პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ეროვნული ბაკის პრეზიდენტს მოუსმენენ
Tbilisi Daily
პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე „2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტს წარადგენს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, კანონმდებლებს ექნებათ კითხვები ინფლაციასთან, ლარის კურსთან, საბანკო ზედამხედველობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
„დოკუმენტი პარლამენტში 3 თვის წინ შემოვიდა, ბუნებრივია რეალობა შეიცვალა, პანდემიამ შეცვალა დღის წესრიგი და მათ შორის ეკონომიკური რეალობა საქართველოშიც. პარლამენტში შემოსულია ახალი ბიუჯეტი, რომელშიც შეიცვალა მაკროეკონომიკური პარამეტრები მომავალი წლისათვის. აქედან გამომდინარე, გვექნება კითხვები ბატონი გვენეტაძის მიმართ, როგორ უყურებს ის ინფლაციის მაჩვენებელს. ასევე გვექნება კითხვები საბანკო ზედამხედველობასთან, ლარის კურსთან და ეროვნული ბანკის რეზერვებთან დაკავშირებით“, - განაცახდა ირაკლი კოვზანაძემ