ყველას ხმა მესმოდა, როგორ ყვიროდნენ , ლაპარაკობდნენ, კიოდნენ. მერე ნელნელა ყველას ხმა წყდება თითქოს ყურებში წყალი ჩამასხეს და მხოლოდ იმ შრიალის ხმა მესმოდა ჩემს თავში რომ რაღაც ბუზებივით დარბონენ. ვლაპარაკობდი ვცდილობდი მომესმინა ყველასთვის მაგრამ არ წყდებოდა ეს ხმები, თითქოს კედლებიდან გამოდიოდნენ და პირდაპირ ყურში მიძვრებოდნენ მერე თავში ადიოდნენ და რაღაცას გამალებით ეძებდნენ შემდეგ ბზუილი მესმოდა ისე ბზუოდნენ დამაჟრიალა ტვინიდან მთელ ტანში დარბოდნენ, ხელები საფეთქელთან მივიჭირე ძალიან მაგრად მივაჭირე , ვგრძნობდი როგორ მკაფიოდ მიცემდა ვენები სხვა ვერაფრზე ვფიქრობდი. ისე აუჩქარებლად ერწყმოდა ეს ყველაფერი ერთმანეთს თავი გიჟი მეგონა. წინ ვიხედებოდი ჩემს სახლში მხოლოდ ერთი კარი იყო თეთრი კარი, დღეში ერთი-ორჯერ თუ შემომივლიდნენ თეთრხალათიანი ორი ქალი რომლებსაც ბევრი წამალი მოჰქონდათ, სხვა არავინ მოდიოდა სულ არავინ! მარჯვენა კუთხეში არაფერი იდგა მხოლოდ თეთრად შეღებილი კედელი და ამ კედელზე დაწერილი სახელები. მარცხენა მხარესაც მხოლოდ თეთრი კედელი იყო რომელსაც მვეთრად აჩნდა მუჭის და ფეხის ნარტყამი ანაბეჭდები. უკან კი ერთი ლუსმანი იყო მიჭედებული სადაც დედაჩემის ნაჩუქნარი ყელსაბამი ჩამომეკიდა. ზევით ახედვა მიყვარდა ხოლმე , ჩემს ოთახში თეთრი კედლების მიუხედავათ მაინც ყოველთვის ღამე იყო. ვიყურებოდი ზევით ხელს ავწევდი და ადგილებს ვნიშნავდი თითებით , მახსოვს მოგზაურობა მიყვარდა, ერთ დღესაც ჩემი ოთახიდან თუ გავალ პირველად ამსტერდამს მოვინახულებ, ზევით თითებს ვწევდი და წარმოვიდგენდი როგორ დავსეირნობდი ამსტერდამის ლამაზ ქუჩებში. ოთახის ზუსტად შუაში ვიწექი ვიცინოდი, მხოლოდ ასე გადავიტანდი ყურადღებას იმ ჭიანჭვებისგან რომლებიც ჩემს თავში დარბოდნენ.. სხვა არაფერი შემეძლო მინდოდა ფეხზე ავმდგარიყავი, მაგრამ არ მაძლევდა საშვალებას ჩემი ფეხები ისინი სულ კანკალობდნენ ხელებიც სულ ამიკანკალდებოდა ხოლმე რომლებიც ყინულივით ცივები იყო ლურჯი ფერის.. თვალები გავახილე და მივხვდი ისევ იმ ჭერს ვუყურებდი როგორც გუშინ, როგოც დღეს.. მერე არ ვიცი რამოხდება.. არავინ იცის მერე რა მოხდება. ზოგჯერ მეგონაა ყველაფერი მესიზმრებოდა, თვალებს ვახამხამებდი ვცდილობდი გამოვსულიყავი სიზმრიდან მაგრამ როგორც კი ვახელდი ისევ იმ ჭერს ვუყურებდი, ყოველდღე იგივე ხდებოდა .. არვიცოდი რას მასმევდა ის ორი თეთრხალათიანი ქალი ჩემთან ხშირად რო შემოდიოდნენ, მაგრან ნამდვილად წყნარად ვიყავი , , ხო ცოტახანი მაინც ვიყავი წყნარად , რამოდენიმე საათის შემდეგ წყდებოდა ეს ხმები, სიჩუმე დგებოდა, ძლიერი სიჩუმე.. მერე კი ყველაფერი ისევ ისე იწყებოდა .....
#ხელოვნება
#მწერლობა
ორი სილამაზე ერთი ისტორიით ??
#ხელოვნება