოს 4–სართულიანი საცურაო აუზი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, გასული წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ განსახილველად შემოიტანა სრულიად ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც ითხოვს არა გამაჯანსაღებელი კომპლექსის, არამედ 15–სართულიანი სასტუმროს მშენებლობას – სასტუმროს მშენებლობას ბულვარის ცენტრში. მას ამ პროექტზე მაშინ და ჯერჯერობით უარი ეთქვა. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, შპს „ამბასადორი ბათუმი“ არ აპირებს დასჯერდეს ამ უარს – ის აპირებს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წინაშე დააყენოს მოთხოვნა, რომ ბულვარის ცენტრალური ნაწილის საკმაოდ მოზრდილი მონაკვეთი ძეგლის საზღვრებიდან ამოიღონ, რაც სერიოზული საფრთხეა ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მთლიანობისთვის. გავლენიანი პირები ღია და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვასა და მიტაცებას ბათუმის ბულვარში, პროტესტის მიუხედავად, მაინც ახერხებენ (მაგალითად, ბოლო წლებში აქ აშენდა სასტუმრო „მერიდიენი“, რაც 2015 წელს ამ ძეგლის – ბულვარის უძველესი ნაწილის საზღვრებიდან ამოიღეს კიდეც). ბოლო წლებში განვითარებულმა პროცესებმა დაგვარწმუნა, რომ ბულვარი კვლავაც სამიზნედ რჩება გავლენიანი ფინანსური ჯგუფებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ბულვარი წარმოადგენს მნიშვნელოვან და ღირებულ ზღვისპირა პარკს, და საზოგადოებრივ სივრცეს, რომლის დასაცავად არაერთი მოქალაქე არაერთხელ გამოვიდა ქუჩაში. სწორედ ამ პროცესს მოჰყვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რისთვისაც ნახევარ-მილიონამდე ლარია გამოყოფილი აჭარის ბიუჯეტიდან. ბულვარის განაშენიანების გეგმით, რომელზე მუშაობის დასრულება ამა წლის ოქტომბერშია დაგეგმილი, განისაზღვრება ბათუმის ბულვარის მომავალი განვითარება, მისი ტერიტორიის გამოყენება და დაშვებული სახეობები, ისე რომ არ შეილახოს როგორც ძეგლის ღირებულებები და მახასიათებლები, ასევე არ დაირღვეს მისი საზოგადოებრივი, ღია სივრცის ფუნქცია. მოვითხოვთ, არ დაუშვათ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი სასტუმროსა და მსგავსი ტიპის ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ბათუმის ბულვარის სამომავლო განვითარებასა და ძეგლის დაცვის ინტერესებს. ასევე მოვითხოვთ გადაწყვეტილების მიმღებებმა უზრუნველყოთ ფართო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დახურულ კარებს მიღმა მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ისედაც საკმაოდ დააზარალა ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა და მისი ერთ–ერთი ყველაზე დიდი ფასეულობა – ბათუმის ბულვარი". ბულვარი განცხადება მშენებლობები საზოგადოება batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
სავაჭრო ჯიხურებს გადასახადებისგან გაათავისუფლებენ
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურებს 3 თვის განმავლობაში გადასახადებისგან გაათავისუფლებენ. მანამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჯიხურების მფლობელებს შეხვდა და მათთან კორონავირუსის შემდეგი მუშაობის გეგმა განიხილა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტრკარაძე და ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე. პანდემიის გამო, ვაჭრობა რამდენიმე თვით მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდა. ყველაზე დიდი ზარალი კი მცირე ბიზნესებს მიადგა. ბულვარში მოვაჭრეები ძირითადად, ტურისტებზე არიან დამოკიდებულები, ტურიზმის ინდუსტრიის დაზარალება კი მათ ზარალსაც ნიშნავს. ბათუმი ბულვარი ვაჭრობა batumidaily
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 3 days ago
საფრანგეთის ელჩი აჭარაშია
საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი აჭარაში იმყოფება .დიპლომატი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, ღირშესანიშნაობებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო. ელჩს თორნიკე რიჟვაძემ უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში დიპლომატმა მოინახულა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დაათვალიერა ასევე პეტრას და გონიოს ციხეები, ბათუმის ბულვარი, რომელიც მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მებაღის მიშელ დალფონსის სახელს უკავშირდება.ცნობისთვის, საფრანგეთი ერთ-ერთია ევროპის იმ 5 ქვეყანას შორის,, რომელთანაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა .
Batumi Daily
Batumi · 2 weeks ago
უკაცრიელი ახალი ბულვარი
თავდაპირველად, როცა ახალი ბულვარის ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო, ყველა ადგილობრივი, რაღაც გრანდიოზულის და ახალი საყვარელი ადგილის მოლოდინში იყო. თითქოს, გარკვეული ხანი ასეც მოხდა და ის ყველამ თანაბრად შევიყვარეთ, მაგრამ, თანდათან, როგორც მობეზრებული საჩუქარი მივივიწყეთ და ისევ ძველ ბულვარს დავუბრუნდით. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ კუთხეებს ვერაფერი ჩაანაცვლებს, ახლის ასე რადიკალურად "გარიყვა" მაინც ამოუხსნელ ამოცანად რჩებოდა ჩემთვის. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობა რომ აღვიქვი, ცოტა არ იყოს მივხვდი, რატომ სტუმრობს მას თითო-ოროლა ადამიანი და რატომ არ გამოირჩევა იგი ხალხმრავლობით. მართალია, აქ ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია, ზოგიერთი ტერიტორია მაინც მივიწყებული და ხშირად, დაბინძურებულ-დამახინჯებულია. თუმცა, აქ მიმდინარე სამუშაოები გვაფიქრებინებს, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და ბევრ საინტერესო ობიექტს, კიდევ უფრო მეტი შეემატება და იგი ძველ თუ ვერ დაიბრუნებს, ახალ იერსახეს მაინც მიიღებს. #ახალიბულვარი #ბულვარი #ბათუმი #ფოტოკოლაჟი #batumidaily
+4
Batumi Daily
Batumi · 2 months ago
ბულვარი — ისტორია და კორონავირუსი
ბათუმის ბულვარში, ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის ექსპერტების გაფრთხილებების მიუხედავად, მოქალაქეების სეირნობა არ წყდება. ასეთი სეირნობების დროს 2 მეტრიანი დისტანციის წესი ირღვევა, რაც თავისთავად საფრთხის შემცველია. ბულვარის მნიშვნელობა ქალაქის ისტორიაში გასაგებია. მისი გაშენება 1881 წლიდან დაიწყო და ადგილმა არსებობის ასწლეულს უკვე დიდი ხნის წინ გადააბიჯა. დღეს ბულვარი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ადგილია - აქ ხე-მცენარეთა რაოდენობა 40,000-ზე მეტია. 2009 წლის ბოლოს ბულვარის ტერიტორია კიდევ უფრო გაიზრდა და 9 მისმა სიგრძემ 9 კილომეტრი შეადგინა. არქიტექტურული სილამაზე, ხე-მცენარეთა სიმრავლე და ზღვის სიახლოვე ბულვარს ბათუმელების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად აქცევს. ბულვარი ტურისტებსაც უყვართ, ბათუმს 2 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს და ცნობილ ბულვარს ისინიც სიამოვნებით ათვალიერებენ. ბულვარის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ: "სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდ კილომეტრიანი სასეირნო, ზღვისპირა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად სადაც ყველა პოულობს თავის ადგილს". ბუნებრივია, ასეთ ადგილთან დაშორება ბათუემელბს ძალიან უჭირთ. თუმცა, დღეს სხვა რეალობას ვუყურებთ. ვერავინ აუკრძალავს მოსახლეობას გასეირნებას, მაგრამ სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია. კორონავირუსმა უკვე მიაყენა დიდი ზიანი ტურისტულ სექტორს - საზღვრები ჩაიკეტა მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმზე საუბარი უადგილოც კი აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, ბათუმი მაინც ტურისტების უმრავლესობას ზაფხულში იზიდავს. მაგრამ საკითხავია, რამდენად შეძლებს ბათუმი ტურისტების მიღებას ზაფხულში, თუკი ახლა დისტანცია არ დავიცავით. იმედია, კანონდარღვევების გამო ზომები უფრო არ გამკაცრდება. თუ არ დავიცავით დისტანცია, შეიძლება ბულვარში დიდი ხანი ვეღარ გავიდეთ.#დარჩი_სახლში #ბულვარი #ისტორია #batumidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
დაგვიანებული რეკომენდაციები და ხალხით სავსე სანაპიროები
რა წესების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს პლაჟზე კორონავირუსის გამო, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. ჯანდაცვის სისტემა ზაფხულში დასვენების მსურველთათვის და საპლაჟო სექტორისთვის რეკომენდაციებზე ამ დრომდე ფიქრობს, პლაჟზე კი უკვე ხალხი მრავლადაა და მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს. თუმცა ტურისტული სეზონი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გახსნილა. სანაპიროზე 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა რომ აუცილებელი იქნება - ეს დანამდვილებით იციან ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში, თუმცა, სანამ დოკუმენტი დაიდება, პლაჟზე უკვე კარგად ჩანს რას ფიქრობენ რუჯის მოყვარულები წესებზე. შეიძლება ღიმილის მომგვრელად ჟღერს, მაგრამ სანაპიროზე დისტანციას არავინ იცავს. ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული რეკომენდაცია არც სანაპიროზე შეზლონგების გამქირავებელი პირებისთვის. თუმცა მათ მუშაობა უკვე განაახლეს. "ივერია ბიჩი", რომელსაც პლაჟი იჯარით აქვს აღებული, არ დალოდებია რეკომენდაციას და შეზლონგებს აქირავებს. აქ ამბობენ, რომ ზოგად წესებს იცავენ და ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგებს სველი წესით წმენდენ. ნამდვილად ასეა თუ არა შეუძლებელია მტკიცება, რადგან ამ ეტაპზე აჭარაში არ არის კონკრეტული უწყება, რომელიც აღნიშნულ საკითხს გააკონტროლებს. "ივერია ბიჩის" გარდა ბათუმის ბულვარს კიდევ ორი სანაპირო აქვს იჯარით გაცემული. ზღვისპირა პარკის დანარჩენ ტერიტორიაზე კი შეზლონგების განთავსებასთან დაკავშირებულ აუქციონს, ბათუმის ბულვარი რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ გამოაცხადებს. news რეკომენდაციებიხალხისანაპიროtbilisidailynewsdaily
Nazi Beridze
Batumi · 6 months ago
ბათუმის ბულვარი გრანდიოზული ახალი წლისთვის ემზადება! #funny
+4